"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“... ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში..."
დაიჯესტი

"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“... ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში..."

"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“... ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში..."
"რეზონანსი"

2018-10-11 12:42:48

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი, ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ზურაბიშვილმა 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დავით ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილის ჩანაწერს "ოცნებათა ნუსხას" უწოდებდა წერს, რომ ახლა, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია, მისი ეს განცხადებები, გაცილებით დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე მაშინ:

"2012 წლის 9 ოქტომბერს, გვარს არ დავასახელებ და ამჟამად ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუქვეყნებია ე. წ. ოცნებათა ნუსხა. სულ ათი ოცნებაა, სადაც ის მიმართავს სხვადასხვა მინისტრებს და ბოლოს პრემიერ-მინისტრს.

მაშინ ეს ქალბატონი არც საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო და საერთოდ არ გახლდათ სახელისუფლო კოალიციის წევრი, ამიტომ ამ მის ოცნებების მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი აზრებისთვის ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჟღერს.

აქ შემოგთავაზებთ ორიოდ ფრაგმენტს მისი ოცნებებიდან, სადაც ის განსაკუთრებით მავნე და ქვეყნისთვის საზიანო აზრებს აფრქვევს. ვისაც სრული სახით აინტერესებს მისი ოცნებები, იხ. ლინკი კომენტარებში ან მოინახულეთ მისი ფეისბუქგვერდი, კერძოდ 2012 წლის 9 ოქტომბრის სტატუსები.

------------------------------------------------------------------------------

"მეხუთე ოცნება

კონფლიკტების მინისტრს ! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს... ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი - სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს - საქათმეებიდან დავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება ... მერე კი, შევქმნათ მოლაპრაკების პირობები და ამისათვის სიტყვა „არასოდეს" ან „წინაპირობა" ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... ან კიდევ „ჩქარა" „დაბრუნება" „ტერიტორიები"... და რადგანც დრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევადგინოთ ერთად ისტორიის სახელმძღვანელო

მეცხრე ოცნება

საგარეო საქმეთა მინისტრს - დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა.

რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბად, იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი... კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება... მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთანებელს, დამაწყნარებელს და წამყვანს თანამედროვეობისკენ...."

----------------------------------------------------------------------------------

ესე იგი რაო ქალბატონმა? არც ნატოში შესვლა გვინდა, არც ევროკავშირში, რადგან ნანახი მაქვს და ვიცი რა ხიხიაცააო?და სიტყვები "ტერიტორიები," "დაბრუნება" და "წინაპირობები" უნდა დავივიწყოთო?...

აი, რა გინდა რომ თქვა? სხვა რომც არაფერი ჰქონდეს ნაბჟუტურალი, მარტო ეს სიტყვებიც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ეს ადამიანი არათუ პრეზიდენტად არ აირჩიოს თავმოყვარე ერმა, არამედ სოფლის ბირჟაზეც არასდროს მოუსმინოს. ხოლო რაც შეეხება მის საპრეზიდენტო კანდიდატად წამომყენებლებს და მხარდამჭერებს, მათ კეთილი უნდა ინებონ და ან მკაფიოდ და ცალსახად გაემიჯნონ საკუთარ ჩასვრილს, ანუ მავნებელ და ანტისახელმწიფოებრივ კანდიდატს, ან გვითხრან, რომ არც ტერიტორიების დაბრუნებას აღარ აპირებენ აწი და ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ორიენტირიც აღარაა ნატო და ევროკავშირი და მერე რაც მოუვათ, თავის თავს დააბრალონ." წერს დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

