„იმედი მაქვს, უნივერსიტეტში შექმნილ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს“
საზოგადოება

„იმედი მაქვს, უნივერსიტეტში შექმნილ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს“

„იმედი მაქვს, უნივერსიტეტში შექმნილ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს“
მანანა ნოზაძე

2018-10-07 19:24:27

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ზაფხულში ჩატარებული კონკურსის თაობაზე უკმაყოფილების ტალღა არ ცხრება. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით ეკა ჩოხელი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 31 ივლისს დასრულებული კონკურსი ტენდენციურობით მხოლოდ იმიტომ ხასიათდებოდა, რომ ამას წინ უძღოდა მარტში ამავე ფაკულტეტზე ჩატარებული დეკანის არჩევნები, სადაც უსამართლოდ გაიმარჯვა გიორგი ღაღანიძემ.

For.ge ეკა ჩოხელს ესაუბრა.

- წლეულს ზაფხულში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსი უსამართლო, სუბიექტური და უთანასწორო იყო. უპირველესად ეს გახლავთ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შედეგი. ამჟამინდელი დეკანი გიორგი ღაღანიძე არჩეულ იქნა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ა.წ. 30 მარტს აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის პირდაპირი ჩარევით და თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის მხარდაჭერით. სხვა მხრივ, დამერწმუნეთ, გიორგი ღაღანიძე 2-3 ხმასაც ვერ მიიღებდა. ფაკულტეტის საბჭოს წევრები იყვნენ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის სურვილი იყო, რომ დეკანად აუცილებლად გამხდარიყო გიორგი ღაღანიძე.

ავთანდილ სილაგაძეს რა მოტივით სურდა გიორგი ღაღანიძის დეკანად გახდომა, ღაღანიძე მისი ახლობელია?

- ვფიქრობ, მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ, რადგან სილაგაძე თვითონვე ხელმძღვანელობდა დეკანის არჩევნების მთელ პროცესს. საუბრობდნენ მთელ რიგ ფარულ გარიგებებზე, რომლებიც ჭორი გვეგონა იმ მომენტში, თუმცა ყველა ეს ჭორი გახდა ფაქტი კონკურსის დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება რექტორს, სამწუხაროა, როცა იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავდა, რომ არ ერეოდა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში, სინამდვილეში კი, თანამონაწილე იყო მთელი ამ პროცესისა. სხვათა შორის, გიორგი ღაღანიძისთვის სტუდენტების ხმების მიცემასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნებია. ყოველივე ამის შედეგად, ასეთი ფორმით არჩეული დეკანის-გიორგი ღაღანიძის ორგანიზებით სულ ახლახანს ჩატარდა ისეთი კონკურსი, რომ 8 კონკურსანტი აგრძელებს დავას სასამართლოში. პირადად მე მონაწილეობას ვიღებდი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროფესორის პოზიციაზე, სადაც ერთ-ერთი კონკურსანტი სწორედ დეკანი გიორგი ღაღანიძე გახლდათ.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ დეკანმა გიორგი ღაღანიძემ თავად დააკომპლექტა საარჩევნო კომისია?

- დეკანი, რომელიც აირჩა 30 მარტს, ზაფხულში უკვე კონკურსანტი იყო და ორ თვეში თუ არ გახდებოდა პროფესორი, დეკანობას კარგავდა. ამიტომაც დეკანმა კონკურსანტმა გიორგი ღაღანიძემ თვითონვე შეადგინა კომისია და შედეგმაც არ დააყოვნა. გიორგი ღაღანიძე აირჩიეს, მის მიერვე არჩეული კომისიის 7 წევრიდან 6-მა კაცმა სწორედ მას ხმა მისცა და იგი გავიდა პროფესორის პოზიციაზე. იმ ფაქტის გამო, რომ თავად კონკურსანტმა შეადგინა თავისი საარჩევნო კომისია, მივმართე რექტორს და მოვითხოვე, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და აღნიშნული კომისია შეეცვალათ და სხვა ნეიტრალური პირის მიერ შექმნილიყო ახალი კომისიები. თუმცა ამ სამართალს უნივერსიტეტში ვერ მივაღწიე და ახლა უკვე სასამართლოში ვაგრძელებ ბრძოლას. ჩანიშნულია ჩემი პროცესი და დიდი იმედი მაქვს, ამ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს.

ავთანდილ სილაგაძეს რატომ არ მოსწონდა თქვენი კანდიდატურა?

