„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი ზურაბიშვილის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს“
პოლიტიკა

„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი ზურაბიშვილის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს“

„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი ზურაბიშვილის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს“
მანანა ნოზაძე

2018-09-28 09:30:19

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიამ და მის მიერ თავისებურად დასმულმა აქცენტებმა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მისცა ანალიტიკოსებს. ვერსიები მრავალგვარია, დაწყებული იქიდან, თუ ვის ინტერესს ატარებს ეს ქალბატონი, დამთავრებული იმით, რომ ასეთია სალომე ზურაბიშვილის ბუნება და, მისი უმართავი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, ისეთი რამ წამოსცდეს, რაც ქართველი ხალხისთვის მთლად სასიამოვნოდ მოსასმენი არ არის.

ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით ხომ არ მზადდება ნიადაგი რომელიმე ახალი ლიდერისთვის, რომელიც არჩევნების შემდეგ არსებულ უკმაყოფილებას გამოიყენებს და ევრაზიულ არჩევანს შემოგვთავაზებს?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს ტაბუირებული თემები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ხოლო ტაბუ, ანუ პანდორას ყუთი როცა იხსნება, ვიღაცამ შეიძლება ამით ისარგებლოს მომავალში და ეს ვიღაც იქნება ევრაზიული არჩევანის მომხრეობა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმ პრიზმაში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, განეკუთვნება არა მოღალატურ კატეგორიას, როგორც მისი ოპონენტები უსამართლოდ ამბობენ, არამედ, ელემენტარულად, პოლიტიკურ კეკლუცობასა და პოლიტიკურ სიბრიყვეს. მიუხედავად იმისა, ასეთ საკითხთან მიმართებით მართალს ამბობ, თუ ტყუილს, სწორი ხარ თუ არასწორი, შეუძლებელია, ამ ომთან დაკავშირებით სააკაშვილისა და ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნა. მით უმეტეს, ჰააგაში, სტრასბურგში, მომავალში კიდევ ბევრი პერიპეტიები იქნება. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განცხადებები, მინიმუმ, ამ პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კონცეფციასთან დაკავშირებით აგვისტოს ომთან მიმართებით საგრძნობლად გვაზიანებს.

„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი მის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს, ტესტავდეს და ტაბუს მოხსნის ოპერაცია მიმდინარეობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან საქართველოში. შესაძლოა, მთლად ახალი ლიდერი არ შემოგვთავაზონ, მაგრამ შემოგვთავაზონ ქვეყნის განვითარების ახალი კონცეფცია. სააკაშვილმა ბევრი უბედურება დაატრიალა, მათ შორის, 2008 წელსაც, მაგრამ ამაზე საჯარო დისკუსია, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა ძალიან ცუდმა ხელისუფალმა დაბომბა თავისი მოსახლეობა ცხინვალში, რუსეთის ინტერესშია. რუსეთიც სხვას არაფერს ამბობს, ჩემს მოსახლეობას ესროლეს და ამიტომაც შევედი ცხინვალში მოსახლეობის დასაცავადო. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი გამოდის რუსეთის და არა საქართველოს ადვოკატი. ეს ძალიან პრობლემურია. ეს ყველაფერი მავანმა შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით გამოიყენოს, რასაც ჰქვია რუსეთის რეაბილიტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. რა თქმა უნდა, ევრაზიული კავშირისკენ ვექტორი იქნება ამ მიმართულებით მოსალოდნელი“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ სჯერა ვერსიის, თითქოს სალომე ზურაბიშვილის არჩევით მზადდება ნიადაგი რომელიმე ახალი ლიდერისთვის, რომელიც არჩევნების შემდეგ არსებულ უკმაყოფილებას გამოიყენებს და ევრაზიულ არჩევანს შემოგვთავაზებს. დავით ზარდიაშვილის მოსაზრებით, ამ შეთქმულების თეორიას არავითარი საფუძველი არ აქვს, რადგან არაფერი არ მზადდება. უბრალოდ, სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ არჩევნებში.

პირველი, ეს არის მისი ცოდნა და გამოცდილება და ის საუკეთესოდ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თვალსაზრისით მას ვერავინ შეედრება, როგორც გამოცდილ მომლაპარაკებელს და დიდი შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რასაც თვითონ ლავროვიც აღიარებდა. მეორეა, მისი გულწრფელობა, სიმართლის თქმის უნარი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა ამ თვალსაზრისით და პრინციპულობა, რომ ის უკან არ დაიხევს.

„ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ თქვა, დაფიქრდით, ადამიანებო, ის სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი იქნება. მართალია, მას მმართველობითი ფუნქციები არ აქვს, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციები გააჩნია. ის არის ქართველი ერის უზენაესი წარმომადგენელი სამოქალაქო თვალსაზრისით. ის იქნება ნომერ პირველი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ამას უნარები სჭირდება. სწორედ ეს არის საგარეო ურთიერთობებში წარდგენის უნარი და ის პრინციპულობა, რაც შიდა ურთიერთობებშიც ძალზე მნიშვნელოვანია. პლუს ამას, ეს არის მისი ისტორიული წარმომავლობა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ ეტაპს ასრულებს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეწყდა რუსული ოკუპაციის შედეგად და ამით გარკვეული ეტაპი დასრულდა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ, ჩამოვიდნენ და დღეს ხელისუფლების სათავეში არიან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ახალ ლიდერს ხედავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში აცხადებს, რომ ვერ ხედავს ალტერნატივას პარტიულ პოლიტიკურ სისტემაში.

ამ მხრივ კრიზისია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც არ ჩანან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს არსებულ მმართველ პარტიას რეალურ კონკურენციას გაუწევენ და ეს კონკურენცია გამოიხატება არა ნეგატივში, არამედ სიკეთის შექმნაში. ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ, როცა საპარლამენტო რესპუბლიკა ფესვებს გაიდგამს, სწორედ მაშინ პარტიულ პოლიტიკური სისტემაც მოძლიერდება და ალტერნატივაც შეიქმნება.

 

ნანახი?- 4069

natali

2018-09-28 11:04:46

ევრაზიული კავშირი არა ტოროლა:)))

რაც უფრო მეტად გიჟდებიან სალომეს პრეზიდენტობაზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ აუცილებლად სალომე უნდა გახდეს პრეზიდენტი.

cugo

2018-09-28 11:31:28

მთავარია ქართველმა ხალხმა მანდატი მივცეთ ქალბატონ სალომეს და ამ მეცოცხე,კაცისმკვლელ ნაცებს მიუჩენს თავის ადგილს.

ganzieli

2018-09-28 11:46:32

რა მნიშვნელოვანი თანამდებობა საქართველოს პრეზიდენტობაა! ეს ქ-ნი სიმართლეს მაინც ამბობს; ზოგი პენსიის გაზრდას გვპირდება, ზოგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ზოგიც მთავრობის გადაყენებას, ან კონსტიტუციაში ცვლილებებს; თავი დავანებოთ "ომი ვინ დაიწყო"-ს; არსება ამას რომ ამბობს, მსმენელს ხომ ეუბნება, შენ ბრიყვი ხარ, მაინც ვერაფერს მიხვდებიო, არა?

arichopra 2

2018-09-28 11:54:15

ქალბატონ სალომესნაირი ლიდერი რომ ჰყოლოდა ქართულ ოცნებას დღეს ასე სიცრუის აბლაბუდაში არ ვიქნებოდით გახვეული! ვისაც სამშობლო გიყვართ ხმა მიეცით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს! უპირობოდ!

cugo

2018-09-28 14:03:10

დავით ბაქრაძე ახლა რომ ცდილობს ხალხის მოტყუებას,ხომ ამბობს ჩვენს დროს ეკონომიკა ყვაოდაო,რატომ არ აფინანსებდა იმ ღონისძიებებს რასაც ახლა ეს მთავრობა აფინანსებს: ჯანდაცვა,მშობიარობა,ბაგა-ბაღი,სასკოლო სახელმძღვანელოები.მაქსიმუმ 30 ლარს უმატებდნენ პენსიას და ბაღში 50 ლარს ახდევინებდნენ თითო ბავშვზე.მარტო აქედან აზარალებდნენ ადამიანებს ყოველთვიურად 20 ლარით.ადამიანები სამკურნალოდ და ახალშობილის გამოსაყვანად კაბალურ სესხებს იღებდნენ ესენი კი არჩევნების გასაყალბებლად ათეულობით მილიონებს იპარავდნენ ბიუჯეტიდან.ვერ მოატყებენ ესენი ქართველ ხალხს.ხალხი ბრძენია, კარგად ახსოვს მათი წარსული საქმიანობა.

natali

2018-09-28 14:34:00

„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი ზურაბიშვილის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს“
----------

:))))))))))))

სალომეა პოლიტიკურად უმწიფარი და ბრიყვი?:)))))))

რა მაგრად შეუშინებია სალომეს. :))))))
მაგრამ....ის მაინც მოვააა....

