ლარის ამჟამინდელი კურსი გაისად სანატრელი იქნება
ეკონომიკა

ლარის ამჟამინდელი კურსი გაისად სანატრელი იქნება

ლარის ამჟამინდელი კურსი გაისად სანატრელი იქნება
ბექა დანელია

2018-10-04 18:00:05

მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებული ლარის გაცვლითი კურსი შეშფოთების საბაბს იძლევა. თუკი ბოლო ორი წელი ლარისა და დოლარის საორიენტაციო კურსი 2.50 იყო, იანვრიდან ის 2,63 იქნება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფინანსისტებს ამისიც ეეჭვებათ და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს ელოდებიან.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს, რომლის მიხედვითაც, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება. მისი თქმით, ბიუჯეტი იგეგმება დაახლოებით იმ კურსზე, რისი მოლოდინიც გააჩნია როგორც ცენტრალურ ბანკს, ისე ეკონომიკურ გუნდს. როგორც ჩანს, ეკონომიკურ გუნდს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მომავალი წლისთვის ლარის კურსი იქნება დაახლოებით იმ ნიშნულთან, რაც 2018 წლის ბიუჯეტში იყო დაგეგმილი.

ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ მარეგულირებელი ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი და ლარის კურსი მას არ ეხება, ეკონომიკური გუნდი კი ამბობს, რომ ლარის კურსი არაფერს არ ნიშნავს და მთავარია, იგი იყოს სტაბილური. ბაირახტარის შეფასებით, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ლარი არც სტაბილურია და როგორც აღმოჩნდა, საკმაო გავლენა აქვს ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ რისკებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს, მთავრობა უყურებს ერთი მხრივ სერიოზულად და მეორე მხრივ, ცდილობს უგულებელყოფას. ეს იმიტომ, რომ მთლიანად პოლიტიკურ პროცესებზეა გადართული. მაგალითად, შევხედოთ საწვავის ფასს, რომელიც თითქმის 3 ლარს მიუახლოვდა და ამას არავინ არ იმჩნევს. ყველა ჩუმად ვართ, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საწვავის ფასი სამომხმარებლო პროდუქტების ფასს არ ურტყამს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არის მცდარი მიდგომა. შესაძლოა, ეს ციფრებში ისე კარგად არ ჩანდეს მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო მეტად ურტყამს მოსახლეობის ყოფას, ვიდრე სტატისტიკაშია ნაჩვენები“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ბაირახტარი.

მისივე განმარტებით, როდესაც ბიუჯეტში იდება 2.63 ნიშნული, ადამიანები იწყებენ ჰეჯირებას, ანუ დოლარის დახურდავებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის ლარის კურსზე წნეხს და ბიუჯეტში ჩადებული 2.63 -ს ნაცვლად 2.75-იან ნიშნულს ვიღებთ“, - დასძენს ბაირახტარი.

კომპანია „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ტრენდი დოლარი/ლარის კოტირებისა, აღმავალი მიმართულებისაა. სტაბილურობის შენარჩუნება 25 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენცია წავა.

„ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში 2.63 ნიშნული ჩადო, ნიშნავს იმას, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გადადის. რაც შეეხება ლარის პროგნოზს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.72 ნიშნულზე დაფიქსირდება“, - ამბობს შენგელია.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, ბიუჯეტის პროექტში ჩაწერილი ლარის გაცვლითი კურსის (2.63) მთელი 2019 წლის განმავლობაშიშ შენარჩუნების საკითხს ეჭვის თვალით უყურებს და იხსენებს, რომ ეროვნული ვალუტა ყოველთვის უფრო მეტად უფასურდებოდა, ვიდრე ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით იყო ნავარაუდევი.

„როგორც წესი, საპროგნოზო მაჩვენებელი ყოველთვის სავარაუდოა და არასოდეს ემთხვევა ზუსტ რეალობას, რომელიც შემდეგ წელს დგება ხოლმე. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ლარი შენარჩუნდება 2.63-ზე. პრინციპში დღესაც ეს მდგომარეობაა. მოდი ვთქვათ ასე - თუ ლარი შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაც საპროგნოზო მაჩვენებლით ერონულმა ბანკმა და ფინანსთან სამინისტრომ გვითხრეს, ის იქნება ძალიან კარგი, ე.ი. მომავალ წელს გვექნება სტაბილური ლარი, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებლს ყოველთვის აჭარბებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპი და ალბათ, გაისადაც ასე იქნება“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.

 

ნანახი?- 649

arichopra 2

2018-10-04 19:33:46

პაატა ბაირახტარი თურქია?! სელიმ ბაირახტარი თურქია, სერიალის მიხედვით ვიცი!

Maverick

2018-10-04 21:54:52

ეკონომისტ არ ვარ, მაგრამ ეკონომისტებს ვეკითხები:

დოლართან მიმართებაში რა მდგომარეობაშია თურქული, აზერბაიჯანული, ყაზახური, თურქმენული, ს.ო.მ.ხ.უ.რ.ი, ირანული ეროვნული ფულის ერთეულები?

რითი ამაგრებენ თავიანთი ფულის ერთეულებს?

ჩვენ რითი ვამაგრებთ, რა საშუალებით, რა ეროვნული ბუნებრივი სიმდიდრით და საქმიანობით?!

ამაშიც ალბათ ისევ ბიძინა უნდა დავადანაშაულოთ ბიუჯეტში თავის მილიარდებს რომ არ რიცხავს, უმაქნის პარლამენტს, მთავრობას, მათ შეყვარებულებს, საყვარელ, სამეძაოს, სანათესაო, საახლობელოს რომ არ უფინასებს და ყოველთვიურად კონვერტით არ უგზავნის ქეშს დოლარებში და ევროებში...

zaza192

2018-10-05 02:56:58

Maverick

ბიძინა იმაშია დამნაშავე, რომ ეგ უვარგისი პარლამენტი, მინისტრები, მერია, გამგეობები და საკრებულოები დაგვასვა თავზე, კორუფცია მისთვის მართვის სტილია, ყველა გასვრილი უნდა ყავდეს და საჭირო დროს აუფრიალოს წინ, რომ უპრობლემოდ მოიცილოს.

natali

2018-10-07 19:03:39

zaza192
ვერ დაგეთანხმებით. მე პირიქით მგონია. ივანიშვილს ყველაზე მეტად არ აწყობს თავისი მოყვანილი ხალხის კორუფციაში გარევა. რაა მართლა მაგათთან წილში ჯდომა უნდა თუ რაა...ეს ხომ სასაცილოა. მაგათ ქცევაზე ხალხთან პასუხისმგებელი ივანიშვილია. ეს რაა არ იცის? ხოდა ეს კაცი ენდო, ეგენი კი მოღალატეები აღმოჩნდნენ. უღალატეს ქვეყანას და პირადად ივანიშვილს.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80