4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ოქტომბერში ვალებს გაისტუმრებს
Yellow

4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ოქტომბერში ვალებს გაისტუმრებს

4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ოქტომბერში ვალებს გაისტუმრებს
astrologi.ge

2018-10-11 22:09:34

ვალები გაქვთ? ამაში გასაკვირი არაფერია. საქართველოს ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. ოქტომბერი გამონათება აღმოჩნდება ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის. ამ თვეში ისინი ვალების გასტუმრებას მოახერხებენ.

კირჩხიბი

კირჩხიბს არაფერი აშინებს ისე, როგორც უფულობა, ამიტომ თუ ”შავი დღისთვის“ გადადებული თანხაც კი დაეხარჯა - რომელსაც მხოლოდ უკიდურეს გაჭირვებაში ხარჯავს - პანიკაში ჩავარდნილი, აუცილებლად აიღებს ვალებს. კირჩხიბი ხომ ეკლებზე ზის, თუ მაცივარი ცარიელი აქვს, ვერც საქმეზე ახერხებს კონცენტრაციას და განწყობაც საშინლად აქვს გაფჭებული. ამ თვეში კრიჩხიბი თანხის უკან დაბრუნებას მოახერხებს.

ქალწული

უფულობა ყოველთვის განხეთქილების ვაშლად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ბავშები ჰყავთ. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და დაკისრებული  ვალდებულებებისთვის  ღირსეულად თავის გასართმევად  ქალწული ვალების აღებას არ ერიდება. მისთვის მთავარია იცოდეს, რომ საყვარელი ადამიანების დაპურებას მოახერხებს, ან მათთვის წამლის შეძენას, მოულოდნელად ავად გახდომის შემთხვევაში. მზრუნველო ქალწულებო, ოქტომბერში თქვენც გაისტუმრებთ ვალებს.

სასწორი

ოქტომბერი კარგი თვეა სასწორებისთვის! ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ცხოვრების არა ერთ ფლანგზე ელოდებათ საინტერესო მოვლენები და სიახლეები, მათ შორის ფინანსებში. სასწორებს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ, რომ როგორც კი ფულს მოიგდებენ ხელში, ვალები გაისტუმრონ და ამოისუნთქონ. როგორც იქნა, დადგა ის თვე, როცა მძიმე ლოდს მოიშორებენ მხრებიდან. ნასესხები თანხა წარსულს ჩაბარდება, მთავარია ფული სხვა რამეში არ დაგეხარჯოთ.

მორიელი

მორიელს  ნასესხები თანხა მოსვენებას უკარგავს, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვალში ყოფნა არ უყვარს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალ-ღონეს არ იშურებენ თანხის გამოსამუშავებლად, რადგან სჯერათ, რომ ძალაუფლება ფულშია! გასაკვირი არ არის, რომ მორიელი  შესაბამისი თანხის შოვნას მოახერხებს ოქტომბერში. ნოემბრიდან კი ფულს ვალების  გასტუმრებას კი არა,  მიზნებთან მიახლოებას მოახმარს.

 

 

 

ნანახი?- 708

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80