გიორგი ბაჩიაშვილი: ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს თვალყურს რომ ვადევნებ, ჩემთვის უფრო ნათელია, რა „კარგ პარტნიორობას“ ვარ გადარჩენილი
ეკონომიკა

გიორგი ბაჩიაშვილი: ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს თვალყურს რომ ვადევნებ, ჩემთვის უფრო ნათელია, რა „კარგ პარტნიორობას“ ვარ გადარჩენილი

გიორგი ბაჩიაშვილი: ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს თვალყურს რომ ვადევნებ, ჩემთვის უფრო ნათელია, რა „კარგ პარტნიორობას“ ვარ გადარჩენილი
1tv.ge

2018-10-10 18:29:21

პროკურატურამ დღეს გაავრცელა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით. ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართული თამბაქოს განვითარების პროექტს, რომელიც თანაინვესტირების ფონდს უნდა დაეფინანსებინა. პირველი არხი ამ საკითხთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

ბატონო გიორგი, დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი, გაეცანით თუ არა ამ დაკითხვის ოქმებს?

– არა, არ გავცნობივარ.

როგორც ყიფიანი ამბობს, თანაინვესტირების ფონდი თამბაქოს ბიზნესის დაფინანსებას აპირებდა. რა პროექტზეა საუბარი? როდის გეგმავდა ფონდი ამ პროექტის დაფინანსებას?

– დაახლოებით ორი წლის წინ იყო ამაზე საუბარი. ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და მთხოვა ლევან ყიფიანს შევხვედროდი და მას საინტერესო პროექტის განხორციელებაში დავხმარებოდი. მალევე შევხვდი ლევანს; პროექტი შეეხებოდა თამბაქოს მოყვანას ლაგოდეხსა და აჭარაში და ასევე სიგარის წარმოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი თავშივე ჩემთვის იმდენად რისკიანი და გაუგებარი იყო, რომ გახსენებაც არ მინდა რა ომი გადავიტანე, რომ ის იმ თავდაპირველი ფორმით არ დაწყებულიყო. ძალიანაც კარგი, რომ ბოლო-ბოლო არც განხორციელდა, რადგან ჩემი აზრით, ის თავიდანვე განწირული იყო. ახლა კი, თვალყურს რომ ვადევნებ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს, უფრო ნათელია, რა „კარგ პარტნიორობას“ ვარ გადარჩენილი.

რატომ იყო განწირული პროექტი?

– პირველ რიგში, ჩემთვის მიუღებელი დაფინანსების სქემა იყო შემოთავაზებული, როდესაც რეალურად თანაინვესტირების ფონდს უნდა დაგვედო მთლიანი თანხა, რაც პროექტს კაპიტალის სახით სჭირდებოდა, ხოლო პროექტის რეალური მესაკუთრე ხდებოდა სამი პარტნიორი, რომელსაც უნდა ემართა ეს პროექტი.

პარტნიორები ვინ იყვნენ? ლევან ყიფიანი? თუ კიდევ ვინმე.

– სულ თავიდან რომ გავიხსენო, პირველ ეტაპზე, ლევან ყიფიანს უნდა ჰქონოდა და ემართა ბიზნესის 100% და ის ირწმუნებოდა, რომ მალევე შეძლებდა ამ თანხის დაბრუნებას პროექტის მოგებიდან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მას დეტალურად არც ჰქონდა ეს პროექტი გააზრებული, რადგან საკმაოდ ძვირი, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. მრავალჯერადი შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილიც და ლევანიც დავარწმუნე, რომ სიგარეტის მწარმოებელი ქარხნების პარტნიორობის გარეშე ეს ბიზნესი საერთოდ უაზრობა იყო და მე პრინციპულად უარს ვამბობდი ამ პროექტზე პასუხისმგებლობის აღებაზე.