- ვერ გეტყვით, რადგან პირადად მე დეკანის არჩევნების დროს დეკანის-გიორგი ღაღანიძის ერთ-ერთი კონკურენტი გახლდით. იმ პერიოდში ბატონი ავთო მას უჭერდა მხარს დეკანის არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ახლაც ღაღანიძე რომ არ გაეყვანათ პროფესორის თანამდებობაზე, დეკანობას კარგავდა. ცხადია, ბატონ ავთო სილაგაძეს თავისი ინტერესები ექნებოდა, მას სურდა, ფაკულტეტი „დაელაგებინა“ თავისი ინტერესებით და, ალბათ, ალაგებს კიდეც ფაკულტეტს ამ ინტერესებით. ეს კონკურსები ერთგვარი აქილევსის ქუსლია უნივერსიტეტისა და ფაკულტეტებისთვის, რადგან კონკურსის ჩატარების წესში სუბიექტურობის ხარისხი ძალზე მაღალია და ფორმალური ძალაუფლების მქონე ადამიანები კარგად ირგებენ მას პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ფაკულტეტზე შექმნილია არაჯანსაღი ვითარება, ე.წ. კლანური გარიგებები და თსუ-ის რექტორის მხრიდან ნების არქონა ეწინააღმდეგება პროგრესს, წინსვლას, ზიანს აყენებს მომავალ თაობას და ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის პრესტიჟს.

For.ge ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს გიორგი ღაღანიძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უბრალო სიტყვების რახა-რუხია, რადგან 30 მარტს ჩატარებული დეკანის არჩევნები იყო ღია, სადაც ყველა კონკურსანტს თანაბარი შესაძლებლობა ეძლეოდა და ყველა მათგანს შეეძლო ჩაეწერა ვიდეომიმართვა.

„დეკანის არჩევნებში სამი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და პირადად მე 39-დან 22 ხმა მივიღე, კონკურენტებმა კი მიიღეს 8 და 6 ხმა. როგორც აღმოჩნდა, ჩემს ზურგს უკან 22 ადამიანი იდგა და არა -ავთანდილ სილაგაძე. ამ 22 ადამიანს მოსწონდა ჩემი საარჩევნო პროგრამა, ჩემი პროფესიონალიზმი და ადამიანური უნარები“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე და მიმდინარე წლის ზაფხულში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებულ კონკურსსაც ეხმიანება.

მისი თქმით, უნივერსიტეტში არსებული წესის მიხედვით, შეუძლებელია, რომელიმე დეკანმა დააკომპლექტოს კომისია. ამდენად, სიცრუეა, თითქოს მან თავად დააკომპლექტა კომისია. გიორგი ღაღანიძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიას ამტკიცებს აკადემიური საბჭო, ხოლო აკადემიური საბჭოს წარმდგენი არის რექტორი, რექტორს კი სრული უფლება აქვს, სხვადასხვა ადამიანებს აზრი ჰკითხოს.

„მე არაფერ შუაში ვარ, მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი კონკურსანტი. სულ სამი კომისია იყო დამტკიცებული. ვთვლი, რომ ეს კონკურსი არ იყო ტენდენციური. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და გავიდა კონკურსში, რომ ჰკითხოთ, ეს სულაც არ იყო ტენდენციური კონკურსი. მე არ ვიცი, ბატონ ავთანდილ სილაგაძესთან რატომ დამაკავშირეს. სტუდენტობისას ბატონი ავთო ჩემი ლექტორი იყო და ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ბატონ ავთოსთანაც, ბატონ ლადო პაპავასთანაც, ბატონ ელგუჯა მექვაბიშვილთანაც და უამრავ ღირსეულ პროფესორთან ჩვენს ფაკულტეტზე, რადგან წლებია, ამ ხალხს ვიცნობ“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე.

 

ნანახი?- 2460

Revaz

2018-10-07 19:38:45

მეგობრებო, მე თქვნი გულწრფელობის არ მჯერა. აი უკვე მერამდენე სტატია ქვეყნდება ამ საიტზე თსუ-ში გამეფებული უმსგავსოების შესახებ. მე და კიდევ სხვებმა ვახსენეთ საერთო პრობლემა საქართველოში ამ სფეროში არსებული სისაძაგლეების შესახებ. მე და კიდევ ჯიმშერმა, სერაფინამ ვაპოსტეთ ქუთაისის უნივერსიტეტზე. პროსტა ჟურნალისტი რო ვიყო ღავთაძე და კირთაძის ნაირი ტიპები მანახა თანამდებობებზე და ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ გავუშვებ. ახალციხის უნივერსიტეტი ნახეთ რა ხოხმებია. თსუ-ს რა უჭირს? გრიშა ბიძია გაიღვიძე! დეპოში ვართ!

სილა

2018-10-07 20:20:29

ვაიმეე რა გახდა ეს ღაღანიძე რააა, გაიტანეთ გრელანდია უნდა მოაწყო მაინცდამაინც რომ მიხვდეს შარვაშიძე ამ კაცის მოშორებას თუ როგორაა საქმე? თუ ისევ რექტორის იმპიჩმენტის საქმე უნდა წამოიწიოს წინა პლანზე (რაღაც ეს დღეები ჩაწყნარდა თითქოს სიტუაცია), რომ ცოტა გონზე მოვიდნენ ეს ამორალური ხალხი რააა...

