23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით დაახრჩვეს
ბლოგი

23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით დაახრჩვეს

23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით დაახრჩვეს
"რეზონანსი"

2018-10-12 13:40:39

სოფო წიკლაური, რომელიც ათენში გარდაცვლილი იპოვეს ტელეფონის დამტენის შნურით არის დამხვრჩვალი, - ამის შესახებ განცხადება საბერძნეთში ქართელი ემიგრანტი აკეთებს.

"სანამ გამოძიება არ დამთავრდება, წინასწარ არავინ არაფერს არ ამბობს. მაგრამ ქართველმა ემიგრანტამ გოგონებმა ექსპერტისგან პირველადი ინფორმაცია მოისმინეს - გოგონა მოკლულია. ტელეფონის დამტენის შნურით არის დამხვრჩვალი. სოფო მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. ჰყავს მეუღლე, რომელიც საბერძნეთში ქურდობისთვის არის დაკავებული. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს გარდაცვილილი გოგონას დედაც, თუმცა სოფოს დედასთან კონტაქტი არ ჰქონდა. სოფო რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, ის გიჟი დედა იყო, შვილს სულ თვალებში შესციცინებდა და თავს არ მოიკლავდა", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ქართველი ემიგრანტი.

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტების პირველადი ინფორმაციით, სოფო წიკლაური მოკლულია. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნანახი?- 949

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80