მუხრან მაჭავარიანი - „ღმერთი მოუვლის ყველას, ავსაც და კარგსაც"
რეტრომედია

მუხრან მაჭავარიანი - „ღმერთი მოუვლის ყველას, ავსაც და კარგსაც"

მუხრან მაჭავარიანი - „ღმერთი მოუვლის ყველას, ავსაც და კარგსაც"
„კვირის პალიტრა“, 2 ნოემბერი, 2009 წელი

2018-10-08 14:23:20

"მე ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ არ ვარ ბნელი" - ასე უპასუხა ერთმა ფრიად განათლებულმა ქალბატონმა თეა თუთბერიძის დამცველებს, რომელთაც ქართული ეკლესია რუსეთის სპეცსამსახურების ბუდედ მონათლეს, პატრიარქის შეურაცხყოფით აღშფოთებულ საზოგადოებას კი ლამის შუა საუკუნეების კლერიკალიზმი დასწამეს. თეა თუთბერიძის დამცველებს იმდენად შემოელიათ არგუმენტები, რომ ახალი თემა წამოსწიეს და ქართულ ეკლესიას სხვა ტრადიციულ რელიგიათა შევიწროებაც კი  დასდეს ბრალად.

ერთმა ისიც კი თქვა, - ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისა და მასში რუსული შავრაზმული ძალების ასალაგმავად ბოლომდე ვიბრძოლებო.

ზოგიც თეა თუთბერიძეზე მოსალოდნელმა ანგარიშსწორებამ შეაშფოთა, - არიქა, ქალბატონი თეა შურისმაძიებელთაგან დავიცვათო. ზედმეტია, ბატონებო, თქვენი გულმოდგინება, ვინ გინახავთ საქართველოში ურწმუნოების გამო ჩაქოლილი? მით უმეტეს, არაფერი ემუქრება ადამიანს, რომელზეც ფიქრობენ, - საცოდავს ღმერთი გასწყრომია და გონი დაუკარგავსო. რელიგიური ფანატიზმი საქართველოსთვის უცხო ხილია. ამიტომაც თეა თუთბერიძეს შეუძლია ღამე სახლში გაათიოს და მხრებიდან გადაიგდოს წამებულის მანტია, რომელიც იმდენად უხეიროდ წამოისხა, რომ სიშიშვლეს ვერ უმალავს.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს თავს არიდებს მუხრან მაჭავარიანი, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ გაცხადებებზე ვთხოვეთ კომენტარი, პოეტმა გულისტივილი ვერ დამალა:

- აღმაშფოთებელია, როდესაც ინტერნეტით პატრიარქის საწინააღმდეგო ინფორმაციას აქვეყნებენ, მერე კი უწმინდესს რუსეთის აგენტად აცხადებენ. როგორ შეიძლება ქვეყნის სულიერ ლიდერს ასეთი რამ აკადრო. პატრიარქი ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწეა, სამშობლოზე მზრუნველი და მლოცველი. ამიტომაც ბუნებრივია საზოგადოების აღშფოთება. ქვეყნის ინტერესების ღალატში ხელაღებით დადანაშაულება ნებისმიერი ადამიანისთვის მტკივნეულია, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამ კათოლიკოს-პატრიარქს დასწამო?! პატრიარქისათვის ასეთი რამის დაბრალება ღვთისა და ერის შეურაცხყოფაა.

არ ვიცი, ეს გოგო მართლა გაუნათლებელია თუ უზრდელი, ასეთი საქციელი განათლებასთან კავშირში არც არის. არ ვიცი, ადამიანს როგორ უნდა გაუჩნდეს ასეთი ქმედების სურვილი და თუ  ეს სხვისი კარნახით ჩაიდინა მაგ გოგომ, მით უარესი.

ამბობენ, რომ ვიღაცას არ მოეწონა, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტი გემის კაპიტანს შეადარა და განაცხადა, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდაო. არადა, პატრიარქმა მართლაც კარგი და ბრძნული მაგალითი მოიყვანა. ეს მამაშვილური დარიგება იყო მხოლოდ, - ისეთივე სიკეთითა და სითბოთი სავსე, როგორიც მშობელს აქვს შვილისადმი. პატრიარქის ან ჩემი ხნის კაცმა რომც გააკრიტიკოს პრეზიდენტი, რა არის ამაში ცუდი. ჩვენ ხომ იმისათვის გავაკრიტიკებთ, რომ მომავალში აღარ დაუშვას შეცდომა.

პატრიარქის მხარდასაჭერად აქციების გამართვას როგორ უყურებთ?

- რად უნდა პატრიარქს მხარდამჭერი აქციები? რა სჭირს მას ჩვენი დასაცავი. ვინ არის მისი წინააღმდეგი? არ მგონია, მის წინააღმდეგ რაიმე ჯგუფი მოქმედებდეს. და თუ მაინც არის ასეთი ხალხი, ტყუილად ირჯებიან. პატრიარქს ჩრდილს ვერ მიაყენებენ. ამიტომაც აქციების გამართვა ზედმეტად მიმაჩნია. პატრიარქის სიყვარული ღვთისმოშიშებითა და ჩვენი რწმენით უნდა გამოვხატოთ.

გავიგე იმ გოგოს ემუქრებიანო. როგორ გეკადრებათ! ეს არაადამიანური, არაქრისტიანული საქციელია. თეა თუთბერიძეზე გაგულისებულ ხალხს კი მინდა ვუთხრა, დამშვიდდით. ღმერთი მოუვლის ყველას, ავსაც და კარგსაც.

 

 

 

 

 

 

ნანახი?- 107

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80