ნაცი ანუ ნაწყლი
ბლოგი

ნაცი ანუ ნაწყლი

ნაცი ანუ ნაწყლი
დავით ზარდიაშვილი

2018-10-13 12:00:08

„განა რა არის მთელი მათი საარჩევნო კამპანია, თუა არა ოდენ ეს - სალომეზე ბოროტი ყაყანი?! ხოლო ვისცზეც ეს ყაყანი არა ჭრის და ვერც გაჭრის, უკვე ღიადაც ემუქრებიან! ბუნებრივია, ამ მუქარისა არც არავის შეეშინდება, ისიც უკუღმართული, ასევე ნაწყლური, ცრუ და ყალბია, ისიც მხოლოდ საყაყანოდაა გამოგონილი! ყველა მათი საარჩევნო ცრუ დაპირება ასევე ერთ მიზანს ემსახურება: თუნდაც ეს ლოზუნგი რად ღირს - „თქვენსა და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა დგას“, რომ გაიძახიან! აქაც 400 ლარიანი პენსია კი არა, არამედ ნეგატივი, ისევ და ისევ შავი ფიარი - ბიძინას ლანძღვა და მერე ამაზე ყაყანია მთავარი!“

მართლაც გამაოგნებელი და საბედისწერო დამთხვევაა: „ნაცი“ ანუ „ნაწყლი“ სულხან-საბას ლექსიკონში სიტყვა-სიტყვით „უკანალს“ რომ ნიშნავს! ვეფხისტყაოსნიდან: „კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი“.

სააკაშვილის პარტიისთვის ეს სიტყვა სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. ეს ამ საარჩევნო კამპანიაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა!

ნაცები ჭეშმარიტად ნაწყლები არიან, მათი ნაცური ზნე მყარი და უცვლელია. უკუღმართობა, ნაწყლობააა ამ ზნის არსიცა და მთავარი ნიშანიც!

...რასაკვირველია, ქ-ნ სალომეს იმთავითვე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, რადგან მოსკოვსა და პარიზს შორის არჩევანი, ვისთვისაც საქართველო ბუნებრივად სწორედაც ევროპული ქვეყანაა, მეტისმეტად მარტივია! მართლაც:

ერთი კანდიდატი თავისი გამოცდილებით ფრანგი, ხოლო მეორე კი - რუსი დიპლომატია. ერთი კანდიდატი თავისი ღირებულებებით თუ შეხედულებებით, თავისი, თუ გნებავთ - იდენტობით, ევროპულ ცივილიზაციას წარმოადგენს, ხოლო მეორე კანდიდატი - ისევ რუსეთს!

 ერთი კანდიდატი სახელმწიფოს მეთაურის ადგილას - საქართველოს ევროპისგან განუყოფლობის, ე.ი. მსოფლიოში მისი ნამდვილი ადგილის ნათელი დემონსტრირებაა, შინ თუ გარეთ საყოველთაო ნიშანია ყველასათვის, ვისაც თვალნი ასხია დასანახად და ყურნი სასმენად, რომ საქართველოს მიერ ამ თავისი ისტორიული ადგილის დაკავება უკვე სამომავლოდაც მყარია და შეუქცევადი!

ხოლო ამის საპირისპიროდ - რუსი დიპლომატის საქართველოში გაპრეზიდენტება, არა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ნაცს უკავია ამ ქვეყანაში პირველი ადგილი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით იმისაც, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ არ დგას თავის ადგილას და ისევ ნაწყლშია!

ეს იმდენად მკაფიოა, რომ თუ ეს საარჩევნო დილემა ნაცურად ანუ უკუღმართულად არ შეიფუთა, არჩევანიცა და არჩევნების შედეგებიც იმთავითვეა ცხადი!