აკადემიური პერსონალი რატომ დუმს, რატომ არ იღებენ ხმას? რადგან თვითონ გასულები არიან კონკურსში და სხვისი ჭირი ღობის ჩხირის ვარიანტიაააა...

ეს სააგენტო კი დაასაქმეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საქმეების გარჩევით, იმას აღარ ფიქრობთ რომ ამას სტუდენტები ადევნებენ თვალყურს და ამის შემდეგ რა ნამუსით შეხვალთ ლექციებზე და სტუდენტებს მისცემთ შესაბამის ცოდნას და მითითებებს ქცევაზე და ასე შემდეგ რაააა..

იქნებ გონიერება გეყოთ და შეწყვიტოთ ამ სბინძურეების ბეჭდვა და ცოტა ცივილურად მოიქცეთ.

studenti17

2018-10-07 20:55:37

რომელ "ადამიანურ უნარუბზე" საუბრობთ ბატონო ღაღანიძე?
თქვენს ლექციაზე განსხვავებულ აზრს რომ გამოვთქვამდით და ხმის აწევით, ყვირილით გვპასუხობდით, რომ კითხვის დასმა არავის გაებედა.

serapina

2018-10-07 20:56:56

Ravaz,
ქუთაისის უნივერსიტეტში რომ ვსწავლოვდი, ზუსტად მაშინ სწავლობდა ჟურნალისტიკის სპეციალობაზე ნათია კუპრაშვილი...
(არა მგონია ვცდებოდე და გვარისა და სახელის დამთხვევა იყოს მხოლოდ)...

...და ოდესმე გსმენიათ ამ ქალბატონისაგან კრიტიკა ქსუ-ის მისამართით?!
თუ არა ჟურნალისტი, ვინ უნდა ეძებდეს სიმართლეს?! თუ, მას არაფერი პ/რობლემური არ აღმოუჩენია წერეთლის უნივერსიტეტში?!

მაგრამ როგორც კი თანამდებობებზე მოკალათდებიან, ვიღას ახსოვს სიმართლე და ობიექტურობა?!
ყველა სფეროში, ასე არ არის?!

...ახლა,მაშინდელი იურიდიული ფაკულტეტის მუშაობა გამახსენდა და...
სამართალზე და ადამიანებზე,მაშინ ერთნაირად წამიხდა შეხედულება...
...და დღესაც რომ იქ არიან,ამას რა შველის?!

ერთი ის ვიცი,ზემოდან არავინ მიხედავს მანდ რამეს.
სტუდენტებმა უნდა იკითხონ, რაში ახდევინებს სახელმწიფო,თავიანთ მშობლებს ფულს!

magistri1

2018-10-07 21:06:19

ბატონო დეკანო,
მომეცა საშუალება პირდაპირ გითხრათ.
თქვენს პროგრამაში შედიოდა ალბათ ის, რომ ცხრილი ვერ დალაგდა მაგისტრატურაში და სრული ქაოსია, სამჯერ შემიცვალეს ცხრილი, ისე რომ არ მკითხეს, ეხლაც დამთხვევები მაქვს, არა მარტო მე, არამედ უმეტესობას.
სრული ქაოსით დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა, ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა, რადგან არ ვარ დარწმუნებული რომ უარესი არ იქნება.

ნაგაზი1

2018-10-07 22:48:02


გიორგი ღაღანიძე,
თეუსუ რომ დაანგრიე, 2012 წელს დეკანის მოადგილეობის დროს ფაკულტეტი რომ აურდაურიე და შესანიშნავი დეკანი შეიწირე, არ იყო საკმარისი?
ვის ჰქონდა ილუზია, რომ დამანგრეველი, ფაკულტეტის ამრევი, ეხლა უკვე დეკანის რანგში რაიმე სარგებელს მოიტანდი? რამე დაგრჩა დასანგრევიი?
ისევ არეულობა,ისევ დაპირისპირება, ისევ სასამართლოები, ნეტავ ეხლა ვის შეიწირავ?

ფრთხილად ფაკულტეტო, კარგი ბოლო არ უჩანს ამ ამბავს.