ამის შემდეგ გამოჩნდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც, როგორც მეუბნებოდა, ასევე წარმოადგენდა ზაზა ოქუაშვილს, რადგან ზაზა ლონდონში იმყოფებოდა. მათ მოსწონდათ ეს პროექტი და უნდოდათ მასში მონაწილეობა. ვანო საკმაოდ აჟიტირებულიც კი იყო. ჩემი შეთავაზება იყო, რომ ვანოსა და ზაზას უნდა ჰქონოდათ პროექტის 30-30 პროცენტი და ლევანს დარჩენოდა მინორიტარული 40%, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებდით.

პირველ ეტაპზე, სიტყვიერად ამაზე შევთანხმდით, თუმცა, როდესაც კაპიტალის ფორმირებაზე მიდგა საქმე, გაირკვა, რომ ისინი უკეთეს შემთხვევაში, ჯამში ორ-ორ მილიონ დოლარს თუ შემოიტანდნენ, თან ამავდროულად, მაინც 20-20 პროცენტს მიიღებდნენ, ნაცვლად ორჯერ ნაკლებისა. ამას იმით ხსნიდნენ, რომ ჩვენ გვაქვს გასაღების ბაზარიო და მეტი გვეკუთვნისო. ეს ჩემთვის ცოტა აბსურდულად ჟღერდა, რადგან პროდუქციის გასაღებაში ისინი ცალკე ისედაც ღებულობდნენ მოგებას.

სწორედ ეს ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს თანაბარი პარტნიორობა არ იყო და ჩემთვის მიუღებელიც იყო. საბოლოო ჯამში, ბატონი ბიძინას დაჟინებით ამაზე დავთანხმდით იმის მოტივით, რომ თამბაქოს წარმოებაში ათასობით ადამიანი დასაქმდებოდა.

მე ზოგადად ვეწინააღმდეგები მსგავს ინვესტიციებს, რადგან ბიზნესი ბიზნესია და ფონდი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამის გამო, სოფლის მეურნეობის ორივე არსებულ პროექტშიც ისედაც საკმაო პრობლემებს გადავაწყდით.

რა პრობლემებზე და რა პროექტებზე საუბრობთ?

– ჯობია ამ თემას დავამთავრებ და შემდეგ მოგიყვებით.

ბოლოს მომიწია ბოლო შემოთავაზებულ ვარიანტზე დათანხმება, რადგან ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია და მან გადაწყვიტა, რომ ასე იყო საჭირო. ბოლოს, ამ ყველაფრის კულმინაცია ის იყო, რომ ვანოსა და ზაზას ორ-ორი მილიონი დოლარის კაპიტალის შევსებაზეც რომ მიდგა საქმე, არც ერთს ფულის დადება არ უნდოდა. ვანომ მითხრა, რომ სიგარეტის ქარხნის გარანტიებს მოვიტანთო, რაც საერთოდ სასაცილოს ხდიდა ამ ბიზნესს. მე ამაზე ცალსახა უარი ვთქვი, ბიძინა ივანიშვილსაც ვუთხარი, რომ მე ამაზე ვერ ავიღებ პასუხისგებლობას, რაზეც ივანიშვილმა მიპასუხა, რომ ისინი ამ თანხას შეავსებდნენ რეალური კაპიტალითო.

საბედნიეროდ, ვერც ეს კაპიტალი ვერ მოიტანეს და ეს თემაც გაჩერდა, გაჭიანურდა და ბოლოს საერთოდ მიატოვეს.

სოფლის მეურნეობის სხვა პროექტებზე რას იტყვით, რა სირთულეები შეგემთხვათ?

– ეს სირთულეები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბიზნესპროექტი არ უნდა იყოს ამავდროულად საქველმოქმედო. ჩვენი ფონდი და მისი მენეჯმენტი ფინანსური შედეგებით ფასდება და საკმაოდ რთულია, როდესაც კომერციულ ამოცანებს ზედ ვადებთ სოციალურ სხვადასხვა ტვირთს. ზოგადად, სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მწირია თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ. მაგალითად, სათბურების პროექტი, რომელიც გარდაბანში განვახორციელეთ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ 30 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ვერ გაამართლებდა, რადგან თურქეთიდან შემოდის ძალიან ბევრი სუბსიდირებული და დაბალი ხარისხის ბოსტნეული. აქაც, ბიძინა ივანიშვილის დაჟინება იყო, რომ ადგილობრივი წარმოება გაგვევითარებინა. უკვე სამი წელიწადია რაც ვმუშაობთ და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც ნულოვან მოგებაზე გავალთ.

