„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე“
პოლიტიკა

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე“

 „ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე“
თამთა ქარჩავა

2018-10-09 09:00:04

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას მოწოდებას – „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას პრესკონფერენციით უპასუხა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც რეიტინგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელ გამარჯვებას უკავშირდება. აქვე კობახიძიემ არასამთავრობო სექტორს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ გვარამიას ფაშისტურ განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ–ერთმა მათგანმა, კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ–ამერიკული, ქართულ–ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში.

ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ საქართველოში მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მესამე სექტორს საყვედურობს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებით, არ იყო დაცული, როცა დაარქვეს „რასისტი“ და „ქსენოფობი“. ზურაბიშვილის თქმით, იგი იზიარებს კობახიძის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მას ამ საკითზე უკვე ჰქონდა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც მათ ინფორმაცია მიაწოდა.

„მე უკვე გავაკეთე ჩემი კომენტარები ნიკა გვარამიას პოსტზე. სხვათა შორის, ამის შესახებ ელჩებთან მქონდა ორი შეხვედრა, სადაც გავაცანი ტექსტი, რომელიც არ არის საკადრისი ტელევიზიის გენდირექტორისგან საარჩევნო კამპანიის დროს ასე მიმართოს რომელიმე კანდიდატს.

ასევე გამოვთქვი ჩემი მწუხარება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც მომავალში დამჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს და როგორც ყველას უფლებების დამცველს, ამ შემთხვევაში, მე არ ვიყავი მათ მიერ დაცული, როცა ზღვა ცილისწამება და ლაძღვა წამოვიდა ჩემზე. პირადად სახელით და გვარით დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე, რომელმაც ღირსების ორდენი მომცა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას იზიარებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, მესამე სექტორი წარმომადგენლებისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის გენერალური დირექტორის კრიტიკა ამაზრზენია. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, კალაძე ამბობს, რომ მესამე სექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია, ისინი წინა ხელისუფლებასთან ვალში არიან და ამიტომ ნიკა გვარამიას არ აკრიტიკებენ.

„არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში არიან. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა.

ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აცხადებს კახა კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარეს რიტორიკას უწუნებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებას იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებს, ვინც ფაშიზმს შეეწირა. როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, უმძიმესი ვითარებაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერი ასეთ განცხადებებს აკეთებს.

„მანამდე კობახიძემ რიტორიკულად ჰოლოკოსტი დაგვაბრალა, რაც დიდი შეურაცხყოფაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის. მას არ ესმის, რომ ამით ტკივილს ჩვენ კი არ გვაყენებს, ამ ადამიანების ხსოვნას ამაიმუნებს და აბაიბურებს. სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ასეთი ეპითეტების გამოყენება მიუღებელია.

კრიტიკულ ვითარებაში არიან, რადგან ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც არჩევნებს აგებს. ამიტომ, სახეს და საქციელს კარგავენ და ყველანაირი სტანდარტიდან ამომხტარები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მართვისთვის მზად არ არიან“, – ამბობს გიგა ბოკერია.

როგორც წესი „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ კობახიძეს წარმოდგენა არ აქვს რა არის ფაშისტი. თუ რომან გოცირიძეს ლოგიკას გავყვებით, კობახიძემ რომ ფაშიზმის მნიშვნელობა იცოდეს, ამ სიტყვას არ გამოიყენებდა.

„ასე თავისუფლად ამნაირ სიტყვას პოლიტიკური მოღვაწე თუ პიროვნება არ უნდა ისროდეს. რაც შეეხება გაღიზიანების მიზეზს, დავუშვათ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოღალატე ან მოღალატეების დამფინანსებლები უნდა შევავიწროოთ, ოპოზიციას როგორ შეუძლია შევიწროება, ოპოზიციის მხრიდან შევიწროვების ფორმა არის მორალური – არ ჩამოართვა ხელი მოღალატეს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს მიმართავს, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები. უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო და უფრო მეტად ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ხარჯზე ხდება.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს, რომლებიც ფაშიზმსა და ჰოლოკოსტზე საუბრობენ, წარმოდგენა არ აქვთ იმაზე თუ რაზე საუბრობენ და რა ხიფათს უქმნიან საკუთარ ქვეყანას, რა პრობლემებს იწვევს ეს საზოგადოებაში და რაოდენ იზრდება მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