ფარაონი

2018-10-08 01:38:28

ხედავთ?
ყველამ ვიცით, რომ 2012 წლამდე ქვეყანას ყავდა ერთი „ჭირი“ მას შმდეგ, რაც ხელისუფლებაში ფანტაზიორები, ანუ ხიხო და მისი კამანდა მოიყვანეთ, ქვეყანაში გაჩნდა უამრავი ჭირი, ანუ მრავალი ფაროსანა. რის აღიარებაც ცოცხალი თავით არ უნდა, არც ხელისუფალს და არც მრავალ ნამუს გასვრილ, უფრო სწორედ უნამუსო მოქალაქეს.
ნამუს გარეცხილს გარეცხილი ნამუსი მაინც აქვს, ამათ კი ნამუსის უჯრედსაც ვერ უპოვნი.
ამოცანა გვეკითხება, რომელი მთავრობა სჯობდა?
პასუხი ერთია, ერთი ჭირი, რადგან ერთს წააცლი თავს და მორჩა, ჭირი დამარცხებულია.
ეხლა კი ჯერ დათვლილიც არ გვაქვს, რადგან ეს ჭირი, რომელზეც ვლაპარაკობთ, უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, ყველგან და ყველა სფეროში.
ვინ არის პასუხისმგებელი?
არავინ.
ვინ არის ამაში დამნაშავე?
რა თქმა უნდა ბიძო დე ხრიგინა ანაკონდა ხე გლეჯია ზებრა პინგვინიჩ ცალუღელაშვილისა. არ თქვათ ახლა, გაუშვი თავის ჭია გაახაროსო.
თანახმა ვიქნებოდი მარა, ძალიან დიდი ჭია ყოლია ბატო ნ ბიძინას, ნიკოფსიასთან კუდი რომ მოიქნიოს დარუბანდში ხეთქავს თავს, აპპაა!!!
უფრო ძნელი ამოცანა წინ გვაქვს; ვის მივცეთ ხმა?
ვინ ავირჩიოთ და როგორ ავირჩიოთ? ხათრით, თუ მათრით? კაცურად, თუ ძმაკაცურად? ნაცები, თუ ქოცები? ვაი, თუ ვუი?!! ვაი დედა, თუ ვუი დედა? ამათ დედა, თუ იმათ დედა?
მოკ.ლ.ედ; მაგარი ანდაზაა, „„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაოოოო““. ნეტა პირველად ვინ თქვა, როდის და სად თქვა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა საუკუნეების შემდეგაც რა აქტუალური იქნებოდა თავითა და დავითა.

სილა

2018-10-08 07:08:07

ღაღანიძე ნახე რაა. ეგ კაცი ნარმანიას, რომ ედარება, სასაცილო არააა...ვინ პატრონობს ნეტავ მას... ერთხელ უკვე ინტელექტუალური ქურდობისთვის მოუწია დეკანის მოადგილეობიდან წასვლა... ეხლა რას აპირებს ააა! ნაციონალური მოძრაობის ღრმა და ფარული მხარდამჭერია, მას კიდევ ჯერა მათი ზღაპრები. ამის გამო ხომ არ აღმოჩნდა კონკურსებში გამარჯვებული ააა? ... და სადაა ამ შეთხვევაში ჩვენი საყვარელი რექტორი ააა!... არა და არა იგი ხომ ნაციონალი არაა... მაშ ვინააა იგი?.....!!!!

petrekupry

2018-10-08 07:36:20

რა ჭირს გიორგი ღაღანიძეს დეკანობიდან წასასასვლელი? ჯერ პაპავა ვერ აიტანეთ და ახლა სილაგაძეს მიადექით? ჭეშმარიტად, 20-იანი წლები რომ იყოს ბევრ კარგ სახეს გააგდებდით და ცოტა მოგვიანებით მათზე შეთითხნილ დანოსებს დაწერდით .... ლექტორებო ასწავლეთ - სტუდენტებო ისწავლეთ!

warsuli7

2018-10-08 09:12:41

სილა
გიორგი ღარანიძეს, რომ პაპავას და სილაგაძის ტოლად მოიხსენიებთ, სირცხვილია, დიდი სირცხვილი!
ამ დონის აკადემიკოსები ეკონომიკურ მეცნიერებას არ ყავს!
ღაღანიძე ვინ არის, ვის დაკარგვია? სილაგაძის, პაპავას, მექვაბიშვილის სახელებით რომ უნდა თავის დამკვიდრება. ცოტა ხნის წინათ ჩვეული ირონიით ახსენებდა მათ სახელებს და ეხლა გახდა ისინი მატტვის პატივსაცამები
ჰა-ჰა-ჰა-ჰა

zura19

2018-10-08 09:34:35

კონკურსში მრავალმა ღირსეულმა ადამიანმა გაიმარჯვა და მათი აზრიც მოისმინეთ.მხოლოდ პიროვნული ფაქტორების წინა პლანზე წამოწევა (მითუმეტეს დასაბუთების გარეშე) არავისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება. თუ დადგენილი წესები დაირღვა, თქვენ იმოქმედეთ სამართლებლივად. დაელოდეთ სასამართლო გადაწყვეტილებას და შემდეგ მოითხოვეთ რეაგირება, ისე როგორც 2012წელს, წინა ხელისუფლების დროს, გააკეთა ქ-ნმა ჩოხელმა და სხვ.