ნანახი?- 821

ფხიზელი

2018-10-11 20:23:20

აი, ასე რომ აზროვნებდით ყოველთვის ეს რესპები, იმიტომ იყო, 1-2 პროცენტს რომ არასოდეს სცდებოდა თქვენი რეიტინგი და, საბას კუსავით, ვინმე თუ არ შეგისვამდათ ზურგზე, პარლამენტშიც რომ ვერასოდეს ხვდებოდით... მაგრამ მერე, იმ კუს ზურგზე შემომჯდარი მორიელივით, აუცილებლად კბენას უწყებდით თქვენს მოამაგეს, რადგან "წესი გქქონდათ ასეთი" და ისიც წჸალში მოგადენინებდათ ტყაპანს :)

არ გითხრათ ევროპამ მრავალგზის, ვერ მიგიღებთო?!
არ გითხრათ ობამამ, ამ გზაზეც არ დგახართო?!
სარკოზიმ პირდაპირ არ გითხრათ, ნატო და ევროკავშირი აღარ აპირებს გაფართოებას და ამის იმედად ნუ იქნებითო?!

რა გინდათ სალომესაგან, თქვენსავით - ძალად მედასავლეთე ლიბერალებივით - უნდა იტჸუებოდეს და ცრუ დაპირებებს აფრქვევდეს: აი, ხვალ, აი, ზეგ აუცილებლად შევალთ ნატოში და ევროავშირის წევრიც გავხდებითო?!
იცის, რომ ეს იქნება ტჸუილი და არ ამბობს!

დააშავა, რომ არ არის მატყუარა?!

tinia

2018-10-12 18:03:19

ჩემდა გასაოცრად(მისგან არ ველოდი) ძაბირაძემ ბრძანა:პოლიტიკა სიმართლის დადგენის არიალი არ არისოოოოო.ე.ი.პოლიტიკა არის სიცრუის,სიბინძურის,სიხარბის და ა.შ. ღირებულებების ასპარეზი.მაშ ასე,ვიტყუოთ თავი,ვატყუოთ ერთმანეთი და ივერიაც გაბრწყინდება.პრაგმატულად აზროვნება არ შეიძლება,რომ იქნება ქვეყანას რაიმე ვუსაშველოთ არაა? მთავარია დაზეპირებული ლოზუნგები არ დაგვავიწყდეს.ამიტომაც ვართ 27 წელიწადია ციყვის ბორბალშიიიიიიიი

arichopra 2

2018-10-13 14:52:48

თინია მე მოსწავლეებს პოლიტიკას როცა ვასწავლი პირველი რასაც ვეუბნები არის ის რაც ძაბირაძემ თქვა - ძაბირაძემ ბრძანა:პოლიტიკა სიმართლის დადგენის არიალი არ არისოოოოო.ე.ი.პოლიტიკა არის სიცრუის,სიბინძურის,სიხარბის და ა.შ. ღირებულებების ასპარეზი. მერე ვეკითხები, გიღირთ კი პოლიტიკოსობა, რომ ამ სიბინძურეში იჩუგნოთ და სინდისი დაკარგოთ?! თუ თანახმა ხართ მხოლოდ მაშ ინ გავაგრძელოთ! დაახლოებით 30% აღარ აგრძელებს!

tinia

2018-10-13 22:29:58

არიჩოპრა 2 პოლიტიკა რომ ბინძური საქმეა ბინძური პოლიტიკოსების გამო,ამაზე რასაკვირველია ვთანხმდებით,ალბათ გამონაკლისებიც არსებობენ.რაც შეეხება ბ. ვახტანგის ნათქვამს,რამაც გამაკვირვა მეთქი,ეკითხებოდნენ სალომეს პასუხზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ისე გამოვიდა,რომ სიმართლის თქმა-რაც ისედაც მთელმა მსოფლიომ იცის ღალატია და ნაცების დემაგოგია დაცილისწამება დასაშვები.ანუ სიმართლეს აზრი არააქვსო.თანაც არიქა ჰააგაშიც გაიგებენო.საბავშვო ბაღია? კაი რაა? გამიხარდა 30% სინდისიერი ახალგაზრდა ცოტა არარის,სხვა სფეროში გამოადგებიან ქვეყანას.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80