„დასავლეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“
პოლიტიკა

„დასავლეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“

„დასავლეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“
მანანა ნოზაძე

2018-10-10 14:50:03

სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას მსახიობებისა და რეჟისორების კოჰორტა უცხადებს. ისინი მასში საქართველოსთვის დამაშვრალ, საქართველოს ტკივილით დაღდასმულ ადამიანს ხედავენ და, რადგან სამი ვაჟკაცი არ ჩანს, ქაჯეთის ციხის აღებასაც მას, როგორც მანდილოსანს ანდობენ...

მსახიობების აზრით, ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ. შესაბამისად, პრეზიდენტობის ქალმა კანდიდატმაც ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ.

მაშინ, როდესაც ხელოვანი ადამიანები პლუსად უთვლიან სალომე ზურაბიშვილს, რომ ის ემიგრაციაშია დაბადებული, სხვა ადამიანები ამაში მინუსს ხედავენ, რადგან პარიზში დაბადებულ ადამიანს მთელი ახალგაზრდობა უცხოეთში აქვს გატარებული და საქართველოს შესახებ მხოლოდ მონათხრობით გაუგია.

პლუსად ითვლება თუ მინუსად, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი პარიზში, ემიგრანტების ოჯახშია დაბადებული?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ენით საუბრობს და ურთიერთობაში იმ თამაშის წესებით შემოდის, რაც დასავლეთისთვის ჩვეულებრივია. ის, რომ „ოცნების“ ფავორიტი აღმოჩნდა სწორედ საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი და არა საქართველოში დაბადებული საპრეზიდენტო კანდიდატი, სულაც არ აკნინებს მის ღირსებას. პირიქით, ეს არის ხელოვნური თემა, რადგან, ზარდიაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილი სისხლით ხორცამდე ქართველია.

„ახლა მას დასწამეს, თითქოს ის ანტითურქული განწყობის მქონე, პროარმენული და არმენოფილია. ლამისაა დაგვაჯერონ, თითქოს ზურაბიშვილი კი არ არის, არამედ ზურაბიანცია. დასავლეთში არავის გაუჩნდება კითხვა იმის გამო, რომ ის საქართველოში დაბადებული არ არის. რა თქმა უნდა, ის საქართველოს მოქალაქეა, წარმომავლობით ქართველია, მისი ინიციატივით მიღებული კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ამას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ანუ მოქალაქეობა აღიდგინოს. ეს ბუნებრივი უფლებაა ყველა ქართველისთვის. ვერავინ ვერ დააბრალებს მას, რომ ან ნაკლებად უყვარდა ქვეყანა, ან ნაკლებად ტკიოდა, ან ნაკლებად იბრძოდა ამ ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ის დაიბადა პარიზში. დასავლეთისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ღირსებას აკნინებს, როცა 40 თუ 50 წლის ასაკიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ხდება პრეზიდენტი. For.ge-სთან საუბარში სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ ასეთი რამ ბალტიისპირეთში და სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ბალტიისპირეთი სულ სხვაა და ბალტიისპირეთს ნუ შევედრებით.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომ მის წინააღმდეგ საბჭოთა სტილის კამპანია მიმდინარეობს, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს აბსურდია და პირადად მასაც აქვს შეკითხვები ამ ქალბატონის მიმართ.

კერძოდ, ვინ დაუფინანსა წიგნი აგვისტოს ომის შესახებ საფრანგეთში, რადგან, როგორც წესი, საქართველოში ავტორი თავად აფინანსებს თავის წიგნებს. ევროპაში, ამერიკაში კი არც ერთი ავტორი თავის წიგნს თვითონ არ აფინანსებს, არამედ რომელიღაც პიროვნება, ორგანიზაცია ან ფონდი უფინანსებს. საინტერესოა, ვინ იყო დაინტერესებული აგვისტოს ომით ევროპაში, კონკრეტულად, საფრანგეთში, რომ მას დაუფინანსეს წიგნი, რომელსაც არანაირი მეცნიერული ფასეულობა არ აქვს და არც პირველწყარო არ არის. უბრალოდ, ეს წიგნი არის ხელისუფლებაზე გაბოროტებული, თანამდებობიდან გაგდებული ერთი ადამიანის ღვარძლი, მეტი არაფერი.

