„ჩვენმა ქალებმა სირცხვილს უკვე გადააბიჯეს“
რეტრომედია

„ჩვენმა ქალებმა სირცხვილს უკვე გადააბიჯეს“

„ჩვენმა ქალებმა სირცხვილს უკვე გადააბიჯეს“
„ალია“, 13 ოქტომბერი, 1997 წელი

2018-10-06 14:15:53

ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერი მეძავებმა და ლოთებმა „დაითრიეს“. მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები უკვე დიდი ხანია ბავშვებს ბაღში აღარ უშვებენ და ცდილობენ, პოეტის ძეგლს თვითონაც შორიდან მოუარონ. მათი აზრით, ძეგლთან თავმოყრილი ქალები პოლიციის საქმეა. თუმცა ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ომარ ფოფხაძის მტკიცებით, „მოსახლეობისგან არანაირი სიგნალი არ შემოსულა, ეს ამბავი პირველად „ალიათი“ გავიგეთ და შესამოწმებლად ოპერატიული ჯგუფიც სწორედ მაშინ გავაგზავნეთო“.

-ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ჩვენი მხედველობის არედან ცოტა მოშორებულია. ღამით განათებულიც არ არის. თანაც, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი პოეტის ძეგლთან ასეთი კატეგორიის ქალები შეიკრიბებოდნენ. მოსახლეობისგან მიკვირს. თუნდაც ერთხელ, ანონიმურად მაინც დაერეკათ და ეცნობებინათ. რატომ უნდა გაგვეგო ეს გაზეთიდან და მერე მიგვეღო ზომები?

რა ზომები მიიღეთ?

- სპეციალური პროფილაქტიკური სამსახური ავამუშავე, მაგრამ პირდაპირ ვერ მივადგებით - შეიძლება გარკვეული პერიოდი აღარ მოვიდნენ, ამიტომ დადარაჯებული ვართ. ერთი მაინც თუ ავიყვანეთ, უკვე საკითხს დავსვამთ...

საკითხის დასმაში რას გულისხმობთ?

- დიდ არაფერს. გავაფრთხილებთ და აღრიცხვაზე ავიყვანთ. ადრე ვენდისპანსერში იძულებით ვმკურნალობდით, მაგრამ დღეს ყველაფერი ფული ღირს. თანაც, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. მაგალითად, საეჭვო წყვილს თავზე თუ წამოადექი და ფაქტზე დაიჭირე, ვერაფერს დაუმტკიცებ. გეტყვიან, შეყვარებულები ვართ, სულიერ ურთიერთდამოკიდებულებაში გადავამეტეთ და ბოდიშს ვიხდითო. რა უნდა ქნა?

არ არსებობს კანონირომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ასეთ ქმედებებს კრძალავს?

- რა კანონზე მელაპარაკებით. სპექტაკლები არ ნახეთ. ეროტიკის თეატრი რომ გახსნეს? ჩვენ ხალხს ეს უნდა კიდევ... არ ვართ ამისთვის მზად. ხალხის ზნეობრივი დეგრადირება ხდება, შენ კიდევ მიდი და იჭირე ეს მეძავები. რომც დავიჭიროთ, მერე რა? თუ კანონი არ გაქვს ხელში, ისევ უნდა გაუშვა. პოლიციისთვის ძნელია მუშაობა.

მას შემდეგრაც ლეგალიზაცია მოხდასაზღვარგარეთ ეს პრობლემა საკმაოდ ადვილად მოგვარდა...

- ლეგალიზაციის მომხრე არა ვარ. მეძავობა პროფესია გახდება და ამდენმა უმუშევარმა პროფესიად ეგ რომ გაიხადოს. ხომ დაიღუპა ერი. რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, მაგალითად შიშის... მაგრამ, როცა ასეთი სპექტაკლები იდგმება, გამოდის, რომ ჩვენმა ქალებმა სირცხვილს უკვე გადააბიჯეს.

 

 

 

 

 

ნანახი?- 230

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80