„გვარამიას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა არჩევნებზე არ აისახება და მისი არავის შეეშინდება“
საზოგადოება

„გვარამიას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა არჩევნებზე არ აისახება და მისი არავის შეეშინდება“

„გვარამიას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა არჩევნებზე არ აისახება და მისი არავის შეეშინდება“
მანანა ნოზაძე

2018-10-08 15:00:54

„ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ“, - განაჩენივით ჟღერს „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პოზიცია.

„ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება, დახმარება ქვეყნის ღალატში. გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი, მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ“, - აცხადებს ნიკა გვარამია და არ მალავს, რომ პირადად აპირებს, ამ საქმეს მიუძღვნას საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ჯერ არჩევნების წაგებაში დაეხმარება „მოღალატე სალომე ზურაბიშვილს“, შემდეგ კი მიუბრუნდება მის დამხმარეებს.

გვარამია ამითაც არ იფარგლება და მეორე ხმამაღალ განცხადებასაც აკეთებს, „ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები“, რომლებმაც ზურაბიშვილს ფული შესწირეს.

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები აძლიერებს სალომე ზურაბიშვილს, რადგან ბოლშევიკური რევანშიზმი ისეთივე მიუღებელია, როგორც სალომე ზურაბიშვილი.

ჩერგოლეიშვილის აზრით, ნიკა გვარამიას ადრესატები სისტემის მსხვერპლნი არიან. მათი უმეტესობა, ის მეან-გინეკოლოგები, ვინც სალომეს ფული შესწირეს, სისტემისგან გათავისუფლებას იმსახურებენ და არა - მუქარას.

როგორ აისახება ამომრჩეველზე ნიკა გვარამიას ტონალობა, რომ უნდა შეავიწროვონ ყველანი, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს, ან სხვაგვარად ეხმარება კამპანიაში სალომე ზურაბიშვილს?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას ფეისბუკზე დადებული განცხადება არის პირდაპირი მუქარა, სხვა ინტერპრეტაციის მიცემა ამისთვის არ შეიძლება და ეს არის სწორედ 37 წლის ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა.

„რაც გნებავთ, ამას ის დაარქვით, მაგრამ ეს არის ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა. ეს მუქარა არ აისახება არჩევნებზე და არავინ შეშინდება. პირიქით, ეს კონტრპროდუქტიული იქნება და ეს ზუსტად შეაფასა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ეს არის სისულელე, ნიღბის ჩამოხსნა და ნამდვილი სახით წარდგომა ქვეყნის წინაშე. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა რომ ამას ამბობს, ღმერთმა ნუ ქნას და ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, რას გააკეთებენ. ნაციონალებს ხმა როგორ უნდა მივცეთ, როცა ასეთი ტონალობით გველაპარაკებიან? ისინი სხვებს დებენ ბრალს ფობიებში, ღალატში და ამ დროს თვითონ არიან მოღალატეები. მე ამ კამპანიას დავარქმევდი სალომეფობიას. მათი ტაქტიკური სამიზნეა სალომე და მთლიანი მიზანია ზიზღი, სიძულვილი, შიში არა მარტო სალომეს მიმართ, არამედ თავისი ქვეყნის მიმართ. ახლა გესლს ანთხევენ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების ერთადერთი შანსი ხალხის გაბოროტებაა, ამით შეუძლიათ გაბატონდნენ ხალხზე და ეს არის მათი მეთოდი, სტრატეგია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ამასთან, აინტერესებს, ვინმეს სჯერა, რომ, თუკი „ნაციონალები“ გაიმარჯვებენ, არავის პოლიტიკური დევნა არ მოხდება?! მაშინ რას ნიშნავს გვარამიას ეს ნათქვამი, მისი სტილი, როცა ისინი თავდასხმაზე გადადიან.

„პატარა ამბავი ხომ არ არის მოღალატის იარლიყის მიწებება კონკრეტული კანდიდატისთვის? მით უმეტეს, ისეთისთვის, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა თავისი ბუნებით. რა თქმა უნდა, მათი მობრუნების შემთხვევაში იქნება იგივე, რაც იყო „ნაციონალების“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში - ბოროტების მმართველობა, ბოროტების ზეიმი. ის კაცთმოძულე რეჟიმი იყო და კაცთმოძულე კამპანია აქვთ ახლაც. ბოროტებას თესავენ ახლაც და, თუ ამის საერთაშორისო კონტექსტზე ვილაპარაკებთ, მაშინ ეს რუსული თამაშია, რუსული ნარატივია მთელი მათი კამპანია და ამის უკან აშკარად რუსეთი დგას“.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამძფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში ეჭვობს, გვარამიას მუქარამ შეაშინოს ის ხალხი, ვინც სალომე ზურაბიშვილს ეხმარება.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, იმ ხალხს თავისი გასჭირვებია, რადგან საეჭვოა, ამ ქვეყანაში არსებობდეს ვინმე, ვინც თავისი ნებით ფულს სწირავს სალომე ზურაბიშვილს.

