წაგებული თამაში - ოქუაშვილი ვალის გადახდას აპირებს
საზოგადოება

წაგებული თამაში - ოქუაშვილი ვალის გადახდას აპირებს

წაგებული თამაში - ოქუაშვილი ვალის გადახდას აპირებს
მარიამ თოდაძე

2018-10-08 18:00:08

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებისთვის მთავარი განასჯელი თემა ხელისუფლებაში არსებული კორუფცია გახდა, პარალელურად კი პროკურატურამ საქმის ძიება დაიწყო. დაიკითხა მოწმეები იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში დამზადდა და გავრცელდა ჩანაწერები. ასევე დაინიშნა ექსპერეტიზა, რომელსაც ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დაედგინა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით.

„ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“, - ნათქვამია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური აუდიტორულ-ლინგვისტური, სიტუაციურ-ლოგიკური და პროგრამულ-ინსტრუმენტული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება რედაქტირების კვალი.

„ვინაიდან კომპლექსური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ვიდეოჩანაწერები არ არის ავთენტური და მათზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მონტაჟის კვალი, მეთოდიკის თანახმად, მათზე საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში.

მას შემდეგ, რაც ჩანაწერების ნამდვილობას ექსპერტიზა არ ადასტურებს, განსაკუთრებით საინტერესო ხდება, რა მიზნით ვრცელდებოდა მედიაში აღნიშნული ჩანაწერები, ვინ გახლდათ მათი ავტორი და ა.შ. მეორე მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა არ აბათილებს იმ ქვედინებებს, რაც შეიმჩნევა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და არც კორუფციის შესაძლო არსებობა-არარსებობაზე იძლევა მკაფიო პასუხს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, როგორც ცნობილია, დაგეგმილია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის გამოკითხვაც, თუმცა ეს უკანასკნელი საქართველოში არ იმყოფება და როგორც მისი მეუღლე, დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, გარკვეული გარემოებების გამო, შესაძლოა, არც დაბრუნდეს სამშობლოში.

მეორე მხრივ, პირველად, „ომეგა ჯგუფი“ ბიუჯეტთან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვაზე ალაპარაკდა და როგორც ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში ვალს სრულად დაფარავენ. როგორც ჩანს, „ომეგა ჯგუფმა“ თამაში წააგო და ვალის დაფარვით სურს კაპიტულაცია აღიაროს.

სავარაუდოდ, გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპრომატების ომი ამით არ მთავრდება და თინა ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს თემა ჯერჯერობით მოკვლევის პროცესშია და მეტ დეტალზე ვერ საუბრობს. თუმცა ფიქრობს, რომ იმაზე მეტი საინტერესო ფაქტი აღმოჩნდება კორუფციასთან დაკავშირებით, ვიდრე „ომეგა ჯგუფის“ საქმეში გამოიკვეთა.

„ეს საქმე მრავალწლიანია, იმდროინდელი, ჩვენც რომ ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა თინა ხიდაშლმა.

იქნება რეალური კომპრომატების ომი თუ კვლავ საეჭვო ფარული ჩანაწერებით მოჰყვებიან იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია, მოგვიანებთ გამოჩნდება, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს ომი არც ერთ მხარეს არ წარმოაჩენს დადებითად და სულ უფრო მეტად თვალსაჩინოა, რომ ქვეყანას რეალური ცვლილებები სჭირდება.

ნანახი?- 2631

Maverick

2018-10-08 19:54:23

ვაუ, თინათინ ამრსპასალარი გამოჩნდა, I ლედის ტიტულზე ვეღარ იქაჩება, პრეზიდენტის აპარტამენტებში ვერ წამოიპალაკება და კომპრომატი შემოაგდო...

შეიძლება მართალი, მაგრამ შე ქაჯუნია აქამდე ვის უნახავდი, მთავრობაში რომ იყავი რატომ არ ამოიღე ხმა, რითი ჯობიხარ გვარამიას, ოქუაშვილს და ჩხეიძეს?!...

natali

2018-10-08 20:39:34

მაინც ვერ გავიგე რა ხდება, ეს ოქუაშვილი ფულს ათეთრებდა და გამოიჭირეს????

Maverick

2018-10-08 22:30:31

ხდებოდა ის, რომ დავალიანების შეხვილიფება უნდოდა, ნაცებს გაურიგდა და არ გამოუვიდა...

natali

2018-10-09 01:51:04

ეს 4 მილიონი რაღაა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80