სელენა გომესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
Yellow

სელენა გომესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

სელენა გომესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
okmagazine.ge

2018-10-11 19:00:10

26 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - სელენა გომესი, ბოლო დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა. TMZ-ის ცნობით, მომღერალი მენტალური პრობლემების გამო სერიოზულ თერაპიას გადის.

პრობლემები მომღერალს გასულ თვეში დაეწყო, როცა  საავადმყოფოში გადაყვანა ორჯერ დასჭირდა.

მომღერალმა საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა, ემოციურ პრობლემებს თირკმლის ტრანსპლანტის გამო გამოწვეული გართულებებიც დაემატა, რამაც ორგანიზმში სისხლის უჯრედების რაოდენობა  საგრძნობლად შეამცირა.

აღნიშნულმა პრობლემებმა მომღერლის დეპრესია გამოიწვია და ამჟამად ფსიქოთერაპიას გადის.

მომღერლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და პაპარაცების ყურადღება, რა თქმა უნდა, ჯასტინ ბიბერმაც მიიპყრო, რომელსაც სელენასთან ხანგრძლივი რომანი ჰქონდა, ამჟამად კი, ჰეილი ბოლდუინზეა დანიშნული.

მომღერალი გუშინ საღამოს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ეკლესიაში ვიზიტის დროს დააფიქსირეს, რაც გულშემატკივრებმა სელენას მდგომარეობას დაუკავშირეს.

 

 

 

 

 

 

ნანახი?- 439

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80