სალომესათვის მორალატეობისა და სხვა ათასი უბედურების უტიფრად დაბრალება ამ ნაწყლური შეფუთვის საფირმო იარლიყია, ნაცების მიერ საარჩევნოდ თავსმოხვეული! ყალბი ეტიკეტი, გულუბრვილო მყიდველის დასაბნევადა და გასაბრიყვებლად მოგონილი! მათი საარჩევნო ფიარი არა იმდენად თავისი კანდიდატის - ე.ი. ვაშაძის წარმოჩენას, რამდენადაც მთავარი კონკრენტის ნაწყლურად შესაფუთად არის სტრატეგიულად დადგმული, თავიდან ბოლომდე ოდენ ე.წ. შავი ფიარია! არც ისაა შემთხვევითი, რომ ეს ფიარი რუსმა ფიარ-ტექნოლოგებმა დაგეგმეს და საქართველოს ისევ რუსულ-ნაწყლური აბდა-უბდა უნდათ თავს მოახვიონ!

შუაზეც რომ გასკდნენ და გაიფხრიწონ, ნაცი რომ ნაწყლია, ამას ვერაფრით ვერ შეცვლიან და ვერც დამალავენ! ყოვლად სამარცხვინოები არიან და არც არაფერი გააჩნიათ თავის წარმოსაჩენი. აბა, რა წარმოსაჩენია წინასაარჩევნოდ, რომ ვაშაძის ყველაზე შესანიშნავი მიღწევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინოვნიკობაა? ან ის როგორ უნდა აფიარონ, რომ ეს სისხლით-ხორცამდე ჭეშმარიტად რუსი დიპლომატი აგვისტოს ომში რუსეთის მოქალაქეობას, ე.ი. დაუძინებელი მტრის სახელმწიფოსთან სამართლებრივ კავშირს ჯიუტად უფრთხილდებოდა და უარესიც: ღიად და საჯაროდ გვიმტკიცებდა, რომ თურმე რუსები არაფერ შუაში არ არიან, ოსი სეპარატისტები გვებრძვიან და თავად, როგორც რუს დიპლომატს, ოსების დროულად შესაჩერებლად მეგობრებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება! როგორ გამონახა, ხომ გვიჩვენა კიდეც: 20% საქართველოს ტერიტორიისა მის კოლეგა-მეგობრებსა და მოკავშირეებს აქვთ ოკუპირებული და ფაქტობრივად ანექსირებული. აი, რუსი დიპლომატის „წარმატება“ და „მიღწევა“ საქართველოსთვის!

ბუნებრივია, ეს „წარმატება“ ხალხს უნდა როგორმე დაავიწყონ, რამდენადაც მოხერხდება, უნდა დაუმალონ და სხვაგვარად, თუ არა კონკურენტისთვის უკუღმართული, ნაწყლური, ე.ი. გამაოგნებლად უტიფარი იარლიყების მიწებებით, როგორ მოხერხდება?! ხალხმა არა მისი „მიღწევები“ უნდა შეაფასოსა და განსაჯოს, არამედ მხოლოდ „სალომეს მოღალატეობაზე“ უნდა იყაყანოს. შავი ფიარის, ლანძღვა-გინებისა და ბოროტი ჭორების გავრცელების მართლაც რომ უბადლო მანქანა, ამ ყაყანის ასატეხად - „რ-2“, ხომ მუდამ დაზეთილ და ცინცხალ მდგომარეობაშია? ჰოდა, დაიწყეს ამ ნაცური იარლიყების დღედაღამ „რ-2“-ით ტირაჟირება და ააყაყანეს კიდეც მთელი ქვეყანა!

განა რა არის მთელი მათი საარჩევნო კამპანია, თუა არა ოდენ ეს - სალომეზე ბოროტი ყაყანი?! ხოლო ვისცზეც ეს ყაყანი არა ჭრის და ვერც გაჭრის, უკვე ღიადაც ემუქრებიან! ბუნებრივია, ამ მუქარისა არც არავის შეეშინდება, ისიც უკუღმართული, ასევე ნაწყლური, ცრუ და ყალბია, ისიც მხოლოდ საყაყანოდაა გამოგონილი! ყველა მათი საარჩევნო ცრუ დაპირება ასევე ერთ მიზანს ემსახურება: თუნდაც ეს ლოზუნგი რად ღირს - „თქვენსა და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა დგას“, რომ გაიძახიან! აქაც 400 ლარიანი პენსია კი არა, არამედ ნეგატივი, ისევ და ისევ შავი ფიარი - ბიძინას ლანძღვა და მერე ამაზე ყაყანია მთავარი!

„კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“. არცა ნაცი არ გასწორდება: ნაწყლობას არ მოიშლის, რადგან, როგორც სულხან-საბას ლექსიკონშია, „ნაცი“ და „ნაწყლი“ სინონიმებია!

და კიდევ ერთიც: ამ საარჩევნო კამპანიაში ყველა, ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ასევე ხედავს: „ევროპული საქართველო“ მხოლოდ ყალბი ეტიკეტია! თუნდაც მხოლოდ იმიტომაა ყალბი, რომ მთავარ კონკურენტს იმავე, ნაწყლური „შავი ფიარით“ უტევს. მარტო ესეც, სხვა აშკარა არგუმენტებსაც რომ ყურადღება სულაც არ მივაქციოთ, საკმარისია და ნათლად აჩვენებს, რამდენად უადგილოა ნაცებთან დაკავშირებით სიტყვა „ევროპულის“ ხსენება! ე.წ. ევრო-ნაციც ევროპულ ტანსაცმლიანი, მაგრამ მაინც - ნაცია. ევრო-ეტიკეტს თუ ააცლი - მაინც შიშველ-გადარეული ნაწყლი, ე.ი. ჩოყლაყი და მისი ამჟამინდელი ყოვლად სასაცილო საარჩევნო შეფუთვა, მისი ცრუმაგიერი კანდიდატი, არც თუ ისე ცნობილი რუსი დიპლომატი - ვინმე გრიშა, შეგრჩება ხელთ!

ნანახი?- 2895

serapina

2018-10-13 15:31:44

ამ,ნაცებს რომ აღარაფერი უშველით,ეს ცხადია!

ახლა,სხვა რამ მაინტერესებს.
1. არავინ ავალდებულებდა ივანიშვილს "ევროპას რომ გააოცებდა, ისეთი დენოკრატიის აშენებას"!
ხალხი,მას მაინც მისცემდა ხმას,ორი მიზეზით: პირველი,ოღონდ ნაცები არა... და მეორე,თანაც გადამწყვეტი, ფულიანი კაცია და ქვეყანას მოახმარსო("ქართული ოცნება"...პოლიტიკური კონტექსტის გარეშე).

2. მინიმუმ ის მაინც ეკონტ/როლებია რომ "უნახავმა რა ნახა" არ დამართოდა ჩვენს პოლიტ(ბნ)ელიტას!
ამის კალკულირება,მიზანდასახულ მილიარდელს უნდა შეძლებოდა,არა?!

3. ისევ 90 იანებში აღმოვჩნდით!
ცრუსთავი-2 არ მიმაჩნია ჭეშმარიტების მღაღადებლად მაგრამ...
ფაქტებს(და კადრებს) ვერ გავექცევით. ისეთი სახლები უშენებიათ,ამ დამშეული ხალხის "პატ/რონ პოლიტიკოსებს" რომა...

ზუსტად,მაღალჩინოსნების სურათებს გვიფრიალებდა თავის დროზე,ნორჩი მიშა...
მერე,მიშას მაღალჩინოსნების კარ-მიდამო გვიფრიალეს ცხვირწინ..
...და ახლა, ივანიშვილისა და მიშას(ყოფილი და ახლაც ფუფუნებაში მყოფი) მაღალჩინოსნების, მდიდრული ცხოვრების კადრებს გვიფრიალებენ.

ასე რომ, არსად არ "წავსულვართ"! ისევ, იქა ვართ!

ახლა,ამას გნებავთ შავი პიარი დავარქვათ,გნებავთ უცხვირ-პიროების პოლიტიკა...
კადრები,იმაზე მეტს ამბობენ,ვიდრე სიტ/ყვები...თუნდაც ეს,ცრუსთავი-2 ის ეთერიდან ჩანდეს.







serapina

2018-10-13 15:53:40

ახლა,რაც მაინტერესებს.
ამ ცრუსთავი2-ის კურიერის ანონსში ჩანს რომ, ერთ-ერთ ექიმს,თავის საბანკო ამონაწერს ჟურნალისტი აჩვენებს.
(მთავარი მიზანი არის იმის წარმოჩენა, რომ ამ ექიმებს კრედიტები აქვთ და სალომე ზურაბიშვილს,თურმე "ქართული ოცნების " დავალებით შესწირეს ფული...
პატივცემულო ოცნებავ,თქვენ რატომ ვერ ადასტურებთ და იკვლევთ,რა თანხებით საზრდოობს ნაცნოძრაობა დღემდე?)