მეორე მაგალითია რძის წარმოების ის პროექტი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ. ამ პროექტს საერთოდ ისეთი რისკები ჰქონდა, რომ შეიძლებოდა თეთრიც კი ვერ ამოგვეღო ამ ბიზნესიდან. 4 მილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ მოსამზადებელ სამუშაოებში და ბოლოს იმით შევძელი გადამერწმუნებინა ბიძინა ივანიშვილი, რომ ადგილობრივ, ისედაც მცირე შემოსავლიან ფერმერებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ გადარჩენა გაზრდილ კონკურენციაში. ბოლოს, ისევ ივანიშვილის მოთხოვნით, ამ მიწებზე თხილის ბაღი გაშენება დავიწყეთ. ამჟამად, 200 ჰექტარი თხილი უკვე დაირგა და კიდევ დამატებით 6 მილიონ დოლარს ვდებთ, რომ კიდევ 500 ჰექტარზე მოვაშენოთ ეს კულტურა. ჩემი აზრით, ეს ინვესტიციაც საკმაოდ დიდი და სარისკოა სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის, თუმცა, მას უნდოდა, რომ აბაშის რეგიონშიც დაპირებისამებრ დასაქმებულიყო ხალხი და ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომელიც წვრილ ფერმერებთან კონკურენციაში არ შევიდოდა.

აქვე დავამატებ, ზუსტად იმ მიზეზით, რომ კარგად გაგვეყო კომერციული პროექტები და ის პროექტები, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, ჩვენ შევქმენით საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს გაუჭირდებოდა შეკვეთილის სასტუმროსა და „პანორამა თბილისის“ პროექტების განხორციელება, რადგან ამ პროექტებში ისეთი ექსკლუზივები დევს, რომლებიც ფინანსურად საკმაოდ ამძიმებენ ამ პროექტებს.

ამ ყველაფრის რეზიუმედ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ პროექტში უნდა არსებობდეს სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორი. ფონდის ამოცანაა, მინიმალურად იყოს ჩართული ბიზნესის მართვაში და თავისი ფინანსები მიმართოს იმგვარად, რომ ყოველ ინვესტიციას ჰყავდეს მაჟორიტარული პარტნიორი, რომელიც არის გამოცდილი ამა თუ იმ ბიზნესში.

ნანახი?- 535

Maverick

2018-10-10 18:54:17

„ჩანაწერების უმრავლესობა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც გადამონტაჟებულია...
„ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ ასრულებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან“, - ამბობს ყიფიანი.

მდაა, ეს იყო მინისტრი?!

ოცნების პოლიტბიუროვ, სად ნახულობთ ასე უგზო-უკვალოდ "განათლებულ" ერთუჯრედიანებს?!

"ნახულობთ"-ზე ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა.

ჭიჭიკია, კაკოია და ბიჭიკია ჯარში უჩენიებზე არიან ციმბირში. ერთერთი დავალების დროს ბიჭიკია ტაიგაში ჩამორჩა როტას და დაიკარგა. ეძებს ყველა, ვერ ნახულობენ! ჭიჭიკია დასდევს უკან ბატალიონის მეთაურს და შეუსვენებლად ეკითხება ჩიქორთული რუსულით იპოვეს თუ არა ბიჭიკია. ერთი კვირა გადის, ბატალიონის უფროსს უკვე ყელში ამოუვიდა ჭიჭიკია და მორიგი შეკითხვის შემდეგ უთხრა "იდი ნა ხუი!"...

ჭიჭიკია გადაეხვია როტის მეთაურს და ...

გახარებულმა გასძახა კაკოიას: კაკოია ბიჯო, ნახულია ბიჭიკია, ნახულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!"