arichopra 2

2018-10-08 10:50:33

საქართველოს ეკონომიკას ეტყობა რამე ამდენი ეკონომისტი მეცნიერი-პროფესორი, აკადემიკოსი რომ ჰყავს?! ეკონომიკური მეცნიერება რაღაც აბსტრაქტული კობორდიზმების თეორია (მათემატიკა) ხომ არ არის, ამ მეცნიერების ნაშრომებმა რალურ ეკონომიკაში არ უნდა ჰპოვონ ასახვა?! როცა მე უნივერსიტეტელი ვიყავი მაშინ რეტორი იყო ილია ვეკუა, პრორექტორები გურამ ჭილაშვილი, ფორაქიშვილი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს), სერგო ჯორბენაძე, რისმაგ გორდეზიანი... საბჭოთა დრო იყო მაგრამ უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერების და პროფესორების კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარებოდა. დიდი ავტორიტეით სარგებლობდნენ და სტუდენტი თუ ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი მოწიწებით იყვნენ გამსჭვალულები, სრულიად დამსახურებულად!

სტუმარი3

2018-10-08 14:10:44

გაიღვიძე მეიცნებე ხელისუფლებავ.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაუგონარი ამბები ხდება. ნაცების თავხედობამ ყოველ ზღვარს გადააცილა.
თქვენებს უტევენ და ანადგურებენ. ჯერ ერთი და კოვზანაძეს (პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე) ფაქტობრივად დაუნგრიეს კათედრა(ფინანსების და საბანკო საქმის) - კონკურსში გაიყვანეს ადამიანები, რომლებიც შორს არიან თანამედროვე სწავლის მეთოდებზე, ინოვაციებზე და ა.შ.მოსალოდნელ კატასტროფაზე პასუხს ხელმძღვანელს დააკისრებენ.
მეორე, თქვენს-ჩვენს რჩეულს ბ-ნ ნარმანიას კათედრას შუაზე უხლეჩავენ, რათა ღაღანიძე გამგე გახდეს, ეხლანდელ ხელმძვანელს არაფერში აგდებენ, ხოლო და დაპირისპირების შედეგად წარმოჩენილ პრობლემებს ნარნანიას გადააბრალებენ.
და თქვენ, კვლავ ოცნების ბურანში მყოფ ხელისუფლებავ კიდევ გჯერათ, რომ რექტორი შარვაშიძე, ნაციონალების წისქვიზე არ ასხამს წყალს?

სანამ თითოეულს თქვენგანს ოჯახში არ არ შემოგივარდებიან, არ მიგილეწავენ-მოგილეწავენ ყველაფერს არ უნდა გაიღვიძოთ!?
ნუთუ ბიძინას სასხლის ჭიშკრის აჭედვას ელოდებით, რომ ძილბურანიდან გამოხვიდეთ. ყველაფერს მას ნუ აკიდებთ,შეიძლება მასაც მობეზრდეს ამდენ უხერხემლო ადამიანებთან დგომა და ქუდი დაიხუროს და განზე გადგეს... მერე რას აპირებთ.

arichopra 2

2018-10-08 14:18:36

ძალიან დროულია სტომარი 3 -ის შემოძახება! მგონი გალაწუნებაც არ იქნებოდა ურიგო!

სტუდენტი8

2018-10-08 16:07:50

დეკანო ღაღანიძე
ხმამაღლა კი არ უნდა ლაპარაკობდეთ და ამაყობდეთ იმით, რომ 22 ხმა თქვენ მიიღეთ.
ცოტა ხანში ყველაფერს ღიად გამოვიტანთ. 10 სტუდენტის ხმებზე ვლაპარაკობ. გვაქვს დოკუმენტები და მალე თსუ ყველა ლექტორს, სტუდენტს, თანამშრომელს გავაგებინებთ გიორგი შარვაშიძის რექტორობის დროს, როგორ გეექცევიან სტუდენტებს, როგორ გვაკარგვინებენ სახეს და როგორ გვაიძულებენ ის გავაკეთოთ რაც არ გვინდა. 8 სტუდენტი არჩევნების დღეს დააწყვეს მწკრივად(ყვება ერთ-ერთი),დავალება ქონდათ ხმას რომ მისცემდნენ, გადაეღოთ სურათები იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად იმ კანდიდატს მისცეს ხმა ვინც თვითმმართველობის უფროსს უნდოდა, რომელსაც თავის მხრივ რექტორისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად სჭირდებოდა.
უფრო დაწვრილებით შემდეგ, მალე იქნება

temo5

2018-10-08 17:37:19

ირაკლი კოვზანაძე ნაცებმა ხომ დანიშნეს წინა პარლამენტში საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარედ. ის ახლახანს ხომ ეწინააღმდეგებოდა ახალი პრემიერის იდეებს მსხვილი ბანკების სასარგებლოდ.