„ათი წელი გავიდა და დღესაც იძახის მთელი მსოფლიო, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. ამ დროს კი ზურაბიშვილის წიგნის პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე წერია, თითქოს საქართველო დაესხა თავს მძინარე ცხინვალს. ამაზე დუმს ზურაბიშვილი, თუ ვინ დაუფინანსა მას ეს წიგნი. გარდა ამისა, მაინტერესებს, იყო თუ არა კგბ-ს მხრიდან მისი დავერბოვკების მცდელობა?! კგბ როგორ მუშაობდა ქართულ ემიგრაციაზე, ეს კარგად ვიცი, რადგან ჩემთან, ისტორიის ინსტიტუტში, მუშაობდა ქართველი ემიგრანტი დავრიშაშვილი, რომელიც მიყვებოდა, რა დღეში აგდებდა ემიგრანტებს კგბ. მათ შორის, კარგი სიტყვით, დახმარებით, ნათესაობით, ზურაბიშვილი კი თავისი ოჯახიდან, შთამომავლობიდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა კგბ-სთვის. მით უმეტეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა და ქართველი ემიგრანტი იყო.

რაც შეეხება რუსეთის ჯარის გაყვანის ზურაბიშვილისეულ ვერსიას, ვის სჯერა ეს ზღაპრები? ეს იყო კლინტონის მიერ გაკეთებული საქმე, უბრალოდ, ზურაბიშვილი მოსკოვში ჩავიდა და ლავროვთან შეთანხმება დადო, რა გზით, როგორ უნდა გასულიყვნენ ჯარები. ზურაბიშვილი რომ არ ყოფილიყო და პლეხანოველი კიკა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯარი მაინც გავიდოდა, რადგან ელცინისა და კლინტონის ხელმოწერა იყო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და აინტერესებს, რატომ არავინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, საკუთარ ძმას რატომ არ ელაპარაკება? ადამიანმა, რომელსაც ოჯახში არ აქვს სიტუაცია აწყობილი, ხალხი როგორ უნდა შეარიგოს?!

პოლიტოლოგი მას საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც უხსენებს, როცა პირველსავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, ყველამ იცოდეთ, მე ძალიან ცუდი ხასიათი მაქვსო. შედეგად, ყველანი გაყარა, „საწყალმა საშა ჩიკვაიძემ ძლივს დაალაგა მის მიერ აწეწილი საქმეები“.

„ჯერ ერთი, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ხელფასს რატომ უხდიდა უცხო ქვეყანა? რომელი ტალეირანი, ბისმარკი ეგ იყო? მარტო მაგიტომ არის სააკაშვილი გასასამართლებელი. მისი მინისტრობისას საფრანგეთი ნატო-ში ჩვენი მიღების მომხრე არ იყო, კატეგორიულად გვეწინააღმდეგებოდა. ემიგრანტების ნაწილი იყო პატიოსანი, მეომარი ხალხი, ხოლო ემიგრანტების ნაწილს შეადგენდა ათასი ჯურის ხალხი. ექვთიმე თაყაიშვილიც ემიგრანტი იყო და ეგეც ემიგრანტია?!“

ნანახი?- 2281

natali

2018-10-10 15:33:43

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ღირსებას აკნინებს, როცა 40 თუ 50 წლის ასაკიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ხდება პრეზიდენტი.
------------

ოღონდაც სალომეს წინააღმდეგ რამე თქვან და უკვე რაღაცეებს ბოდავენ:))))

არა რააა....სასწრაფოდ ლუსტრაციის კანონია მისაღები.

