„სვეტის“ მდგომარეობა უმძიმესია, დაზარალებულების - კიდევ უარესი
ეკონომიკა

„სვეტის“ მდგომარეობა უმძიმესია, დაზარალებულების - კიდევ უარესი

„სვეტის“ მდგომარეობა უმძიმესია, დაზარალებულების - კიდევ უარესი
ბექა დანელია

2018-10-04 14:30:31

საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი სამშნებლო კომპანიას ჩამოიშალა. „სვეტთან“ დაკავშირებით ვითარება უკვე ძალიან რთულადაა. დაკავებულია კომპანიის დირექტორი, ხოლო დაზარალებული მოსახლეობის ბედი სრულიად გაურკვეველია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ერთ-ერთი დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა.

„სვეტის“ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. პროცესს წინ უძღოდა „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეების პროტესტი. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები კომპანიამ ვერ შეასრულა და „სვეტის“ ყველა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

კომპანიას 4 000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უმძიმეს მდგომარეობაშია ის ათასობით მენაშენე, რომლებიც „სვეტის“ მაქინაციას შეეწირნენ. ვინ დაიცავს მათ უფლებებს, სრულიად უცნობია. ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ ქალაქის მერია გამოეხმაურა.

მერის მოადგილე ილია ელოშვილ ამბობს, რომ მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს.

„ყურადღებით ვაკვირდებით სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ მოვლენებს, რომელსაც არც ერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა. რამდენიმე თვის წინ, მზადყოფნა გამოვთქვით და კომპანიის წარმომადგენლებს გონივრული ვადა მივეცით იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით და კომპანიის წარმომადგენლებს ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობის კანონიერად განახლება მაინც ვერ მოხერხდა.

დედაქალაქის მერიაში უამრავი შეტყობინება შემოდის დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ დღემდე მჭიდრო კოორდინაციაში ვართ დაზარალებულებთან და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.

კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სამშენებლო პროცესის წარმართვას. გარწმუნებთ, მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს და მათ მიერ გადახდილი თანხა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ნანახი?- 595

natali

2018-10-04 15:31:44

ცენტრპოინტის არ იყოს, არცერთი დაწყებული კორპუსი რომ ჩაბარებული არ ჰქონდა და ახალ-ახალ ნებართვებს რომ აძლევდა ვიღაც, ის ვიღაცა დასჭერი არაა? აქაც ასეა, ერთი პირობა რომ ვერ შეასრულა და კორპუსი ვერ ჩააბარა, იმის ამგივრად ჯარიმები გამოეწერათ, ახალ ნებართვებს გასცემდნენ? ეს არაა თაღლითობაში ხელის შეწ/ყ/ობა? ამიტომაცაა მთელი ქალაქი ერთ დიდ დაუმთავრებელ მშენებლობად რომ იქცა, უფრო სწორად ერთ დიდ ნანგრევად. იმიტომ, რომ მაგ დაუკონსერვებელი შენობების დიდი ნაწილის დასრულება უკვე ნამდვილად აღარ შეიძლება.
სულ რომ არ არსებულიყო მერია, მე მგონი უკეთესი იქნებოდა, ნებართვა რომ არ ექნებოდათ, მეზობელი კორპუსების მოსახლეობა არ მისცემდათ აშენების უფლებას და უფრო გადარჩებოდა ქალაქი.
ახლა როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ყველაფერი, წარმოდგენაც არ მაქვს.

arichopra 2

2018-10-04 15:38:52

ქალაქი კართაგენი ხომ გაგიგონია?!

natali

2018-10-04 15:40:27

თემას არ ეხება, მაგრამ ხელისუფლების, მედიის უყურადღებობას თუ უცოდინრობას კი ეხება.

გახსოვთ ალბათ ქართული სუნელები ტ/ყ/ვიით გაჯერებულიაო ევროპაში რომ ატეხეს ერთი ამბავი.

სინამდვილეში აი რა ხდება. ირანს ჰქონდა ეგ ბაზარი ევროპაში ათვისებული. შეამოწმეს ირანული სუნელი და აღმოჩნდა ტ/ყვია და აკრძალეს. ადგნენ ირანელები, გახსნეს აქ კომპანიები, შემოაქვთ ირანიდან სუნელი, აქ ფუთავენ, აწერენ-მეიდ ინ ჯორჯია და გააქვთ ევროპაში. იქ კიდე შემოწმდა ეს ვითომ ქართული სუნელი და გავრცელდა ხმა, რომ ქართულ სუნელებში ტ/ყ/ვიაა.
ახლა ჩვენ, მოსახლეობა ვერიდებით ქართულ სუნელებს და ვყიდულობთ სუპერმარკეტებში ირანულს. ქართული სუფთა სუნელი კი გადის რუსეთში.
აი ახლა ამზე მედია არ უნდა დაინტერესდეს? მაგრამ ყველა შეჰყურებს რუსთავი 2 -ს, აბა რა ახალ სკანდალს ააგორებენ, რომ მერე ის იმეორონ და იმეორონ.