ხელისუფლება ერთი მხრივ, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 27%–მდეა და მეორე მხრივ, საკუთარი მოსახლეობის თითქმის მესამედს ფაშიზმსა და ჰოლოკოსტში ადანაშაულებს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. თუ ვინმეს კეთილგონიერება შერჩა „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდში, დროზე შეჩერდეს, ან ბოდიში მოიხადოს ამ ყველაფრისთვის და შეაჩეროს ის ესკალაცია, რაც მსგავს ტერმინებსა და შეფასებებს მოყვება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

არასამთავრობოების შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადებები ემსახურება საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას. საიას თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებს. სულხან სალაძის თქმით, ხელისუფლება მესამე სექტორისთვის იმ პრობლემის შექმნას ცდილობს, რა პრობლემის წინაშეც დგას სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში.

„თუ ხელისუფლება თვლის, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები ამ მასშტაბის და ასეთი მნიშვნელობის იყო, ამ ქვეყანაში არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ევალებათ მათ შორის ფაშიზმთან და სხვა საერთაშორისო დანაშაულებების შესწავლა და გამოძიება და ასეთ შემთხვევაში ვექტორს ჩვენსკენ ნუ მომართავენ, მიმართონ იმ უწყებებისკენ ვისაც ხელეწიფება გამოძიება. მე მგონია, რომ ეს შეფასება ბატონი კობახიძის მხრიდან უფრო ემსახურება იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომელებიც მრავალი წელია ვაკვირდებით არჩევნებს“, – აცხადებს სულხან სალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარეს ლოგიკას უწუნებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ფაშიზმი არის უბრალოდ ტერმინოლოგია და ამაში არც ერთი მხარე არ დებს იმ შინაარსს რასაც ფაშიზმი ჰქვია, ისევე როგორც გვარამიას განცხადება რეპრესიებზე. მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ საარჩევნო კამპანიამ მიიღომ ისეთი სახე როცა ყველაფერი მოსულა.

„გვარამია კერძო პირი არ არის, ის არის „რუსთავი 2“– ის გენერალური დირექტორი. აღარაფერს ვლაპარაკობ პარლამენტის თავმჯდომარეზე. სამწუხაროა, როდესაც ასეთი რანგის ადამიანები ასეთი ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ. სიმართლე გითხრათ, გვარამიას განცხადება კერძო პირად ვერ მივიღე. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ოპოზიციაში არიან, არა - ფაქტიურად ეს იყო მუქარა თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, როგორ მოიქცევიან.

თუ ფაშიზმს ადარებ პარტიას, მაშინ მართალია უსუფაშვილი, უნდა აკრძალო ეს პარტია და მიიღო ქმედითი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ გულის მოფხანის ადგილი არ არის პრესა, მით უმეტეს როდესაც საარჩევნო კამპანიაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ სვირცეში გვიწევს საარჩევნო კამპანიის წარმართვა. ყველა მხრიდან მოდის სიძულვილი, რადიკალური დაპირისპირება, იგნორირება სხვა შეხედულების და მიმართულების. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სწორი აქცენტები გააკეთა. მისი თქმით, ის, რომ დაპირისპირება პიკს აღწევს, საზოგადოების ნერვების ხარჯზე, იმედგაცრუების და დეპრესიაში ჩავარდნის ფონზე, ეს ცხადია. ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ ვითარებაში დავით უსუფაშვილის არჩევა იქნებოდა ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარანტი.

„თუ ვინმეს აქვს გაერთიანების რესურსი, ეს არის უსუფაშვილი. კახი კალაძის განცხადებას ვკითხულობდი, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ მაინც გააერთიანებს საზოგადოებასო – რისი გამაერთიანებლები არიან ესენი? შიგნით ჭამენ ერთმანეთს, შიგნით ვერ გაერთიანებულან, ერთმანეთის დანახვაზე შიში ზარავთ ვინ, ვის უდებს ფეხს კაცმა არ იცის და ამათ შეუძლიათ საზოგადოების გაერთიანება?