Thoma

2018-10-10 18:55:36

ე.ი. ამ 2-2 მილიონზე იყო საუბარი, ნაცები რომ ამტკიცებდნენ, ბიძინა 4 მილიონ ქრთამს ითხოვდაო?:))))
აუუ, რა უნამუსო ხალხია, გადაირევი კაცი! .....

natali

2018-10-10 19:59:44

„მილიონი მომცენ და კამპანია ავაფეთქო“ – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ 1 მილიონი მოითხოვა
---------
მიეცით რააა, გემუდარებით:)))აბა მეორეზე ისევ ნაცები უნდა გავიდნენ?

Maverick

2018-10-10 20:09:30

ნატალი, რა გიკვირს ნაცებთან ჩაბრატებულებისგან?!

Maverick

2018-10-10 20:16:48

ახლა არ ვიცი და ადრე ქართული "ბიზნესი" შემდეგში მდგომარეობდა. ოღონდ სესხი აგეღო ბანკისგან და ათდაჩად 40-50% ბანკში შეკრულებისთვის უნდა დაგეტოვებინა, დარჩენილი ფულით მერსედესს გყიდულობდნენ, + სახლ-კარის, ოღონდ სხვის სახელზე გაფორმებით, თავდებსაც ფეხებზე იკიდებდნენ და ბანკსაც, ბანკი თავდებს ყვლეფდა, მსესხებელს კი არ ეხებოდნენ, აი ეს იყო სულ ქართული "ბიზნესი"...

ოქუქშვილის ალბათ ძველი ქართული "ბიზნესის" წარმომადგენელია...

tngh

2018-10-10 21:17:15

"თიბისი" ბანკიდან ფული თურმე 2016 წლის აპრილში გაუტანიათ და 2018 წლის ოქტომბერში მოიკითხეს სად "გაქრა"??? ეს ზღაპრები ერთმანეთს და სინდის-ნამუს გაყიდულ, დემაგოგ "მეგრანტეებს" დააჯერონ... ერთ ღერ სიგარეტს არ მოგაწევინებენ "ომეგას" ბუტკებში და 1 800 000$ ჩადეს უცხო მანქანაში... მოდი და ნუ გაგეცინება ამ სისულელეზე!!!

ფარაონი

2018-10-11 02:13:59

ამ ყველაფრიდან ჩემთვის დასკვნა ერთია.
არც ბატო ნი ბიძინაა მთლად გარკვეული ქართულ ბიზნესის არცერთ ნიუანსში და არც ეს ვითომც და ბიზნესმენები, ჩხარტიშვილი ოქრუაშვილი არიან არიან გარკვეული და რაც მთავარია ისინი არიან ბინძურზე-ბინძური მოთამაშეები.
როგორ დავიჯერო ეს არ იცის ბიძინამ და მაინც მათთთან თანამშრობლობას აპირებდა, ნუ ეხლა, რა ჰქონდა მხედველობაში და თუ მართლა სამუშაო ადგილების დარდი ჰქონდა, მე ამის არ მჯერა.
მე ხომ ბიზნესის არაფერი გამეგება, მაგრამ მე რომ დამავალოს, სოფლის მეურნეობაში, იმაზე მეტ სამუშაო ადგილს შევქმნი, თან მოგებით, ვიდრე წარმოუდგენია.
.
ამ ყველაფერის მერე ჩემთვის დასკვმა ერთია;
დიახ! დასკვნა მხოლოდ ერთია, ბიძინა და მისი რაზმი არიან განგრენა ქვეყნისთვის, რაც უფრო მეტ ფულს ცადებს საქმეში, მით უფრო დედა მო.ე.ტ. ვ. ნე.ბა ქვეყანას და რაც მალე წავა ქვეყნიდან, უფრო უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის.
ეგია პიკასოს ბიჭი? ბიძინეზე ვამბობ
ამის იმედი გვაქვს და გვქონდა 6 წელი?
ეეუუუუჰჰ!!!!!!
ქვეყანა ესეა დაქცეული და წაქცეული, რომ მის გეხზე დაყენებას დღეს მინიმუმ 10 წელი სჭირდეა და ხვალ ედ დრო კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ .....! ! !

