ოქუაშვილი „რუსთავი 2“– ს ფარული ჩანაწერებით ამარაგებს
ბლოგი

ოქუაშვილი „რუსთავი 2“– ს ფარული ჩანაწერებით ამარაგებს

ოქუაშვილი „რუსთავი 2“– ს ფარული ჩანაწერებით ამარაგებს
მართა ლაბაძე

2018-10-12 09:30:26

„მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“, – ასე აფასებს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერს, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები ტრადიციულად – ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი ფიგურირებენ.

ფარულ ჩანაწერში, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო, რასაც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზაზა ოქუაშვილი. გარდა ამისა, „რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერიის მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.

ვანო ჩხარტიშვილი ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებს. მისი თქმით, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე „სკანდალურია“.

„ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“–ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდავო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“–ს და „იბერიას“ ეთერში გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად.

„ისე, ხალხს, სამი წლის წინანდელი გადაკეთებული ჭორაობების ყურებაში უკვე ჩაეძინა და რაღაც ახალია საჭირო. ამიტომ დავაანონსებ, რომ ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე, რომ მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

„რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს მმართველი გუნდი და მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ზაზა ოქუაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი წარუმატებელი სპექტაკლი.

„ყოველდღიურად ვისმენთ წვეთ–წვეთად გამოშვებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათი მედიასაშუალებებიდან, რომლის ინტერესებსაც ამ შემთხვევაში დაემთხვა ოქუაშვილის ინტერესები. ოქუაშვილის ინტერესები, თავის მხრივ, არის გადასახადების დამალვა და ეს არის ჩვეულებრივი წარუმატებელი სპექტაკლი, ნეგატიური პიარკამპანია, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილისკენ. იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

უმრავლესობაში თანხმდებიან, რომ ფარული ჩანაწერებით ომმა უკვე ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ სერიოზული პასუხის გაცემაც უხერხულია. მაგრამ ასე არ თვლიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრები უარყოფენ, რომ ოქუაშვილი მათი, კერძოდ კი, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებს. მეტიც, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არ უკვირს ჩხარტიშვილის და ნარიშკინის მოლაპარაკება, რომ დახმარება გაეწია სააკაშვილის ჩამოგდებაში.

„ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში. როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით – მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის.

კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წარმოიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერის სანდოობას ეჭვის ქვეშ არ აყენებენ „ევროპულ საქართველოში“. როგორც ირმა ნადირაშვილი აცხადებს, თუ აქამდე ლევან ყიფიანი გვეუბნებოდა, რომ სხვადასხვა დუბლებს აკეთებდა და ვარჯიშობდა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად, ახლა ალბათ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა.

„ის, რაც ჩანაწერში მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, რადგან ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ტრაბახობს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობით. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ის აღიარებს, რომ ამაში დახმარება სთხოვა ქვეყანას, რომლის ტანკებიც თბილისიდან ძალიან ახლოს დგანან. თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, მაშინ ერთადერთი შეფასება არსებობს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი სამშობლოს ღალატი.

თუმცა, პროკურატურა ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას კარგ ვითარებაში ნამდვილად არ ხვდება. თუ აქამდე ჩვენ ბატონი ყიფიანი გვეუბნეოდა, რომ სხვადასხვა დუბლებს აკეთებდა და ვარჯიშობდა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად, ახლა ალბათ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

ნანახი?- 1651

cugo

2018-10-12 10:22:28

ირმა ნადირაშვილს
---------------
შენ ხმას როგორ იღებ,ნაძირალა დედაკაცო.რა ფასი და წონა აქვს შენისთანა ჯალათი ადამიანის ნათქვამ სიტყვას.შენ არ იყავი,უდანაშაულოდ დაჭერილ,ციხეში ნაწამებ ფოტოგრაფს ტელეფონზე რომ უთხარი:,,რომ მიეთრეოდი მიტინგზე აბა რა გეგონაო,,,როცა ის ციხიდან გამოვიდა და პირადი ნივთების მისაღებად დაგიკავშირდა პრეზიდენტის სასახლეში.დღეს გამოდიხარ და ხალხს ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე ელაპარაკები.სამარცხვინოა შენისთანები რომ ზიხართ პარლამენტში.ერთი რამ დაიმახსოვრეთ კარგად.თქვენ,ნაცბანდიტები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში შეხვალთ თქვენი გვარ-სახელებით და ფოტოებით,სადაც მოთხრობილი იქნება თქვენი 8 წლიანი ,,ნამოღვაწარი,,.აქვე იქნება ფოტოები მიტინგების სისხლიან დარბევებზე,ადამიანების ქუჩაში ჩახოცვაზე,ციხეებში პატიმრების წამებაზე,მოთხრობილი იქნება თქვენი ავანტურისტული და მოღალატეობრივი ქმედებით როგორ ჩაითრიეთ ქვეყანა რუსეთთან ომში და როგორ ჩააბარეთ ტერიტორიის 20% რუსებს და სხვა თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე.ამ სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა თქვენს შთამომავლობას და თქვენი კრიმინალური წარსულის გამო ეშინოდეთ იქნება იმის გამხელა რომ მათი წინაპრები იყავით,რათა ამხანაგებმა არ წამოაყვედრონ თქვენი კრიმინალური და ჯალათური საქმიანობის შესახებ.აი ეს დაუტოვეთ ,,სამაგალითოდ,,თქვენ თქვენს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს.

tngh

2018-10-12 13:20:26

ეს დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერები ტ/კ "რუსთავი 2"-ის მორიგი შემოქმედებითი "შედევრია"...

natali

2018-10-12 14:07:44

ვთქვათ და არაა ფალსიფიცირებული.

ფარული მოსმენები და მერე მათი გავრცელება დასჯადი აღარაა? შეგვიძლია ასე თავისუფლად ჩავიწეროთ, გადავიღოთ ფარულად რაღაცეები და მერე ქვეყანას ვაჩვენოთ? ფარული ჩანაწერებით შანტაჟის დრო გრძელდება????

tinia

2018-10-12 17:32:55

მართლა ეს ჩვენი ასო-ები მთელი ხმით რომ გაკიოდნენ მოსმენების გასაღები ვის ექნებაო,კამპანია რომ ჰქონდათ ნუ გვისმენთოოო დამისთანები.ახლა აღარც გასაღები აინტერესებთ და აღარც კარები? საიდავაც ეს სერიალები ქარის სიჩქარით მოფრინავს?თუ ეს კანონიერი და მათთვის სასარგებლო ჩანაწერებია.ვერ მოგართვით მაინც ვერ ჩამოვა თქვენი ბელადი,ნუ თუ მატროსოვის აპარტამენტებს არ ჩავთვლით...))))

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80