მე,ის მაინტერესებს, ჟურნალისტმა საიდან მოიპოვა ვიღაც ექიმის საბანკო ამონაწერი. ეს,საქართველოში ლეგალურია?
(გამოდის, რომ ბანკი კლიენტთან შეუთანხმებლად გასცემს,ამავე კლიენტის საფინანსო დეტალებს?!

თუ პ/როკურატურაში საქმეა აღძრული ამ კლიენტზე,გასაგებია რომ ბანკი ვალდებულია,გადასცეს ინფორმაცია,მხოლოდ შესაბამის ორგანოს!

...სხვა შემთხვევაში,ხომ კლიენტის უფლება უხეშად ირღვევა?!
ნაციონალებს,არ შერცხვებათ ასეთი გზებით მოპოვებული მასალით,ხალხი დააბოლონ მაგრამ...
გამოდის,მინიმალურ დონეზეც (არ გვაქვს?) ვერ ვიცავთ კანონებს...
...და მაშინ 9 წელის წამოძახებას,იმ მექანიზმებისათვის მიგეხედათ,რაც თქვენს ხელთ იყო,არ ჯობდა?! ევროპას,კი ვერ გააკვირვებდით მაგრამ... თქვენს მოსახლეობასთან, თავის გასამართლებელი მაინც გექნებოდათ).

ყველა ჯერზე მოგიგოთ სააკაშვილმა!
...თუ,აგებიებთ?! საკითხავი,აი ეს არის!

მე,არც იმ კურიერს ვნახავ სავარაუდოდ... და რომც ვნახო,ნაცების მიმართ აზრს მაინც ვერავინ შემაცვლევინებს...
ხალხის მასებზე კი იმოქმედებს...თქვენდა საწინააღმდეგოდ...

პ.ს.ერთხელ,თინა ხიდაშელმა სააკაშვილთან მიმართებაში თქვა: რატომ მივცეთ ხელში იარაღი და ვიოცნებოთ რომ, არ ისვრის?!
როცა საერთოდ არ ექნება იარაღი,უბრალოდ ვერ ისვრისო!
თქვენ კიდევ, მიშა და მისი დამქაშები,კბილებამდე შეაიარაღეთ და... იმის იმედი გაქვთ რომ,არ გესვრით?!


arichopra 2

2018-10-13 16:07:50

მაგარია!

arichopra 2

2018-10-13 16:09:57

სალომეს არჩევნების მერე ვთქვათ რაც სათქმელია! ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არის საქართველოს ყველა უბედურების სათავე!

cugo

2018-10-13 16:42:57

ეს ნაძირალა და კაციჭამია ნაცები ზუსტად ასე თავხედურად იქცეოდნენ 2012 წელს.ერთი ე.წ.ჟურნალისტი არისტრახო დასდევდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტებს.ბიძინა ივანიშვილს რა არ გაუკეთეს; ფული რომ გამოიტანა დააყაჩაღეს,მოქალაქეობა ჩამოართვეს,საზღვარზე ტელევიზიის მოწყობილობები დაუმტვრიეს და გაუნადგურეს.ხალხს ანტენები დაუყაჩაღეს.სპეციალურად კანონი გააუქმეს,ბიძინა ივანიშვილს 80 მლნ.ჯარიმა დააკისრეს ყალბი დოკუმენტებით და ორ თვეში ისევ ის კანონი აღადგინეს.ყველას ეხსომება ხაშურში ხელისუფლების ნიღბიანი წარმომადგენლები ავტომატებით სარჩევნო ყუთი რომ გაიტაცეს.მიუხედავად ამ ყველაფრისა ქართველმა ხალხმა სამუდამოდ დაასამარა ნაცმოძრაობა და იგივე დაემართებათ ახლაც.მსგავს სისატკეს და განუკითხაობას მშვიდად უყურებდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,რომლის უშუალო მოვალეობა იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა.დღეს ამ კრიმინალ და ქვეშაფსია ადამიანს პრეტენზია აქვს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი რაც ყოვლად დაუშვებელია.დავით ბაქრაძე არის კრიმინალი,მას სააკაშვილზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი,რომ შეგნებულად არ ახდენდა რეაგირებას.მას არა აქვს მორალური უფლება იყოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი,რადგან ქვეყნის მეორე პირმა მიატოვა ცეცხლში გახვეული ქვეყანა და გაიქცა.და რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება არ დაეთანხმო ბატონ ბონდო მძინარაშვილს,დავით ბაქრაძის არჩევა ნიშნავს გიგა ბოკერიას არჩევას,რომელსაც სიცოცხლეში ბატონი სულხან მოლაშვილი ბრალს სდებდა მის წამებაში.

