უცხოეთიდან დანახული ქართული კორუფციის მასშტაბები
ეკონომიკა

უცხოეთიდან დანახული ქართული კორუფციის მასშტაბები

უცხოეთიდან დანახული ქართული კორუფციის მასშტაბები
ბექა დანელია

2018-10-10 21:00:33

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორისაა. მართალია ეს უცხოეთიდან ამგვარად მოსჩანს, თუმცა ადგილობრივი საზოგადოება მექრთამეობის პრობლემას უფრო მწვავედ აღიქვამს. ამას არ მალავენ დეპუტატებიც.

საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

საქართველოს ქულა, კორუფციის კონტროლის მხრივ, კერძოდ, შეფასების რანგირების 100%-იანი შკალაზე 77,40%-ს გაუტოლდა და 48-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ ინდიკატორში ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 200 ქვეყანას მმართველობის 6 მიმართულებით აფასებს:

- გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება;

- პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლა;

- მმართველობის ეფექტიანობა;

- რეგულაციების ხარისხი;

- კანონის უზენაესობა;

- კორუფციის კონტროლი.

კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა, რეგულაციის ხარისხია. შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 81.73%-ი დაიმსახურა და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ინდიკატორში 17 ადგილით გაუმჯობესდა.

რეგულაციის ხარისხის ინდიკატორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბალტიის ქვეყნებთან ერთად ლიდერია.

სხვათა შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით საუკეთესო 20-ეულში ყოფნას პროფესორი ვახტანგ ჭარაია მნიშვნელოვან მიღწევას უწოდებს.

მსოფლიო ბანკის კვლევას გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა აუცილებელია ასეთი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

„მსოფლიო ბანკის განმარტება ყოველთვის გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება. დასკვნას აქედან გამომდინარე აკეთებენ და არა ზედაპირულად. ოპონენტების მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ამ კუთხით სხვაგვარი ვითარებაა. საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც დომინირებს და მის აღქმას აყალიბებს. ხშირად, რეალობასა და აღქმას შორის შეიძლება აცდენა იყოს, თუმცა საზოგადოებას ვერ დავავალდებულებ, უნდა თუ არა, ყველა კომპეტენტური წყარო შეისწავლოს და თავისი პოზიცია შემდეგ ჩამოიყალიბოს.

მსოფლიო ბანკის დასკვნა მნიშვნელოვანია, სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები საერთოდ არ გვაქვს. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან აქცენტის გაკეთება აუცილებელია, რათა ეს აღქმა საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა ამ დასკვნასთან ერთად“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

დადებითი შეფასებები აქვთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც. პროფესორი ვახტანგ ჭარაია აღანიშნავს, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.

„გარდა ამისა, ჩვენ გადავუსწარით პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას, მხოლოდ ესტონეთი გვისწრებს. საუბარი არ არის რეგიონზე. აქ ვჯობივართ ორივე მეზობელ ქვეყანას და ერთადერთი მაჩვენებელი, პრომელიც სხვაზე ნაკლებია (აზერბაიჯანზე უკეთესი, მაგრამ სომხეთზე უარესი), ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის არარსებობა და ტერორიზმი. სწორედ ამ ინდიკატორით ჩამოვრჩებით სომხეთს, ანუ მათთან პოლიტიკური სტაბილურობა უფრო მეტად არის, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს.

ჩვენ „ვარდების რევოლუცია“ გვქონდა და მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო ვართ უკან, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა ნებისმიერი პარამეტრი რომ ავიღოთ, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც (თუნდაც კანონის აღსრულება იქნება ეს, კორუფციის კონტროლი, მმართველობის ხარისხი თუ სხვა) ყველგან საქართველო საუკეთესოა რეგიონში. ეს მაჩვენებელი კი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ“, -აცხადებს „ჯიბისისთან“ ჭარაია.

ნანახი?- 562

მეგრელი

2018-10-10 21:36:01

აქედან დანაზული უცხოეთის კორუფციის მასშტაბები
-------------------------------------------------

2008 წელს ოფშორის ბანკებიდან ასეული მილიარდები გაქრა ბანკებთან ერთად. ოფშორის რა სახის ფული ხდება ყველასთვის გასაგებია. და ვერსად იჩივლევ.

ფარაონი

2018-10-11 02:44:33

ამ საკითხზე მხოლოდ ერთს ვიტყვი; „„ქრთამი და კორუფცია, ისე ასუსტებს ქვეყანას, როგორც სიცხე ავადმყოფა.“““
კორუფციას, თუ დროზე არ მიხედე, მალე გადადის ქრონიკულში და აუცილებლად მძიმე შედეგით დასრულდება. რაც გამოიწვევს ნაადრევ სიკვდილს, ბაც! და კალმახელიძის მამალივით გაჭიმავს ფეხს!.
სხვას ვერანაირად ვერ შევაფასებ, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ და შეხება არ მაქვს ამ თემასთან.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80