ფარაონი

2018-10-11 02:38:01

ა კაცი! ეუბნება არ ქნაო, წამგებიანია, ნუ იზავო მარა, მაინც თავისას შვრება.
აქედან ჩანს მისი ახირებული ხასიათი. თუმცა არის ერთი ნიუანსი, მას გონია, რადგან მილიარდები იშოვნა ყველაფერში ყარამანია, არა და ეს კაცი, სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრად უფრო განათლებულია და წარმოდგენაც ბევრად მეტი აქვს, ვიდრე გლეხ და ხიხო ბიძინას. აქედან დავრწმუნნდი, რომ თუ თოხს და კალოშებს ორი-სამი წლით მოაცილე თვალი, მთლად დავიწყება იცის და ვაი ჩვენ გლეხობას, ვინც რაცხას საშოვნელად თბილისშია ჩამოსული, თავიდან მოუწევთ თოხის და გუთნის გაცნობა.
ეს აპოკალიფსია!!!
პირდაპირ ვეღარ თქვა, თხილმა და კარტოფილმა არ გაამართლა და რაღაც მოგება რომ ენახა, აბაშაში კანაფის მოყვანა სურდაო, თორემ ყველამ ვიცით, რომ მთელი აბაშა ბიძინასია. აბა რისთვის იყიდა, სიმინდის ყანებს გააშენებს?
სხვათაშორის, შევარდნაძის დროს, ექსპერიმენტი რომ ჩაატარეს „„„რა მოხდა აბაშაში“““ ძველებს ემახსოვრებათ, სასწაული მოსავალი მიიღეს, მთავარია დაინტერესება, ენთუზიააზმი და ხვალინდელი დღის იმედო და სასწაული ისევ შეიძლება მოხდეს.
სიმინდი და ჩალა არის ზამთრის საკვები, ანუ კორმა ძროხისთვის და ღორისთვის, თავისუფლად შეიძლება ეს ორი კომპონენტი გაერთიანდეს, კომბინირებული საკვები და საქონლის, ან ღორის ფერმა. მივიღებთ ძალიან დიდ შედეგს. რადგან საქონლისთვის ხდება კორმის დამზადება, სიმინდი სეზონზე თავისუფლად შეიძლება ორჯერ დაითესოს. ამისთვის საჭიროა გულით მიდგომა საქმეზე, დაინტერესება და ენთუზიაზმი.
თითქოს პატარა საქმეა მაგრამ ზუსტად ამ პატარა საქმეებშია საჭირო პატრიოტიზმი და არა რუსთაველზე გულში მუშტის ბრაგუნი.
ბატო ნო ბიძინა ბატო ბიძინა!!! ერთს გირჩევ, ჩემი მოკლე ჭკუით, თამბაქო დათესე და დიდ მოგებას ნახავ თან ნარკოტიკიც არაა და არც აკრძალულია.
რა ღირს ერთი კილო თამბაქო ევროპაში იცით?
მაღაზიის ფასებია.
საფრანგეთში საშუალოდ 200 ევრო. ხრისხის მიხედვით
ბელგია საშუალოს 150 ევრო
გერმანია 150 ევროს ფარგლებში.
ჩვენთან? ბაზრობაზე მგონი 10 ლარი. მეტი, თუ ნაკლები კიდევ?
საზღვარგარეთ თუ არ გაიტან, ქართული სიგარეტი მაინც გამოუშვი ქართულ ამბაქოთი, ხალხიც დასაქმდება და ექსპორტსაც გვარიანად შეამცირებს.
თუმმცა ამ კაცს სულ სხვა გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებაში, სულ სხვა, ისეთი ჩვენ რომ ვერ გამოვიცნობთ ისეთი.

arichopra 2

2018-10-11 21:25:55

ფარაონი, გამარჯობა! კიდევ საფრანგეთში ხარ? წადი ბელგიაში ან გერმანიაში, იყიდე 20 კილო თამბაო ჩააბარე საფრანგეთში და დაგრჩება 800 ევრო. 200 ბილეთი, საჭმელი, სასტუმრო აქეთური, იქითური..! )) ყოველ კვირაში ერთხელ ასეთ ოპერაციას თუ გაიმეორებ თვეში 3600 ევრო მოგება ნაღდია! )))

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80