სალომე, დაგვპირდი რომ ამ მოთხოვნას დააყენებ. თუ რა თქმა უნდა პრეზიდენტს აქვს ამის უფლება.

კ ა ხ ე ლ ი

2018-10-10 16:09:07

სოსო ცინცაძემ - რუსის ჯარს პლეხანოველი კიკაც გაიყვანდაო, სალომეს არც არაფერი გაუკეთებიაო. კიკაფილია და სალომეფობიაა ეს, აბა, რა ჯანდაბაა?! საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარო და ამტკიცებს, თურმე სააკასვილმა კონფლიქტის ზონაში რომ ჯარი გამოიყენა და საარტილერიო ცეცხლი გახსნა, მნიშველობა არა ჰქონია ამას აგვისტოს ომის გაჩაღებაში. გვიხსნის, რატომ არის სალომე კგბ-ს აგენტი. და საერთოდ, სოსო ცინცაძეს ლუსტრაციაა თავად მისი ეს ბოდვა.

arichopra 2

2018-10-10 16:37:45

ბოატონო სოსო ფინთი პაპიტროსი ხომ არ მოგიწევია< რა არის რომ გაუტიე და გახვედი დაუკრეფავში?! ვითომ ვიღაცა დავრიშიშვილი რომ არ მოგიყვეს ისე არ იცი რა მეთოდები აქვს მშობლიურ კგბ-ს?!

მეგრელი

2018-10-10 16:39:11

სოსო ცინცაძეს
-----------
ერთხელ მაინც წაიკითხეთ ტალიავინის დასკვნაში რა წერია. ოფიციალური დოკუმენტი. ვინ დაიწყო იქ წერია. მარაზმია ეს ყველაფერი. სსრკ დროინდელი.

arichopra 2

2018-10-10 16:46:47

ნაგაზიძე – შეხედეთ როგორ ტანჯულა ღიმილი აწერიათ ამ ლიდერებს სახეებზე, როცა ზურაბიშვილს დაჰყვებიან შეხვედრაზე. ნებისმიერი სხეულის ენის სპეციალისტი დასვით და ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ – რა იკითხება ამ ტანჯულა ღიმილის უკან".
რა, სხეულის ენაც იცი გრძნეულო?!
აუუუ... ?!!!

tinia

2018-10-10 16:53:38

საქმე ისე მიდის,მალე ტვალის ფერზე დაკაბის სიგრძეზე მოედავებიან ეს მოექსპერტო ელემენტები სალომეს.უძლიერესია ვაჟა რაააა--ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანიოო ბრძანა.ეს ლაგაზიძე კი ალბათ სადაცაა კაბიდან ამოხტება.თანაც კომენტარიც არ მინდაო.რატო ქ.ხათუნა?ჩვენი აზრი არ გაინტერესებთ,თქვენს გენიალურ მიგნებებზე? ცინცაძე საერთოდ სხვა თემაა,როგორი არ უნდა იყოს ექსპერტი,პოლიტოლოგი და და საერთოდ შუბლის ძარღვის მქონე ადამიანი,ამისი ნიმუში სახეზეა.

ფხიზელი

2018-10-10 17:06:37

56 წლის ასაკამდე რომ კაცი ხრუშჩოვის, ბრეჟნევის და სკკპ ყრილობათა ბრძნული გადაწყვეტილებების ქებით იტყავებდა ენას, იმისი ვერანაირი ბოდვა ვერ დააკნინებს სალომე ზურაბიშვილს!

natali

2018-10-10 18:12:44

ცოდოა რააა....83 წლისაა. ვერ ხედავთ რუსეთმა ყველა ძალა რომ გააერთიანა? მიძინებული კაგებეშნიკაბიც გამოაფხიზლა და ბრძნებებს აძლევთ. რა ქნან? უნდა ილაპარაკონ. მაგიტომაც ვამბობ, აუცილებელია ლუსტრაცია, რომ მერე ვეღარ გამოიყენონ, ეგენიც დაისვენებენ და ჩვენც. მე პირადად ყველას გაგებით მოვეკიდები და ვაპატიებ. ყველა ცოტნე ვერ იქნება.ისეთი დრო იყო, რომ ალბათ სხვაგვარად არ გამოდიოდა.
აგერ კაკო ასათიანი ვაშაძეს უჭერს მხარს და წინა რიგებში უზის.