არჩევნებში მონაწილეთაგან ერთადერთი ვისაც აქვს გაერთიანების რესურსი, ნამდვილად არის დავით უსუფაშვილი. პირველად ვამბობ თქვენთან, რომ მომავალი წელი და განსაკუთრებით 2020 წელი ამის მნიშვნელობას დაადასტურებს. ხელისუფლებამ თავად თქვა უარი პროცესების მშვიდობიან განვითარებაზე, როდესაც დავით უსუფაშვილის კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი. ეს სიტყვები გაიხსენეთ 2019 და 2020 წლებში“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხაზსს უსვამს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვა – ფაშიზმი არ გამოუყენებია, აღწერა სიტუაცია და მეტ ნაკლებად გაამტყუნა ერთ–ერთი მხარე ისე, რომ იარლიყი არ იხმარა. მისი თქმით, კობახიძის მხრიდან იარლიყად იქნა ფრაზა – „ფაშისტები“ ნახმარი, თუმცა სიტყვა–სიტყვით მნიშვნელობა არ უნდა ჩაიდოს, რაც ამ შემთხვევაში ჩადო უსუფაშვილმა, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული, რომ გაამტყუნოს ხელისუფლება.

„კობახიძის მხრიდან მაინც შეცდომაა დაშვებული, არ უნდა თქვა ისეთი რამე, რაზედაც მერე მოგედავებიან. ფაშიზიმის წოდება მაინც ემოციური ნათქვამია და ემოციები ცუდი მრჩეველია. რა თქმა უნდა, იგივე შეიძლებოდა ეთქვა, შეიძლებოდა ხაზი გაესვა იმაზე, რომ ძალადობა არის და ამ ძალადობას არ ამჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიო, ეს არის გაუგებრობა და პრობლემაო, სხვათა შორის - მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ ფაშისტების დაძახება, უკვე კობახიძეს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას შეიძლება წამოაძახონ ამ სიტყვის მოხმარება. ტერმინი აშკარად გადაჭარბებულად არის ნათქვამი. მეტაფორაა, გასაგებია რა ითქვა, ძალადობაზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ სიტყვასაც შერჩევა უნდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

ნანახი?- 2133

arichopra 2

2018-10-09 11:06:11

ბატონი კობახიძე ყალიბდება დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად! ამას მხოლოდ მივესალმები! რაც ბიძინა დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე იმის შემდეგ ბატონმა ირაკლიმ თანდათან აკრიფა სიჩქარე, ძალა და გაბედულება მოიცა! კარგია! ნამდვილად კარგია! თან ისეთი მაგარი მამის შვილია, რომ მის მომავალი წარმატებები მხოლოდ უნდა გაგვიხარდეს! უნდა ვაღიარო, ადრე არ ვიყავი მასზე ასეთი კარგი წარმოდგენის მქონე!

cugo

2018-10-09 11:37:59

არასამთავრობოები ოფიციალურად მიმართავენ აუდიტის სამსახურს და მედიკოსების მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების შესწავლას მოითხოვენ.სალომე ზურაბიშვილს რომ შემოწირულობები გაუკეთეს მედიკოსებმა იმაზე უფრო მსხვილი შემოწირულობები გაუკეთეს ნაცმოძრაობას ძმებმა კირკიტაძეებმა,რატომ ამის შესწავლას არ მოითხოვონ.იმიტომ რომ, სწორს ამბობს ბატონი კახი კალაძე,ესენი ნაცმოძრაობის ხელდასმულები არიან და ნაცმოძრაობის დაკვეთას ასრულებენ.ადამიანის უფლებები და სამართლიანობა მათ არ აინტერესებთ.ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობის წინ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხმა არ ამოუღიათ.ეს ფაქტი დსესაც გამოუძიებელია მაგრამ ხმას არ იღებენ.

