„მეორე ტური ის რეალობაა რომელსაც თვალებში უნდა ჩახედოს „ქართულმა ოცნებამ“
პოლიტიკა

„მეორე ტური ის რეალობაა რომელსაც თვალებში უნდა ჩახედოს „ქართულმა ოცნებამ“

„მეორე ტური ის რეალობაა რომელსაც თვალებში უნდა ჩახედოს „ქართულმა ოცნებამ“
თამთა ქარჩავა

2018-10-11 09:30:18

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური არ იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატი – Edison Research–ის სოციოლოგიურ კვლევას არ ენდობა, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ მას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს და გამოქვეყნებულ კვლევებს მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვენდობი თუ არ ვენდობი კვლევებს, რომელიც ჯამში 110%–ს აფიქსირებს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს და რწმენა. ვფიქრობ მეორე ტური არ იქნება და არც ველოდები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თუკი „ქართული ოცნების“ შიდა კვლევას გავითვალისწინებთ, ზურაბიშვილი პირველივე ტურში 55%–ით ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. for.ge–ს ინფორმაციით მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული შიდა კვლევის მიხედვით, ზურაბიშვილი 50–55%–ით ლიდერობს, ანუ ზღვარზე მეტია. ამ შემთხვევაში კვლევის მთავარი დანიშნულება იყო – ვის რამდენი ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია.

„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს არ ასაჯაროვებს. ამის მიზეზად for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ოპონენტების ბარლდებას – არჩევნების გაყალბებას ასახელებს.

„შიდა კვლევების მიხედვით სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით 50–55% აქვს, მაგრამ ამ კვლევას არ აქვეყნებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ატყდება აჟიოტაჟი, ხედავთ როგორ აყალბებენ არჩევნებსო. რეალური კვლევა არსებობს, რომელიც ზურაბიშვილს საფუძველს აძლევს გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, თუკი ობიექტურად შევხედავთ მიმდინარე პროცესებს, მეორე ტური არ გამოირიცხება. მაგრამ ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს, ამაში დარწმუნებულია.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ რესურსი იქნება მნიშვნელოვანი და არა მარტო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ენდობა, მაგრამ ენდობა ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს. ვიცი ასეთი ადამიანები და არც თუ ისე ცოტა არიან“, – ამბობს დავით ზარდიაშვილი.

შიდა კვლევის მიხედვით მმართველი გუნდის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იყოს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ნებისმიერი შემთხვევაში არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ პროგნოზირება არ არის კარგი საქმე განსაკუთრებით ასეთ პროცესში, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს.

„ქალბატონი სალომე საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, თუმცა ეს პირველ ტურში მოხდება თუ მეორეში მარტივი არ იქნება ამ პროგნოზის გაკეთება. მე იმიტომ არ ვაკეთებ პროგნოზს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების აქტიურობა. გამომდინარე იმ ფორმატიდან და იმ პასუხისმგებლობიდან და ფუნქციებიდან, რომელიც აკისრია დღევანდელ პრეზიდენტს, არ არის გამორიცხული, რომ აქტიურობა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე ეს არის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს. მისი თქმით, არსებული დაპირისპირების ფონზე, შესაძლოა მმართველი გუნდის რესურსიც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდეს. მისი თქმით, ამ ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება წამგებიანი პოზიციით გასვლა.

„თუ ზურაბიშვილი ხელისუფლების დახმარებით ვერ გავიდა მეორე ტურში, აქ უკვე პრობლემა უჩნდება თავად ხელისუფლებას, რადგან შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ელექტორატი არ ჰყავს და მხარს აღარავინ უჭერს – მთელი ორი წელი, საპარლამენტო არჩევნებამდე სწორედ ეს თემა იქნება სალაპარაკო.

„ქართულ ოცნებას“ დიდი არჩევანი არ აქვს. მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეორე ტურში ვერგასვლა იქნება ხელისუფლებისთვის წამგებიანი არა მხოლოდ ამ არჩევნევბზე, არამედ მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ისტორიული არჩევნებია. თვლის, რომ ზურაბიშვილს პირველ ტურში გაიყვანენ ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზაციით. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ლიდერების 99% ზურაბიშვილის კანდიდატს მხარს არ უჭერს, ამ მხრივ უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში.

„იმიტომ, რომ ასეთი ურეიტინგო კანდიდატის გაყვანა სერიოზული საქმეა. შეიძლება გააყალბო 5, 10, 15 პროცენტით, მაგრამ 35 პროცენტით გაყალბება საქართველოს ისტორიასაც არ ახსოვს. ამიტომ, ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალი არის ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზება - მთელი საჯარო მოხელეები მიიყვანონ არჩევნებზე.

ხალხის დიდი ნაწილი არ მივა არჩევნებზე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნებზე მივიდნენ. რაც უფრო დიდი იქნება არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი, მით უფრო ნაკლები იქნება არჩევნებში მისულთა რიცხვში სახელისუფლებო ადმინისტრაციული რესურსის წილი“, – აცხადებს ხათუნა ლაგაძიძე.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას არ უნდა საკუთარ თავს ცელი გამოუსვას, ყველა შემთხვევაში მეორე ტურზე უნდა დათანხმდეს, რადგან მეორე ტური ობიექტური რეალობაა და სრულიად რაციონალური იქნება ხელისუფლების მხრიდან.