ნეტავ ქოცებმა ციხიდან რომ გამოუშვეს მიშას დაჭერილი ბიზნესმენები, ისინიც ვაშაძესთან ხომ არ არიან? ოქუაშვილის მერე ეგეც არ გამოკვირდება. ნელ-ნელა ყველას ეხსნება ნიღაბი. არ არს დაფარული რომ არ გაცხადდეს!

petrekupry

2018-10-10 19:28:46

ცინცაძემ, სალომეს სიძულვილით ემიგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს მიარწყია ... საძაგელი კაცია ...ანუ სალომეს მამა, დედა ათასი რჯულის წარმომადგენელი იყო? ეჰ, სოსო სოსო, მართალი უთქვამთ, ბერდება და ყ----აო

ფხიზელი

2018-10-10 22:54:18

ბაკურ სვანიძე:

"რა მ ა ი ნ ტ ე რ ე ს ე ბ ს იცით?
"ო მ ი" ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შ ე ჭ რ ა ს - ეს არაერთხელ მითქვამს და ომი საქართველოს არ დაუწყია, რადგან არ შეჭრილა რუსეთში.

მაგრამ მაინტერესებს, უბრალოდ ვინმემ ა მ ი ხ ს ე ნ ი თ აბა, ოღონდ "პ უ ტ ი ნ ი ს მონა" და "სამშობლოს მ ო ღ ა ლ ა ტ ე"და მსგავსი ზოგადი ***ე თ ა ვ ო ბ ე ბ ი ს გარეშე -

2008 წლის 6 აგვისტოს, ც ხ ი ნ ვ ა ლ ი დ ა ნ გამოვიდა ს ა მ ხ ე დ რ ო შენაერთები და აიღო გორი? ან დაიძრნენ თ ბ ი ლ ი ს ი ს კ ე ნ? და მხოლოდ ამის შემდეგ დ ა ც ხ ო ქართულმა მხარემ, ანუ ს ა ა კ ა შ ვ ი ლ მ ა ამის მერე გასცა ბ რ ძ ა ნ ე ბ ა რომ ცხინვალში ს ა პ ა ს უ ხ ო დ შესულიყვნენ
ქართული სამხედრო ძალები???? ასე იყო????

ჰა? თუ ჯერ ქართული ჯარი შევიდა ცხინვალში და შემდეგ ამის ს ა პ ა ს უ ხ ო დ შემოვიდნენ როკის გვირაბიდან რუსები? ანუ სამხედრო მოქმედებები ვინ განაახლა პ ი რ ვ ე ლ მ ა? როგორ იყო ეს? მიდით რა უბრალოდ, თანმიმდევრობა
დაალაგეთ... დ ე მ ა გ ო გ ი ტუტუცების საყურადღებოდ -მე არ ვამბობ, რომ რუსეთს ამის უ ფ ლ ე ბ ა ჰქონდა და რუსეთის მოქმედება იყო ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ი!