arichopra 2

2018-10-09 12:42:26

ციტატა - გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებას იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებს, ვინც ფაშიზმს შეეწირა.
გიგა ბოკერიას ყველა განცხადება და არა მარტოგანცხადება, არამედ უშვალო ფიზიკური ქმედება, ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს მართლმადიდებლურ მრწამსთან მიმართებაში არის იმ ქართველების და არა მარტო (აბო თბილელი) ხსოვნის უდიდესი შეურაცხყოფა ვინც საქრთველოს სახელმწიფოსა და ქრისტიანობის დაცვას შეეწირა!

arichopra 2

2018-10-09 12:50:09

მაინც ვერ გავიგე ამ ჭკუით მწირ და ბუნებით ღარიბს რატომ აქვს ჭკვიანის სახელი დაგდებული?!

cugo

2018-10-09 12:59:13

გიგა ბოკერიას
------------
პატიმრებს რომ სასტიკი მეთოდებით აწამებდით,წამებით გონებაწართმეულ პატიმრებს მორგში მიცვალებულზე რომ ასკოჩავდით,ეს ფაშიზმი არ იყო?.შენმა თანაგუნდელმა თენგიზ გუნავამ ზუგდიდის ტყეში ადამიანების საწამებელი სახლი რომ ააშენა,იქ თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგები რომ მიგყავდათ,მაგიდაზე ასკოჩავდით და კასტილიან კაცს ავალებდით მათ გაუპატიურებას და თქვენ ამის ყურებით ტკბებოდით,ეს ფაშიზმი არ იყო?.დამსახურებული ადამიანები რომ წამებით მოკალით,ბეტონის ნატეხი გამოაბით და ზღვაში ჩაძირეთ,ოჯახებს მათი საფლავი არა აქვს, ეს არ არის ფაშიზმი?.26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეები რომ დააარბიეთ,სასტიკად ნაცემი,დასისხლიანებული ადამიანები ხელბორკიდადებული მუხლებამდე წყალში ასფალტზე რომ დააწვინეთ და სასტიკად ცემდით,ეს ფაშიზმი არ იყო?.შსს მინისტრი ორ გვამს რომ ითხოვდა ეს ფაშიზმი არ იყო?.სულხან მოლაშვილი რომ ამბობდა გიგა ბოკერია იღებდა მონაწილეობას ჩემს წამებაშიო,ამას რომ სულხანი ამბობს ამის ვიდეომასალაც არსებობს,სულხანისთანა განათლებული,პერსპექტიული,თხემიდან ტერფამდე ნაღდი ქართველი კაცი წამებით რომ მოკალით,ფაშისტობა არ არის?.კიდევ ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება.ეს ყველაფერი ხდებოდა დავით ბაქრაძე რომ იყო პარლამენტის თავმჯდომარე.და ახლა ამ ადამიანს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია.ვერ ეღირსებით მაგას.

natali

2018-10-09 14:05:17

შავკანიანზე რომ თქვა ზანგიაო, ეგრევე რასიზმში დაგადანაშაულებენ და ეს იმ ხალხის შეურაცხყოფაა რასიზმმა რომ შეიწირა?
უკვე ბოდვაში არიან გადასულები. იმიტომ რომ აშკარად გამოჩნდა ვინ არიან ეს არასამთავრობოები. ვიღაც მაიმუნები დგანან და ჭკუას გვასწავლიან. აგერ ტელევიზიის დირექტორი ხალხს რომ ემუქრება, ის დაარიგონ.

natali

2018-10-09 14:08:21

cugo
არაო, არ იყო ეგ ფაშიზმიო. აი მოვალთ და გაჩვენებთ რა არის ფაშიზმიო.

slava

2018-10-09 17:20:03

ეს სიტყვა არ უნდა გამოეყენებია ,... მის ასეთ გამოსვლას და ამ სიტყვით შედარებას ,... გამართლება არ აქვს და არც ექნება!