სტუდენტი

2018-10-08 19:53:52

ბატონ მექვაბიშვილთან დეკანის არჩევნების დროს შედგა გარიგება, რომ დანიშნავდნენ ჟურნალის რედაქტორად, სადაც დამატებითი ანაზღაურება ექნებოდა პროფესორის ანაზღაურებასთან ერთად. მან რატომღაც მატერიალურ მხარეზე გააკეთა აქცენტი. აირჩიეს თუ არა დეკანი, მეორე დღესვე დანიშნეს ეს ადამიანი ჟურნალის რედაქტორად. ეს უკვე ნათელს ხდის, რომ ეს ბინძური გარიგება მართლაც არსებოდა.

gulshematkivari_1

2018-10-08 20:42:06

ნამინისტრალებს, რომლებმაც დააქციეს ქვეყნის ეკონომიკა და გაძარცვეს საქართველოს მოსახლეობა, და როცა საგანმანათლებლო სტრუქტურებში იყვნენ, კორუფციას აყვავებდნენ, იმის მაგიერ რომ განსასჯელის სკამზე დამსხდარიყვნენ, ღირსების ორდენებითაც კი აჯილდოვეს! მიჰას დაჯილდოებული უღირსები ყელყელაობენ და სამარცხვინო ბიოგრაფიას აქტივობაში ითვლიან. დიახ, ასე უნამუსოდ გვაყარეს თვალში ნაცარი! აუცილებლად უნდა ვიკითხო, ვის და როგორ მიყიდა ხალხის ქონება
ღირსების ორდენით დაჯილდოებულმა აკადემიკოსმა. არქივი ინახავს ალბათ ყველაფერს და იმ დროის შავბნელ ამბებსაც. იქნებ მართლაც "ღირსეულად" დააჯილდოვა მაშინდელმა ანკლავმა კარგი "შემსრულებელი"? უამრავ "მარგალიტს" მივაგნებთ მისი ნამოღვაწარიდან და ხელახლა შევახსენებთ საზოგადოებას. იქნებ ვინმე ერთხელ მაინც დაისაჯოს ქართული ეკონომიკისა და მოსახლეობის ძარცვისთვის! ეხლა კი თითქოს დიდმა და გამორჩეულმა "აკადემიური" ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილი დააბუდეს თუ თავად დაიბუდა (დააბუდეს იმიტომ, რომ წინმსწრებად გაურემონტეს და გამოუყვეს კაბინეტი. პაპავა, აფერუმ შენ, ეგრე უნდა ძმაკაცობა, მაშ როგორ?) დედა უნივერსიტეტში! ამათ უნდა გაზარდონ მომავალი თაობა? .. და ნეტა რა უნდა ასწავლონ? ეკონომიკის თეორიები თუ ინტრიგის კურსები?. იქნებ თანამედროვე ცოდნას გადასცემენ სტუდენტებს, რომელთაც წინსვლისა და განვითარების არანაირი შანსი არ ექნებათ მათ ხელში!სამართალმა აუცილებლად იზეიმოს! ბევრი კუდი დაგრჩათ გარეთ ადამიანის უფლებათა დარღვევის, ჩაგვრის, დევნის, დისკრიმინაციის კუთხით. მოგეკითხებათ...(ყველაფერი რასაც მოგედავებით, დოკუმენტებითაა გამაგრებული. ასე რომ, შეგიძლიათ წარმატებით ინერვიულოთ!) ყველა კუდზე დაგადგავთ აუცილებლად ფეხს, ეს ნამდვილად აღარ დაგვეზარება (აღარ იქნება განცდა - უნივერსიტეტის კედლებს არ გასცდეს, არ შეიძლება და ამდაგვარი რამ. ..წილი ნაყარია უკვე), რამეთუ თქვენი პარპაში დანაშაულია იმ მომავალი თაობის წინაშე, რომელნიც ისწავლიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე!.

aleko25

2018-10-08 21:28:33

"კოლექტიურ ნინო პაპაჩაშვილებს":

რატომ ვერ პასუხობთ კონკრეტულ შეკითხვებს?

რატომ მიიღო ქ-მა ნინომ 14-დან -0 ხმა?

რატომ ვერ ასახელებთ საკონკურსო კომისიაზე ზემოქმედების კონკრეტულ ფაქტებს?

ქ-ნი ნინო და მისი მხარდაჭერები თავად ხომ არ ზემოქმედებდნენ საკონკურსო კომისიის წევრებზე?

თუ კომისია მიუღებელი იყო,შედეგების გამოცხადებამდე ქ-ნი ნინო მას რატომ არ აკრიტიკებდა?

მისთვის სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში მას კომისიის გაკრიტიკებ აღარ დასჭირდებოდა?