მეგრელი

2018-10-04 15:48:31

https://www.youtube.com/watch?v=LbyyF-wVFRk

გამოსავალი. სხვა გამორიცხულია.

natali

2018-10-04 15:57:32

arichopra 2
ერთხელ რომ ვიკითხე, ასე რომ ანადგურებენ ქალქს, რას ფიქრობენ მიშა და უგულავა მეთქი, ერთმა მიპასუხა- პუტინის იმედი აქვთ, ის უშველის ამ ქალაქსო, სანამ მოასწრებენ კი აკეთებენ ფულსო. რით უნდა ეშველა პუტინს, კი მიხვდები ალბათ.((((((((

arichopra 2

2018-10-04 19:28:29

მეგრელი, ძალიან მაგარი კაცი იყო ბერია, ბუმბერაზი! ამას წინათ კონსპიროლოგიაზე, ოსვალდზე და ჰარვიზ ვილაპარაკეთ აქ. ახლა მადლობის ნიშნად გიგზავნი ერთ მისამართს - https://www.youtube.com/watch?v=_wXMbUC3zwE

arichopra 2

2018-10-04 19:31:54

მენიშნა "სუნელების" ამბავი. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად შეძლეს ევროპაში გატანა?! მე ვფიქრობ რეალურად ეს გამორიცხულია.

arichopra 2

2018-10-04 21:57:06

ახლა წავიკითხე სტატია, ავტორი ბაკურ სვანაზე. ძალიან მაგარი სტატიაა, გირჩევთ წაიკითხოთ! http://geworld.ge/ge/ისინი-ადამიანის-უფლებები

ფხიზელი

2018-10-05 00:29:00

natali:
"ცენტრპოინტის არ იყოს, არცერთი დაწყებული კორპუსი რომ ჩაბარებული არ ჰქონდა და ახალ-ახალ ნებართვებს რომ აძლევდა ვიღაც, ის ვიღაცა დასჭერი არაა? აქაც ასეა, ერთი პირობა რომ ვერ შეასრულა და კორპუსი ვერ ჩააბარა, იმის ამგივრად ჯარიმები გამოეწერათ, ახალ ნებართვებს გასცემდნენ?"
--------------
?
ნატალი, ან მე ვერ გავიგე რაღაც, ან შენ:)
სად წერია, ახლ-ახალ ნებართვებს გასცემდნენო?! პირიქით:
1."დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ.. კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული."

2.მერის მოადგილე ილია ელოშვილი: „"ყურადღებით ვაკვირდებით "„სვეტთან“ დაკავშირებულ მოვლენებს, რომელსაც არც ერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა."

ჰოდა, ახლა მე რა მაინტერესებს: საერთოდ, დაიწყეს სადმე მშენებლობა თუ არა?
თუ ნებართვები არ გააჩნდათ, წესით, ვერც დაიწყებდნენ, ხომ?
თუ ვერ დაიწყეს, აბა, "სვეტის" რომელ "სამშენებლო ობიექტებზეა" საუბარი სტატიაში?
*
მოკლედ, თუ სადმე ქართული სამშენებლო კომპანიის რეკლამას ნახავ, ჩათვალე, რომ თაღლითებთან გაქვს საქმე!!!

natali

2018-10-05 01:06:23

სვეტის შემთხვევაში როგორც მე ვიცი, ნაწილზე ნებართვები ჰქონდათ, ნაწილი კი უნებართვოდ შენდებოდა. ზედამხედველობას ეძინა. თან ორი ზედამხედველობის სამსახური არსებობს, ორ სტრუქტურას ვინახავთ ეს მათხოვარი ხალხი და სულ ტ/ყ/უ/ილად.. ის კი არა მეზობელი კორპუსებიდან ხალხი რეკავდა ზედამხედველობის სამსახურში, რაღაც შენდებაო და რეაქცია არ იყო. არ უნდა აგოს ამაზე არავინ პასუხი?ხალხი ხედავდა, რომ შენდებოდა, რეკლამები გადიოდა... და შეჰქონდა ფული, იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ უნებართვო იყო?

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80