ბიზნესს ახალი საბანკო რეგულაციები აშინებს
ეკონომიკა

ბიზნესს ახალი საბანკო რეგულაციები აშინებს

ბიზნესს ახალი საბანკო რეგულაციები აშინებს
ბექა დანელია

2018-10-11 16:30:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის ბაზარს გაყიდვები 20%-ით შეუმცირა. ამ ინფორმაციას უკვე ადასტურებენ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. სულ რაღაც 2 კვირაში დამატებითი შეზღუდვები შემოდის, რაც კიდევ უფრო გაართულებს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. ეს არა მხოლოდ მომხმარებელს შეუქმნის პრობლემებს, არამედ ბიზნესს, რომელსაც ისედაც ადგას გასაჭირი. ამიტომ საბანკო ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ნოემბრის რეგულაციის გადადება აუცილებელია.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ტექნიკის რეალიზაცია 20%-ით არის შემცირებული. ბიზნესმენი შემოღებულ რეგულაციებს მეტისმეტად ხისტს უწოდებს, მიუხედავად ამისა, რომ თავადაც თვლის ეროვნული ბანკის მიზნის სისწორეს.

„ჩემი აზრით, ქვეყანში არსებული ჭარბვალიანობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ მიზანი არის სწორი, მაგრამ აქ საყურადღებოა რამდენად მართებული ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა - ნაბიჯები იყო ხისტი. სებ-ს შეეძლო რბილი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ერთ-ერთი რეგულაცია რომლის მიხედვითაც დაუზუსტებელი შემოსავლით გაცემული სესხები 25 პროცენტზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე შეიძლება ყოფილიყო 40-პროცენტიანი ზღვარი, შემდეგ 30%-იანი დროის ამ ინტერვალში კი ბიზნესიც და მოსახლეობაც მოახერხებდა ადაპტაციას.

ჩვენ ისე სწრაფად მივიღეთ ახალი რეგულაციები, რომ მე მგონი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე მოახდენს გავლენას და მოახდინა კიდეც. ფაქტია, რომ ეკონომიკურმა ზრდამ აგვისტოში 2 პროცენტი შეადგინა. ჩემი აზრით, ეს არ იყო ერთჯერადი მოვლენა და უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ ველოდები, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი იქნება“, - აღნიშნავს ანზორ ქოქოლაძე.

რა იქნება ორი კვირის შემდეგ, როცა საკრედიტო შეზღუდვები კიდევ უფრო დამძიმდება? სავარაუდოა, რომ ბიზნესს მეტად გაუჭირდება, რაც ეკონომიკაშიც გამოიწვევს ცვლილებებს.

საბანკო ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ფიქრობს, რომ ბიზნეს სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაა აუცილებელია და პირდაპირი ნაბიჯების გადადგმა მათ გარეშე არ არის მიზანშეწონილი.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი ვარ და გამიჭრიდება გითხრათ, რომ იყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეს დებულებულები ფორსირებულად ინერგება. იმაზეც გამიჭრიდება პასუხის გაცემა იყო, თუ რატომ არ იყო კომუნიკაცია და შეხვედრა სხვადასხვა ასოციაციასთან?

ამის ასახვა არ მოხდება მხოლოდ ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ეს რეალურად ყველას შეეხება. ვერ დაფინანსედება არა მხოლოდ ახალი მსესხებლები, არამედ არსებულებიც ვეღარ დაიმატებენ სესხს“, - აცხადებს ძნელაძე „ბიემთან“.

ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის და ბრძანება რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი;

2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი;

3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი;

4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა კი 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს;

ნანახი?- 312

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80