მხოლოდ ნულოვანი შედეგის მიღების შემდეგ გაახსენდა ქ-ნ ნინოს კომისიების და კოლეგების დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება?

არ გაინტერესებთ თუ რატომ აქვთ კათედრის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას თქვენგან განსხვავებული მოსაზრება?

კითხვებზე კონკრეტული პასუხის გარეშე, თქვენს ულოგიკო ლანძღვა-გინებას, ყურადღების მიპყრობის უსუსურ მცდელობას ფასი არა აქვს...

xalxuri

2018-10-08 21:29:25


მუმლი მუხასაო

მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო.
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

ხალხური

temo5

2018-10-08 22:09:59

gulshematkivari_1-ს:

თუ თქვენ ლექტორი ხართ - "საცოდავი" თქვენი სტუდენტები!

xalxuri1

2018-10-08 23:32:39

xalxuri

იმედი გვაქვს მალე იქნება

temo5

2018-10-08 23:44:49

თუ თქვენ ასეთი ლექტორი იქნებით - "საცოდავი" თქვენი სტუდენტები!

ქრონიკა

2018-10-09 00:09:54


წარსულის ნაკვალევი, 1 ნაწილი:

2012-11-07 13:07:49
ვერ გავიგე რა გახდა ეს ღაღანიძე ან ეს ფაკულტეტი, ეს ღაღანიძე ექსპერტიც არის და ვინ პატრონობს ვერ გავიგე?
2012-11-07 13:14:52
ღაღანიძე ნახე რაა :D ამ კაცმა ნარმანია რომ შეცვალა, სასაცილო არა? ვინ პატრონობს და ღრმა ნაციონალია, ისეთი რომ ნაციონალების ზღაპრების სერიოზულად სჯერა. მაგის გამო აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებული, ..... დეკანის მოადგილეც. იმედია დეკანიც და ეგეც და მისთანებიც მალე მოშორდებიან უნივერსიტეტს!!!!!!!!!
2012-11-07 16:18:35
….აღარ მინდა იმ უნივერსიტეტში მუშაობა, სადაც დეკანი თურმე თაღლითია, მისი მოადგილე-ინტელექტუალური საკუთრების ქურდი, რომელიც დეკანს მის შექმნილ უხარისხო კომისიასთან ერთად სრულად გაჰყავს გაყალბებული საბუთებით, პროფესიონალებს გარეთ ტოვებს და შემდეგ მორალს გვიკითხავს... ხელაძევ და ღაღანიძევ ნუთუ არ გრცხვენიათ, თუ სინდისი ოდნავ მაინც შეგრჩენიათ დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ფაკულტეტი, ნუ დააბინძურეთ აქაურობა, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენნაირების ადგილი აქ არ არის..

ქრონიკა

2018-10-09 00:14:03

წარსულის ნაკვალევი, 2 ნაწილი:
2012-11-07 16:44:48
ვააააა..... ღაღანიძე ძველ ბიჭობას რომ აწვებოდა ვიცოდი ბიჭებისგან, მაგრამ ქურდიც ყოფილა .. აბა მიდი და ასეთ კაცს უწერე განცხადებები და ნებართვა სთხოვე, ფუუუუ, გული მერევა!!!!

2012-11-07 22:24:08
ნახეთ რა ყოფილა ეს ღაღანიძე!
თავი ყოვლისმცოდნედ რომ მოაქვს, თურმე ხსვის პროგრამას იპარავს და სხვის ადგილს იკავებს!
რა ქნას კაცმა, უნდა მავანზე ძლიერი გამოჩნდეს, მაგრამ რითი? რა თქმა უნდა, ტყუილებით, ქურდობით, ოღონდ არ შეგეშალოთ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობით.
მაპატიეთ, მაგრამ სირცხვილია ბ-ნო ღაღანიძე, თქვენ თსუ-ს ლექტორი გერქვათ და სტუდენტებს რაიმე გვასწალოთ!!!

2012-11-08 08:57:02
მოაცილეეეეეეეეეეთ! რა გახდა ეს ღაღანიძე!!!
ვინმემ აგებინოს პასუხი ამ ინტელექტუალური საკუთრები ქურდს!
შეიკლა ხელში მთელი ფაკულტეტი, ყველა გაურბის მასთან ურთიერთობას:))) მისმა ცინიზმა და უაზრო ახირებებმა (იქნებ მოეთხოვა ვინმეს მისთვის ფსიქიატრის დასკვნა) დაღალა ყველა სტუდენტებით დაწყებული, ადმინისტრაციით დამთავრებული.

ქრონიკა

2018-10-09 00:18:26

წარსულის ნაკვალევი, 3 ნაწილი:

2012-11-08 15:48:14
….. ამ კაცს შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტლი. მისი ადგილი უნივერსიტეტში კი არა ციხეშია. ღაღანიძე არა მარტო ინტელექტუალი ქურდია, არამედ ყოფილი თეუსუს ბიუჯეტის ქურდიც. მას არა აქვს მორალური უფლება სტუდენტებთან ურთიერთობის.

