რატომ გაიზარდა ინვესტორებში უკმაყოფილება
ეკონომიკა

რატომ გაიზარდა ინვესტორებში უკმაყოფილება

რატომ გაიზარდა ინვესტორებში უკმაყოფილება
ბექა დანელია

2018-10-11 20:16:20

ბოლო პერიოდში მთავრობამ სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ინვესტორებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში. ოპოზიციას და ექსპერტებს რომ თავი დავანებოთ, ხმა ამოიღეს ისეთმა უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებიც საქართველოში ასელობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება აქვთ განხორციელებული.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ბიზნეს გარემოზე, უცხოურ ინვესტიციებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველო დღეს ეკონომიკის მიმართულებით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პრობლემის სათავე კი სახელისუფლებო წრეებშია.

„ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომლის ინვესტიციაც 1 მილიარდი ევრო დაჯდა. პროექტი ესტონელმა ინვესტორმა განახორციელა და იქ უამრავი ბიზნესმენი გახლდათ ევროპიდან. თითქმის ყველას პირადად ვესაუბრე და აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტული აღარ არის. შედეგად შენელებულია თავად ინვესტიციების მოზიდვის ტემპიც და უშუალოდ ინვესტორების სანდოობის კოეფიციენტიც კლებულობს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის.

თუნდაც ესტონელი ინვესტორი, რომელმაც ამხელა მასშტაბის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და წესით, მთავრობა უნდა იყოს მადლობელი და ხელშემწყობი, ხდება პირიქით. მას აქვს სეროზული პრობლემები ჩვენს ოფიციალურ თანამდებობის პირებთან, რადგან, როგორც ჩანს, ისინი რაღაცებს სხვაგანაც ათანხმებენ, იღებენ ნებართვას შეხვდენენ თუ არა კონკრეტულ ინვესტორს და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ცუდად მოუბრუნდეთ ყველაფერი“, - განუცხადა „კომერსანტს“ უსუფაშვილმა.

თავად ბიზნესმენი, ოლეგ ოსინოვსკიც ღიად საუბრობს პრობლემებზე, რომელიც საქართველოში ინვესტირებას სდევს თან. მისი აზრით, მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტი აღარ არის.

„ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური, მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის პრეზენტაცია რომ იმართებოდეს. აი, მაგალითად, გერმანიაში რომ იხსნებოდეს, თავად მერკელი მოვიდოდა. აბა, მიმოიხედეთ, ხედავთ აქ სადმე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს? ამას ვგულისხმობ, როდესაც დამოკიდებულების ცვლილებაზე ვსაუბრობ. როგორც ჩანს, დღეს ხელისუფლებას და მთავრობას სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს და არა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შენარჩუნება ქვეყანაში“,- ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

სულ სხვაგვარად ფიქრობენ და მეტყველებენ მთავრობის წარმომადგენლები. მათი აზრით, ხელისულების სამი მთავარი პრიორიტეტთაგანი ინვესტიციები და ინვესტიციების მოზიდვაა. „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ეს ნამდვილად ასეა.

„პრიორიტეტია ინვესტიციები. მთავრობა უყურებს ეკონომიკის განვითარების ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას. ყველა განვითარებად ქვეყანაში ერთნაირად მოხდა და ჩვენც ამას ვაპირებთ - პირველ რიგში, შემოდის დიდი ინვესტიცია, ინვესტიციას აქვს ძალიან დიდი გავლენა მუშახელის დასაქმებაზე. შემდეგ ეს ზემოქმედებას ახდენს ექსპორტის პოტენციალის ზრდაზე და ტექნოლოგიების დანერგვაზე“, - აცხადებს ხიდურელი.

საპირისპიროს ამბობს სტატისტიკური მონაცემები. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 676.2 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება.

ნანახი?- 724

arichopra 2

2018-10-11 20:25:00

რას ეხება ეს მილიარდიანი (დოლარია, ევროა, ლარია???) პროექტი? თუ საჯარო პრეზენტაცია შედგა მაშინ საიდუმლო არ უნდა იყოს, ხომ ასეა?! ჰოდა გვითხარით ჩვენც, წავალთ შავ მუშად მაინც ვიმუშავებთ! ვახ კაცო ეს რა უბედურებაა, რა უთავბოლობაა?!

arichopra 2

2018-10-11 20:26:06

ვინმე პრეზენტაციას, რომ ატარებს მოსაწვევებს არიგებს მნიშვნელოვან პირებზე, ხომ ასეა?

arichopra 2

2018-10-11 20:52:39

ვინმე პრეზენტაციას რომ ატარებს მოსაწვევებს არიგებს მნიშვნელოვან პირებზე, ხომ ასეა?

tngh

2018-10-12 13:58:17

მთელი მსოფლიო იმის ძებნაშია, როგორმე ადგილი გამონახოს ჰესის ასაშენებლად. ჩვენთან ადგილიც არის, ინვესტორიც გამოჩნდება და აყაყანდებიან დილეტანტ-პოპულისტები... არიქა, საქართველო იტბორება და ჭაობდებაო... მსგავსი მდგომარეობაა მშენებლობებზეც... არიქა, ხე და კლდე იყრებაო... ეხლა ჩინელ ინვესტორებს მიადგნენ, რომ როგორმე დაბლოკონ რკინიგზის, სახმელეთო ტრასების და პორტების მშენებლობები. ყველაფერი ეს კარგად ორგანიზებული საბოტაჟია საქართველოს მიმართ და არაფერი კავშირი არ აქვს ბუნების დაცვასთან. სასწრაფოდ მისაღებია მკაცრი კანონი საბოტაჟის წინააღმდეგ... თანაც გვიკვირს, რომ ინვესტიციები მცირდება...

თენგო

2018-10-12 14:18:38

სამაგიეროდ არ მცირდება ე.წ."ინვესტიციები" სტრიპტიზ-ბარებზე ,კაზინოებზე, ბორდე-ლებზე,
მასაჟის სალონებზე ,და უძრავი ქონების შემსყიდველ სააგენტოებზე!!! გაიყიდა ქვეყანა ,თურქების
და ირანელების დროის გასატარებელ ადგილად იქცა ჩვენი შვილების გახრწნის ფასად!!! ხალხო
გაიღვიძეთ!!!!!!!!!!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80