უბრალოდ თანმიმდევრობას გეკითხებით! კი, იყო ხშირი შემთხვევები ი ქ ი თ ა მხრიდან სროლისა, მცირე კალიბრიანი არტილერიით ხანმოკლე დაბომბვებისა...
მაგრამ ცხინვალში შევიდა ჯერ ქართული ჯარი და შემდეგ გ ვ ი პ ა ს უ ხ ე ს რუსებმა თუ ცხინვალიდან შემოვიდა აქეთ გორი-თბილისში ჯარი და მერე დავცხეთ ჩვენ რაკეტები ცხინვალს? თანმიმდევრობა მითხარით, უბრალოდ, რაღაც ა ღ ა რ მ ა ხ ს ო ვ ს კარგად და... ჰა, შ ე მ ა ხ ს ე ნ ე თ რა...
ჰო! უბრალოდ სიტყვა "დ ა ი წ ყ ო" არ წამოგცდეთ, თორემ მერე ვსიოოოოო - ეგ სამშობლოს ღალატია!

ვაი თქვე მართლა ** *თ ა ვ ე ბ ო თქვენ! სამშობლოს ღალატი ის არის, რაც მაშინდელმა მთავრობამ ჩაიდინა! და მეორე ღალატი ის არის კიდე, აქეთ რომ
ყავხართ წ ნ ე ხ შ ი და მაგ მ ო ღ ა ლ ა ტ ე გამყიდველების შ ი შ ი თ სიტყვის თქმისას კ ა ნ კ ა ლ ე ბ თ!!!!

მიდით, აბა, მიდით, გამახსენეთ, ჯერ ქართული ჯარი შევიდა ცხინვალში თუ ჯერ რუსული ჯარი გამოვიდა როკის გვირაბიდან? ჯერ ცხინვალი დაიბომბა თუ გორი? მიდით რა უბრალოდ თანმიმდევრობა შემახსენეთ! ოღონდ სიტყვა "დ ა ი წ ყ ო" არ წამოგცდეთ, ე მ ა ნ დ!"
http://intermedia.ge

natali

2018-10-10 23:06:02

მე ისიც მახსოვს, მიშა ტრიბუნით რომ გარბოდა ცხინვალში და ის ხალხი, ვინც ახლა სალომეს აკრიტიკებს, რომ იძახდა, სად გარბის, რას აკეთებს, ეს როგორ შეიძლება, ან საერთოდ იმის მაგივრად რომ როკის გვირაბთან დადგეს, ცხინვალში რატომ შეჰყავს ჯარიო.

ან რატომ ნაცებს არავინ უბრუნებს კითხვას, რუსეთტან ომი როდის დაიწყო? აფხაზეთიდან რომ გამოგვყარეს, ის ომი არ იყო რუსეთთან? ჰკითხეთ, რუსეთმა ომი 2008 წელს დაიწყო? ეს არაარუსეთის გამართლება?

დიახ, ის, ვინც ამბობს, რომ 2008-ში რუსეთმა დაიწყო ომი, მანამდე ჩადენილ დანაშაულებებზე რუსეთს ამართლებს.

ნაცებს მათი ლოგიკით უნდა ელაპარაკო, ვერ გაიგეთ?

აბა ჰეეე, ნაცებო, მიპასუხეთ-რუსეთმა ომი 2008 წელს დაგვიწყო?

ფხიზელი

2018-10-10 23:29:08


natali:
"...ან საერთოდ იმის მაგივრად რომ როკის გვირაბთან დადგეს, ცხინვალში რატომ შეჰყავს ჯარიო."
-------------
ნატალი, აგვისტოს ომის მე-10 წლისადმი მიძღვნილ რუსულ გადაცემაში (ახლა ვინმემ არ მკითხოს, რატომ უყურებდიო? - იმიტომ, რომ თუ გინდა სიმართლე გაიგო, ორივე მხარეს უნდა მოუსმინო და შეაჯერო ნათქვამი!) ამ ომის ერთ-ერთი მონაწილე, ჩინი არ მახსოვს, მგონი პოლკოვნიკი, სწორედ ამას ამბობს:
- მე, რა თქმა უნდა მიხარია, რომ ასე მოხდა... მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - ვინც ეს ცხინვალზე შეტევა დაგეგმა, იყო ი დ ი ო ტ ი !.. იმის მაგივრად, რომ გამოეყენებინათ ადგილობრივი ანკლავი და ჩაეკეტათ როკის გვირაბი (რა უნდოდა იქ ერთი გრუზავიკის აფეთქებას და გზის ჩახერგვას!), გვირაბი ღია დაგვიტოვეს და თვითონ ცხინვალის დაბომბვას შეუდგნენ!..


