8 მარტივი მიზეზი, რომელიც ლამაზს გხდის
Yellow

8 მარტივი მიზეზი, რომელიც ლამაზს გხდის

8 მარტივი მიზეზი, რომელიც ლამაზს გხდის
marao.ge

2018-10-11 20:11:42

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ ვარცხნილობაში ან კარიერულ წარმატებაშია? რაში იპოვით სილამაზის საიდუმლოს თქვენთვის?

1. სულიერი სიმშვიდე

ცხოვრება თავისით იქცა ხელოვნებად, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, ის სრულყოფილებამდე მივიყვანოთ. სულიერი წონასწორობა აბსოლუტურად ბუნებრივად უნდა მოვიდეს, როგორც ტალღები ან უბრალოდ სუნთქვა. როდესაც თავისუფალი წუთი გექნებათ, შეეცადეთ, წყნარ, მშვიდ ადგილას განმარტოვდეთ, დახუჭოთ თვალები და სუნთქვითი ვარჯიში გააკეთოთ, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ.   

ისუნთქეთ ღრმად. ეცადეთ, ამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ჩასუნთქვა.

შეიგრძენით სუნთქვა, როგორ შედის გრილი ჰაერი თქვენს ფილტვებში. ეს ტექნიკა გამოგადგებათ ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ნერვები გიღალატებთ და გადაიღლებით.

2. ცოტა ეგოიზმი

შავი პერიოდი ცხოვრებაში ჩვენს გარეგნობაზეც აისახება. თვალების ქვეშ მუქი ჩრდილები ჩნდება. არსებობს უკუკავშირი: გვგონია, რომ ჩვენი წარუმატებლობები იმის ბრალია, რომ ცუდად გამოვიყურებით. რეალური მიზეზი კი უკანა პლანზე გადადის. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი უიმედოდ გვეჩვენება, საკმარისია, უბრალოდ ცოტა დრო გამოუყოთ საკუთარ თავს. გაიკეთოთ ლამაზი მანიკიური, ვარცხნილობა - აიმაღლოთ თვითშეფასება. გარეგნობაზე ზრუნვამ უნდა შთაგაგონოთ.

3. სურნელი

ეჭვგარეშეა, რომ სურნელის ალქიმია განწყობაზე მოქმედებს და თვითშეფასების კოეფიციენტს მაღლა სწევს. ლანდიშის, ვარდის, ეთერზეთების, ვანილის, ფიჭვის და ა.შ. სუნი სტრესს ხსნის. მიიღეთ არომატული აბაზანა და დაისხით სუნამო.

4. სასიხარულო ემოციები

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილი საუკეთესო საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ. როდესაც ვიღიმით და ვიცინით, ჩვენ ნეგატიური ემოციებისა და მძიმე ფიქრებისგან ვთავისუფლდებით.

5. ენერგიული გარბენ

ეს იდეალური საშუალებაა რთული დღის შემდეგ დაძაბულობის მოსახსნელად. ეცადეთ დღეში მინიმუმ 25 წთ ირბინოთ. სირბილის დროს მოუსმინეთ მუსიკას. ჯერ სიარულით დაიწყეთ და ტემპს ნელ-ნელა მოუმატეთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ უცბად არ უნდა გაჩერდეთ.

6. იდეალური მაკიაჟი

არ შეგეშინდეთ, რომ მაკიაჟის კეთებისას ბევრი დრო დაგეხარჯებათ. ნუ იჩქარებთ. დატკბით ყოველი წუთით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კოსმეტიკის წასმა საკუთარ ძალებში გვარწმუნებს და თვითშეფასებაც იზრდება.

7. მზის სხივები

მზის უარყოფით ზემოქმედებაზე ვიცით, მაგრამ მის სხივებს დადებითი ეფექტიც აქვს - მას შეუძლია დეპრესიისგან განკურნება. ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ადუნებს კუნთებს და ორგანიზმს გამძლეობას მატებს. 15 წთ სეირნობა დილაობით საკმარისი იქნება, რომ აუცილებელი ენერგია მიიღოთ.

8. სწორი მიდგომა

იმისათვის, რომ სილამაზის შეგრძნება მუდამ გვქონდეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო. დღე ისე უნდა დავგეგმოთ, რომ აუცილებლად დაგვრჩეს დრო საკუთარი თავისთვის. შეადგინეთ საკუთარი ”სილამაზის დღიური”, სადაც ჩაიწერთ ყველა დაგეგმილ სილამაზის პროცედურას, დიეტას და ვარჯიშების კურსს.

 

 

 

ნანახი?- 199

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80