თენგო

2018-10-09 17:57:49

ესენი ფაშისტებზე უარესად იქცეოდნენ , ფაშისტურ კონცბანაკებში კაცების გაუპატიურების არცერთი
ფაქტი არ არის დაფიქსირებული! ესენი (ნაცები) აღმოსავლური დესპოტიების მემკვიდრეები არიან-თურქების-
სპარსელების და ა.შ. ამათ არ მიეცათ მეტის საშუალება - ეტყობა ღვთის წყალობა იყო , გადარჩენილები
ვართ ჯერ-ჯერობით და თუ კიდევ მოვიდენ მერე ნახეთ!!!

natali

2018-10-09 17:58:25

ვარკეთილში სტადიონზე ჩხუბი რომ მოხდა ფერდკანიანებთან, მაშინ რასიზმის გამოვლინება იყო? "რასიზმის"-ამ ფრაზის გამოყენება შეიძლებოდა?

natali

2018-10-09 18:11:18

იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპაკრეფილმა პარტიამ კანაფის თემით გადაწყვიტა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება, - ასე ეხმაურება "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. "ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ. მათ შორის, იმათთანაც, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვს "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად. რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის. ეგეთი ხალხია - ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან პედოფილის დაძახება აიტანონ, მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და “იბაზრონ” კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე,"- წერს ჯაფარიძე.
--------------

ეჭვიც არ მეპარება.

natali

2018-10-09 18:22:47

ახლა მე რაომ ვთქვა,რომ ივანიშვილი ნაცების მხრიდან პირდაპირ ბულინგის მსხვერპლია, ეს ბულინგის მსხვერპლთა დაკნინება იქნება? :))არადა ასეა დაა....

arichopra 2

2018-10-09 18:38:27

აბა ირაკლი გენაცვალე, ჩაუცი ხელში გაქვს ლურსმნები კოლოფშია შენგან მარჯვნივ. და ჩააჭედე მაგ ფაშისტების კუბოში ბოლო ლურსმანი!

arichopra 2

2018-10-09 18:46:35

ჩაქუჩი

arichopra 2

2018-10-09 21:29:54

მოლოდეც ჯაფარიძე, მოლოდეც ნატალი!!! ))) კიდევ ერთი კაცისთვის მინდოდა მადლობა გადამეხადა, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ!)))

natali

2018-10-09 21:33:23

ძალიან მინდა ჯაფარიძე გავიდეს მეორე ადგილზე.

serapina

2018-10-09 22:22:15

შალვა რამიშვილის postv-ი გამომიგზავნეს... რამდენიმე წუთიანია.
ერთი კადრი ასეთია: წინა რიადში ზის ვაშაძე იუნიორი,ხოლო მის უკან ზის აკაკი ასათიანი!

serapina

2018-10-09 22:30:54

გიორგი ვაშაძეზეა საუბარი...
იდეურად,მაინც ოჯახის წევრები არიან ის და გრიგოლვაშა...

tngh

2018-10-10 10:51:27

პირდაპირ "მაკანკალებს" გვარამიას სახელის გაგონებაზე... მოხარული ვარ, რომ ქ-ნი სალომეს რიტინგი მატულობს...

slava

2018-10-10 11:12:59

ოცნებას (ბიძინას), გათვლა აქვს არა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე რამედ დავით ბაქრაძის პრეზიდენტად დასმაზე, ეს დაკვირვებით კარგად მოჩანს . სალომე რომ ვერ გავიდოდა პრეზიდენტად ეს თავიდანვე იცოდენ ,...ამიტომ მათი არჩევანი დავით ბაქრაძეა!

arichopra 2

2018-10-10 11:27:09

)))

arichopra 2

2018-10-10 11:36:01

Мэр Нью-Йорка Билл де Блазио 9 октября подписал положение, которое разрешает указывать в свидетельствах о рождении третий пол. Об этом сообщает Reuters.

arichopra 2

2018-10-10 11:36:13

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

natali

2018-10-10 12:36:17

slava
ხოდა აუსრულდებათ ნაცებს სურვილი, ჩაუვარდება ბიძოს კოვზი ნაცარში, სალომე გახდება პრეზიდენტი და მისი ბაქრაძე მეორეზეც ვერ გავა.:)))

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80