natali

2018-10-11 01:34:05

გვარამიას მუქარას რომ ფაშიზმის გამოვლინებად შეაფასებ და ეს ფაშიზმის დაკნინებაა, მაშინ იმას რომ ამბობ, რომ რუსეთმა ომი 2008 წელს დაიწყო, ეს იმ მსხვერპლის, რაც რუსეთთან ომში საქართველომ გაიღო, მათი დაკნინება არაა? აფხაზეთის ომში დაღუპულთა დაკნინება არაა?

natali

2018-10-11 01:35:28

პაპა!!! მგონი გიცანი:)))ვიცი ვინც ხარ:))))

ვახ, რა მაგარი ვარ რააა....:)))))))))

ფარაონი

2018-10-11 03:00:25

მართლა არა აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე, მთავარია როგორ და ვინ გაიზარდე თვარა, აგერ სეროჟა გარაჟში დაბადებულა მარა ავტობუსია?
თვალი დაუდგა ევროპას, ამბობენ ფაიტონი ეშმაკის მოგონილიაო, სინამდვილეში ევროპაში მოუგონიათ.....უხ ეგ ეშმაკები ეგენი/......

ფხიზელი

2018-10-11 04:05:37

natali,
შენ თუ კახეთში სახლის მშენებლობაზე მომუშავე პაპას ხედავ ახლა და, თან, იცანი კიდევაც, მართლა მაგარი ყოფილხარ! :)))

lale

2018-10-11 12:03:15

ფხიზელი, გაიხარე!

natali

2018-10-11 12:23:49

სიჩუმეზე ვიცან:))

გამიხარდა რომ ეგაა, ძალიან დიიიიდ პატივს ვცემ მაგ პიროვნებას!

slava

2018-10-11 18:06:06

" ემიგრანტების ნაწილი იყო პატიოსანი, მეომარი ხალხი, ხოლო ემიგრანტების ნაწილს შეადგენდა ათასი ჯურის ხალხი." ვეთანხმები!
ხალხო!!!
--მოვიდა ეროვნული ხელისუფლება 1990 წელს.
რუსეთმა გამოიყენა წითელი პრორუსული ინტელიგენცია,კრიმინალები და დაამხო ეროვნული ხელისუფლება---შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი,სამაჩაბლოს და აბხაზეთის დაკარგვა(კოდორს რომ მისტირით რუსის ტანკები ცაიშში იდგა) 90-იანი წლების განუკითხაობა,ყაჩაღობა,ბანდიტიზმი,სახელმწიფო ქონების დატაცება.
---მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი. ქვეყანაში აღდგა სახელმწიფო ინსტიტუტები,მოისპო ყაჩაღობა და კორუფცია,გატარდა რეფორმები---ქვეყანა როგორც სახელმწიფო შედგა.
--აქაც ისევ რუსეთმა,ისევ იმ ინტელიგენციამ და მათმა პრივილეგია დაკარგულმა შვილებმა,კრიმინალებმა,რუსი ოლიგარქის ფულით ამარცხებთ ხელისუფლებას.
---რაც მივიღეთ შედეგად თავად ხედავთ.
...ამიტომ კანდიდატზე (ოლიგარქის არჩეულზე) სანამ ხმას მიცემთ დაფიქრდით!

natali

2018-10-11 18:46:39

ბატონო სლავა

აბხაზიას ეძახიან რუსები.

ქართულად აფხაზეთი ჰქვია. ფ და არა ბ!!!


serapina

2018-10-11 21:01:57

slava

"-მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი..." და სასწრაფოდ ჩამოვიდა საქართველოში ივანოვი!