„არც ის მგონია, თავისი ნებით ხმა მისცენ ზურაბიშვილს. მე მგონი, ასეთ ადამიანებს მუქარა კი არა, შეცოდება, თანაგრძნობა უფრო სჭირდებათ. თანაც, ეს ნიკა გვარამიას მხრიდან მუქარაც არ იყო, ეს უფრო ემოციურ განცხადებად მიმაჩნია“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

 

 

ნანახი?- 2442

natali

2018-10-08 17:18:20

„გვარამიას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტონალობა არჩევნებზე არ აისახება და მისი არავის შეეშინდება“
-----------
პირიქით, ზუსტადაც შეეშინდა ხალხს, ვაიმე მართლა რომ მოვიდნენ რას გვიზამენო და ვინც წასვლას არ აპირებდა არჩევნებზე,ისიც კი გარბის:))))

კ ა ხ ე ლ ი

2018-10-08 17:39:39

ნატალი, ცხადია, მართალი ბრძანდებით. მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ გვარამიას მუქარა არავის შეაშინებს და არჩევნებზე არ აისახება, რადგან არ დამშვიდნენ, არ გადაიფიქრონ და სულ კუნტრუშ-კუნტრუშით წავიდნენ ნაცების თავში ჩსარტკმელად ამ არჩევნებზეც! :)

natali

2018-10-08 19:36:18

რას აწკავწკავდნენ ეს არასამთავრობოებიი:))) რა თქვა კობახიძემ ტ/ყუილი? ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რა გონორზე არიან, ვინმემ აირჩიათ? ვიღაც მაიმუნები დგანან და ჭკუას გვასწავლიან. რა უფლებით?

ცუგო

2018-10-08 19:44:01

ბევრჯერ მითქვამს, ძალიან კარგია, რომ ეს სასაცილო კაცი არის "რუსთავი-2"-ის გენ.დირექტორი, ეს საფრთხობელა ფაშისტი ნორმალურ ხალხს აშინებს და ნაც.გიჟებს კი მაინც არაფერი ეშველებათ.

Maverick

2018-10-08 20:00:33

მგონი გვარამიას სახელი და გვარი შეეშალა, მიშაზე, დანა-ჩანგალაზე, შტაბკვარწირაზე უნდოდა ეთქვა, მაგრამ სალომე წამოცდა.

Maverick

2018-10-08 20:08:26

„არც ის მგონია, თავისი ნებით ხმა მისცენ ზურაბიშვილს. მე მგონი, ასეთ ადამიანებს მუქარა კი არა, შეცოდება, თანაგრძნობა უფრო სჭირდებათ. თანაც, ეს ნიკა გვარამიას მხრიდან მუქარაც არ იყო, ეს უფრო ემოციურ განცხადებად მიმაჩნია“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ყოჩაღ მოექსპერტო შარა-შურა-შენი-ძევ, გვარამიას შენი დაცვა არ ჭირდება, ისედაც საკმაოდა აქვს დაცული...

serapina

2018-10-08 20:49:03

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამძფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე"

მაინტერესებს მაგალითად ამ ცენტ/რს ვინ აფინანსებს. თანამშრომლებს, სახელმწიფო უხდის ხელფასებს...თუ,ეს შარაშენიძე?

რამდენჯერმე შემხვდა ასეთი ტიტულები:რაღაც ორგანიზაციის დამფუძნებელი... და მაინტერესებს (ვინც იცით),რა სახის სამსახურია ეს...

arichopra 2

2018-10-08 21:15:30

საერთოდ კობახიძის კრიტიკულ დამოკიდებულებას ვიზიარებ, მაგრამ შეფასებებში მგონი ეშლება. ჯერ ერთი ესენი ჩვენი მე-3 (სექტორი) კი არა სინამდვილეში მე-5 კოლონაა!)) მეორე, ამათი ფაშისტებისათვის შედარება როგორ შეიძლება? ესენი ხომ ყველა ლგბტ იდეოლოგიის მატარებლები არიან?! მე კი როგორც ვიცი, ფაშისტებს ლგბტ პირები სამართლიანად ყავდათ კანონგარეშედ გამოცხადებული!

arichopra 2

2018-10-08 21:15:45

https://www.youtube.com/watch?v=Ekof4KfyqVg

Maverick

2018-10-08 21:26:35

სერაპინა,

თუ არ ვცდები?!

შარაშენიძის ცენტრი ერთი პირის და დიდი, დიდი მისი ოჯახის წევრების კანტორაა...

ფხიზელი

2018-10-09 01:18:48

როგორ იგონებენ ასეთ "წონიან" დასახელებებს?
"სტრატეგიული ანალიზის ცენტრი"

ამას რომ წაიკითხავ კაცი, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ ამ "ცენტრს" აუცილებლად ექნება მეცნიერული კვლევის განშტოებები - სხვადასხვა, საერთაშორისო თუ რეგიონული მნიშვნელობის ფილიალები და განყოფილებები...

ვინმემ თუ იცის რაიმე ფასეული "სტრატეგიული ანალიზი", რაც ამ "ცენტრმა" დადო თავისი არსებობის მანძილზე, არ დაგვამადლოთ და ჩვენც გაგვიზიარეთ!

imereli

2018-10-09 10:34:06

თუ იქნა საშიშროება "ნაცების" დაბრუნებისა, არჩევნებზე მოვალ დახმას მათ წინააღმდეგ მივცემ ! ისინი არ უნდა დაბრუნდნენ, თორემ ყველას დედას უტირებენ, ვინც მათი წინააღმდეგია.

arichopra 2

2018-10-09 11:08:12

))) ე.ი. გვქონდეს შენი მედი?!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80