tinia

2018-09-28 14:48:49

თურმე სალომე რუსეთს და ევრაზიულ კავშირს ვიშნავს და რუსეთის მოქალაქეობას ჩაბღაუჭებული ვაშაძე ევროპას.ვინც შენ ექსპერტობა დაგაბრალა,იმას ქონდეს ჩვემი ცოდვა და ისე შენიც.სალომეა ბრიყვი დაუმწიფარი,ვაშაძე-ბაქრაძე ბრძენი და მომწიფებული პრეზიდენტობისათის არააა? კაი რა ხუხა ეს უკვე სასაცილოც აღარაა,ცოტა სხვა რამეა უკვეეეეეე.მეთოდები დაგიძველდა მეტი კრიატივია საჭირო)))))

natali

2018-09-28 18:58:13

იმდენი ანალისტები გვყოლია ამ 3 მილიონიან ქვეყანაში, რომ მაგათ რომ ჭკუა ეკითხებოდეთ, ახლა პირველი სახელმწიფო უნდა ვიყოთ მსოფლიოში!

arichopra 2

2018-09-28 19:36:35

https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/99676-ra-khdeba-metro-qsadguris-moedanzeq-am-tsuthebshi.html
https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/99342-90-tsamian-videoshi-giyvebith-5-cvlilebaze-romelic-satransporto-sferoshi-unda-gankhorcieldes.html

თბილისში მცხოვრებო ქართველებო სანამ მეტროს გვირაბებში უჰაერობისაგან ან ქუჩაში საცობში ინფარტისაგან არ დაღუპულხართ თავს უშველეთ, სამშობლოსაც უშველეთ ... წამოდით სოფლებში, რაიონებში, პატარა ქალაქებში აღადგინეთ თქვენი მშობლიური კარმიდამო. დაე ამ ზამთარში თქვენი სახლის საკვამურებიდან კვამლი ამოვიდეს, შუკები და ორღობეები აივსოს მოკისკისე ჯანმრთელი ბავშვებით!

Maverick

2018-09-28 19:40:10

ხუხა, გახუხული ანალლიტიკოსია, უმრავლესი ანალლიტიკოსის მსგავსად ვისაც შეეკვრებიან მათ სასარგებლოდ ჭიკჭიკებენ...
-
ნაცმაცუნები თუ კვლავ გააგრძელებენ ასეთ პროპაგანდას სალომეს წინააღმდეგ, II რაუნდი არ შედგება... იგი I-ვე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდებს ვაშაძე-ბაქრაძეს; მის მიმართ ნაცბოზარამზადების ამგვარი კრიტიკა (რუსეთუმეობაზე და ევრაზიურ კავშირში საქართველოს შეყვანაზე) ამ იდეის ახდენის მსურველი ამომრჩევლების ხმებს შემატებს!

tngh

2018-09-28 21:40:01

სასაცილო ის არის, რომ ხუხას ექსპერტი ჰქვია...

ფხიზელი

2018-09-29 01:35:54

უანგარო მხარდამჭერები ჩვენა ვართ, თორემ...
ხუხაშვილი რომ წელებზე იდგამს ფეხებს, რათა უსუფაშვილი შეასაღოს ხალხს როგორმე... ხომ იქნება ლოგიკური, პრეზიდენტის მრჩეველის რანგში ვიხილოთ მერე სასახლეში?

ანდა ეს თაკო ჩარკვიანი, საგალობლებს რომ უმღერის გრიგოლ ვაშაძეს, არ იცის, საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც რომ ვერ გამოღლიტეს ხელიადან რუსული პასპორტი?
ან ის ფაქტი არ იცის, საქართველოს მიწასთან გასწორებიდან ორიოდე თვეში ულვაშებით რომ აპრიალებდა კრემლის კარებს და ეხვეწებოდა: ჩამოგვიშვით, ქართულ ანსამბლებს ჩამოგიყვანთ, გიმღერებთ, გიცეკვებთ და გასიამოვნებთო?
ასეთი რამე სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა მიქარული, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ღვთის რისხვას დაატეხავდნენ ნაცებიც, ნაცმადიდებლებიც, ამ საიტის სტუმარი ურაპატრიოტებიც და პირველ რიგში, ქალბატონი თაკო! - მტრისას, სალომეს დღე დაადგებოდა!..
ახლა კი, როცა ეს ყველაფერი ეხება გრიგოლ ვაშაძეს - არაფერი!!!
ამის შემდეგ ხომ იქნება დამსახურებული, პრიმაბალერინას პრეზიდენტმა ქმარმა საქართველოს კულტურის მინისტრად რომ დანიშნოს ქ-ნი თაკო!
(თუნდაც იმისათვის, რომ ჯავრი ამოიყაროს იმათი, ვინც ერთხელ უკვე ჩაუშალა ეს საქმე, 12-ში!).
ასე რომ, მოგესალმებით, ჩემო უანგარო თანაფორუმელებო! :)

asdf961

2018-09-29 23:39:45

https://www.facebook.com/lasha.amire/videos/2349565555070075/

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80