2012-11-08 16:53:04
თეუსუს დაშლა გია ღაღანიძეს კი არ დაევალა, მან შეასრულა. ….

2012-11-08 17:05:09
გეთანხმებით, მაგრამ ხომ შეასრულა? სხვა ამას არ იზამდა და ამდენ თანამშრომელს უმუშევარს არ დატოვებდა. მას არც სტუდენტებზე, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებზე უფიქრია (არ ანაღვლებდა), ეტყობა შეპირებულები იყვნენ თბილ ადგილს და შეუსრულეს კიდეც პირობა.
როგორ დადის კიდევ მაღლივში, რა ნამუსით? მაგრამ მასეთებს არაფრის სცხვენიათ!!!!!!!!

gaga1

2018-10-09 00:40:30

ალბათ უნდა მოერიდოთ პიროვნულ შეურაცყოფებს: მერამდენე წელია საუბრობთ "ინტელექტუალური საკუთრების" მითვისებაო და ვერ დაადასტურეთ, გააგრძელებთ და ერთ დღეს სამართლებრივად პასუხი მოგეთხოვებათ; თქვენი არგუმენტები სასამართლოს წარუდგინეთ და დაგვარწმუნეთ თქვენს სიმართლეში. ყველა არა, მაგრამ ზოგიერთის აბდაუბდა საუბარი - არაჯანსაღ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავთო7

2018-10-09 10:40:37

გავეცანი რა კიდევ ერთ პუბლიკაციას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები არსებული სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე. სისტემისა, რომელიც იწოვს ადამიანური კაპიტალის საუკვეთესო რესურსებს, გარდაქმნის და ამახინჯებს უპრინციპო ადამიანთა სულებს და თავისი ბნელი საქმეების დალაგებაში იყენებს.

როდესაც ახალი სისტემის კონსტრუირებაზე მსჯელობა დაიწყება, ყოველივე ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი საჯაროდ გაცხადებულ პრინციპებსა და ბურუსით მოცულ მიზანშეწონოლობებს შორის. საუბარი იმ მაზანშეწონილობებზეა, რომლითაც ამართლებდნენ, ამართლებენ და მომავალშიც შეეცდებიან გაამართლონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი და გადაცდომები -"ეხლა ასე იყო საჭირო", "აბა რა გვექნა, სხვა გზა არ დაგვრჩა" და ა.შ.

რა უფრო მნიშვნელოვანია - პრინციპები თუ მიზანშეწონილობა? საკითხავი აი რა არის !!!
ა. ჩუთლასვილი

avga

2018-10-09 10:54:10

gaga1

რატომ მოგვხვდა ასე გულზე „ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა“, თანამონაწილე ხომ არ იყავი? თუ ღაღანიძის ბნელი ნაბიჯების მცველი ხარ.
ქრონიკაში ჩანს მის მიმართ ფაკულტეტის განწყობა, კონკურსში დაუმსახურებლად გასვლა, ადამიანების ჩაჩოჩება, თეუსუს დაშლის სანაცვლოდ რაც მოესურვებოდა იმის მიღება სააკაშვილის მიერ ანთებული მწვანე შუქით.
ასეთი ადამიანი დღეს ამბობს, რომ მის ზურგს უკან თურმე 22 ადამიანი მდგარა, და არა სილაგაძე
...ვისი დაჯერება უნდა.
.ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო.

სტუმარი3

2018-10-09 11:33:41

ავთო7-ს. სანამ ფილოსოფიურ ლაბიტინტებში იმოგზაურებთ, იცოდეთ - სახში შემოიჭრებიან და თავიანთ პრინციპებს გაჩვენებენ.

გეყოფა ძილი, გამოიღვიძე.

gaga1

2018-10-09 12:07:34

avga

6 წელია საუბრობთ და დარღვევის ფაქტი ვერ დაადასტურეთ. ისიც ფაქტია, რომ არჩევნებში ჯამურად ორივე კონკურენტზე გაცილებით მეტი 22 ხმა მიიღო.

avga

2018-10-09 13:24:24

gaga1

დარღვევის ფაქტი დადასტურებულია და ყველაფერი გარკვეულია, შედეგებსაც ნახავთ.
და
22 ხმა მიიღო აკადენიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, მისმა სახელმა, მისმა გავლენამ, მისმა უნარმა და არა ღაღანიძემ, რომლის უმადურობა ვინც იცნობს აღარ არის გასაკვირი.მთავარია თავისი ხომ გაინაღდა..მაგრამ შენარჩუნებაზეც იფიქროს, ვაი და რა ხდება...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80