„რატომ? იმიტომ, რომ მთლად ასეთ მისტიურ გაყალბებაზე არ წავა და რაც მთავარია, მეორე ტურში უკვე ობიექტურად დადგება ის ამომრჩეველიც კი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა პირველ ტურში. თუ მეორე ტურში ზურაბიშვილი და ვაშაძე დაახლოებით თანაბარი რაოდენობით გავიდნენ, ასეთ შემთხვევაში ანტინაციონალური ამომრჩეველი შეიძლება დაირაზმოს და ხმა მისცეს ზურაბიშვილს.

მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ ობიექტურად გაცილებით მეტი მოკავშირე ეყოლება საზოგადოებაში, ვიდრე პირველ ტურში. მეორე ტური ის რეალობაა რომელსაც თვალებში უნდა ჩახედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საკუთარ გადარჩენაზე იფიქროს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოფი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მეორე ტური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წამგებიანია, რადგან პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები იფანტება. თუკი მეორე ტურში ერთმანეთს ვაშაძე და ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველის უმრავლესობა არაჩევანს ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთებს.

„თუკი არითმეტიკის დონეზე ავაგებთ ლოგიკას, ნაციონალებისთვის მისაღები არ უნდა იყოს მეორე ტური. სხვა მხრივ, რაც უფრო აგრესიას ავლენს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მიდგომა უფრო მეტ ხმას მოუტანს ზურაბიშვილის, ვიდრე საწინააღმდეგოდ იმიუშავებს. ვხედავთ, რომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაიზარდა „ოცნების“ რესურსი და ეს ქალაქსაც ეტყობა. ყოველი მეორე ზურაბიშვილის ბანერია. შესაბამისად, არჩევნების დღეებში მობილიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდა დაინახა, ისევე როგორც მოსახლეობამ, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის. თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რაუნდს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, მერე უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ამას თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. დღეს „ქართული ოცნების“ წაგება ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვან ხმებს დაკარგავს“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ნანახი?- 2177

ფხიზელი

2018-10-11 14:46:56

"ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ„ქართულ ოცნებაში“ ლიდერების 99% ზურაბიშვილის კანდიდატს მხარს არ უჭერს"
---------------------------
?:)
გარეთ რომ ყველაფერი იცის - გასაგებია, მაგრამ "ოცნების" შიდა მონიტორინგი როდისღა ჩაატარა, ნეტავი, რომ ასეთი სიზუსტით იცის, მხოლოდ 1% პროცენტი რომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს? (დანარჩენი 99%, ალბათ, გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს უჭერენ მხარს, არა?).

cugo

2018-10-11 14:53:02

ხათუნა ლაგაზიძეს შური და ბოღმა ახრჩობს.იცის რომ სალომე აუცილებლად გახდება პრეზიდენტი პირველივე ტურში.

tngh

2018-10-11 15:56:38

მოიღერა ისევ ყელი... ქ-მა ხათუნამ!!!

anri

2018-10-11 16:35:45


ძაან არ მევასება ეს ცივი ქალი , მაგრამ იმ საქართველოს დდშვც ღრიღოლ ვაშადზეს რომ აირჩევს. თბილისში რომ ვიყო საერთოდ ანდრიაძეს მივცემდი ჩემ ერთ ხმას.

natali

2018-10-11 17:24:36

ექსპერტი:))))))) ამ ექსპერტებზე ვკვდები სიცილით:))))))))

natali

2018-10-11 17:25:31

და კიდე პუბლიცისტზე :)))

arichopra 2

2018-10-11 21:36:53

მე ადრე ელიზაბეთ ტეილორი მომწონდა, მაგრამ ახლა ხმას სალომეს ვაძლევ! როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ან ვაშაძე ან ბაქრაძე ან ნათელაშვილი იმ პირობებში, როცა საპარლამენტო უმრავლესობაში ოცნებაა??!! ეს ხომ ერთმნიშვნელოვნად სამოქალაქო ომის დასაწყისია?!

tinia

2018-10-12 17:17:50

წინა ინტერვიუში ბ.რამაზ საყვარელიძემ ასეთი წინადადება ბრძანა:ჩამოსაყვანს ჩამოიყვანენ და გამოსაშვებს გამოუშვებენო-ვაშაძის ან ბაქრქძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რასაკვირველია.სწორედ ეს არის მათი მიზანიც,ამოცანაც და ოცნებაც.ხოდა ასეთ შემთხვევაში მთლად ომი თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება გარანტირებული გვაქვს.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ის 300 000 კაცი და მისი ოჯახი სად წავიდა როგორ ფიქრობთ,ვისაც უკანონოდ ციხის ჯოჯოხეთი გამოატარეს ისე გამწარებულ რეპრესირებულ ოჯახებზე აღარაფერს ვამბობ.ასე რომ პირადად მე,გარემოებამ მაქცია ზურაბიშვილის მხარდამჭერად.პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს პოლონელებს ჰქონდათ ერთი საერთო ლოზუნგი:ნუ იქნება კომუნისტი და იყოს თუნდაც ცხენი. ნაცებს მეც ცხენი მირჩევნია კეთილშობილი ცხეველია))))

tinia

2018-10-12 17:18:07

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80