შემდგარ სახელმწიფოში, დაწინაურებაზე და პ/რემიებზე დახარბებული ტიპები ქუჩაში არ ახდენენ ხალხის ლიკვიდაციას!

სახელმწიფო კი არ შედგა...შედგა პირამიდა, რომლის სათავეშიც სააკაშვილი იყო,ხოლო ყველა დანარჩენი თავის სკამს(შესაბამისად სააკაშვილის სკამსაც) ამყარებდა...

ვინც სააკაშვილის დროს ფული იშოვა,იმას ეჩვენებოდა სახელმწიფო აწყობილი თორემ სააკაშვილმა ბოროტების სისტემა ააწყო...ისე, როგორც ჰიტლერმა თავის დროზე(სხვა მასშტაბებით)...

სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰიტლერი რომ იყენებდა და აშენებდა,ისეთი უნდა... მაგრამ თუ, ერთ მუჭა ხალხს არგებს,ხოლო უმეტესობას აზარალებს და ანადგურებს,ამას შემდგარი დიქტატურა ჰქვია და არა,შემდგარი სახელმწიფო!

ფხიზელი

2018-10-11 21:06:51

slava:

"...მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი. ქვეყანაში აღდგა სახელმწიფო ინსტიტუტები,მოისპო ყაჩაღობა და კორუფცია,გატარდა რეფორმები---ქვეყანა როგორც სახელმწიფო შედგა."
---------------
გაგიკვირდება, მაგრამ სავსებით გეთანხმები!
სააკაშვილმა რომ იკითხა 12-ში, არჩევნების წაგების მერე: როგორ ქვეყანასაც გაბარებთ, ასეთი ქვეყანა ჩავიბარე მე შევარდნაძისაგანო? - ორივე ხელის აწევით ვაცხადებ: ა რ ა !
რაც მან ჩაიბარა, იმას სახელმწიფოს ნიშნებიც არ ეტყობოდა! - ამის არაღიარება იქნება არაობიექტურობა კი არა, უნამუსობა.
მაგრამ... შენ თუ ემიგრაციაში ხარ და "რუსთავი 2"-ს გარდა არაფერს უყურებ (როგორც ზვიადის მომხრე ემიგრაციის უდიდესი ნაწილი) - გასაგებია შენი პოზიცია. ხოლო თუ საქართველოში ცხოვრობ, ისიც უნდა დაგენახა წესით, მერე თანდათან, როგორ აიშვეს, როგორ გადაალაჯეს ყოველგვარ ადამიანურ თუ სამართლებრივ ზღვარს, რა უკადრებელი არ იკადრეს და იმ თავის ბევრ და კარგ საქმეს როგორ გადაასხეს ლაფი თავიანთი უკეთურობით!..

ამიტომ გახდა შესაძლებელი მათი მოშორება "ოლიგარქის ფულით", როგორც ნცმადიდებლებს გიყვართ ახსნა.
ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა მოსახლეობა, მაინც არ უნდა ნაცების დაბრუნება ხელისუფლებაში! - წარმოიდგინე, რამდენი ბოროტება უნდა ჩაიდინო, რომ შენი ყველა კარგი საქმე წყალში გადაგიყაროს ხალხმა!..
ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ არ წამოსცდენიათ სინანულის ნასახიც კი. მეტიც: ეგერ, გვარამია იმუქრება, რომ დავბრუნდებით, ყველას დედა უნდა გიტიროთ!..
ჰოდა, როგორც კახეთში იტჸვიან, თუ დაბრუნდეთ, თქვენი დიდი დაიკვეხეთ!:)

arichopra 2

2018-10-11 21:43:46

ნატალი, რა ნართაულებით ლაპარაკობ?

Munji

2018-10-11 22:11:07

მე მგონი ნატალის ბაკურ სვანიძეზე აქვს ეჭვი, რომ ეგაა “პაპა” :)

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80