კ ა ხ ე ლ ი

2018-10-13 17:54:52

სერაფინა, ამ შემთხვევაში არიჩოპრა უდავოდ მართალია:ქოცებს პასუხი მაშინ თუ მოეკითხებათ, როცა ნაცების საკითხი აღარ იდგება ქვეყანაში. საუბედუროდ ასეა -არც ნაცები და არც ქოცები, რასაც ახლამაგ. უსუფა და "შენები" უგერგილოდ აწვებიან, საბოლოო ჯამში ისევ ნაცების წისქვილზე ასხამს წ ყალს, რადგან ქოცების წასვლა ახლა სხვა არაფერია, თუ არა ნაცების მოსვლა. თანაც, რაც მთავარია, დამერწმუნეთ, ქ-ნი სალომე ქოცი არ არის და ცხადია, არც ნაცია.

Thoma

2018-10-13 18:17:47

ნაცები თუ მათი მომხრე ჟურნალისტები კარგად მუშაობენ.
დადიან რეგიონებში, ეკითხებიან ხალხს საპრეზიდენტო კანდიდატებზე, მერე ვისი პასუხიც აწყობთ - დატოვებენ, ვისიც არა - ამმოჭრიან და მე ვხედავ იმას, რაც მათ უნდათ, რომ დავინახო: არც კახეთში, არც ქართლში სალომეს ატანა არა აქვს ხალხს!
ხელისუფლების მომხრე ჟურნალისტები რითი არიან დაკავებული, ეს გამაგებინა ერთი!
თუ არც არსებობენ ასეთები?
არც ობიექტურები?
რატომ, რა ჭირმა გაწყვიტათ?

Maverick

2018-10-13 18:26:57

სერაპინა, ყოჩაღ!

შიგ კაკალ გულში მოარტყი!

ცალ-ცალ კალოშიანებს, ლამაზად მოლაპარაკე მედროვე უნახავებს ქვეყანა რომ ჩააბარა და ნებაზე მიუშვა, ისინიც დაუკრეფავში გადავიდნენ, მოიბალახეს, გაძღნენ და ჩამჩით დაიწყეს ჩეჩმიდან მ.ღ...ის თქვლეფა და მალე მათ დამფრთიანებელსაც წაეტანებიან...




Maverick

2018-10-13 19:55:42

კახელი, 100%!

მაგ სექტა უარესის ღირსია და რაც მალე მიყვება ნაცებს სულის მბერავები, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და ერისთვის...

მადლობთ.

გორელი ვარ

2018-10-13 20:40:43

ძალიან გთხოვთ, ნახეთ "ქართულ არხზე" გუშინდელ გადაცემაში 21 საათზე გიორგი ანდრიაძე როგორ ლაპარაკობს. არ ვიცოდი, რომ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ნატალი რომ ამტკიცებდა, სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდესო (ასე მახსოვს), ეს ადამიანი თავის პროგრამაში ამტკიცებს, რომ უნდა გვყავდეს მხოლოს პროფესიული ჯარი და სავალდებულო რეზერვი. და საერთოდ, ყველაფერი მომეწონა რაც თქვა, რეალისტია და პატრიოტი. იქნებ მოუსმინოთ...

natali

2018-10-13 22:27:03

დარწმუნებული ვარ ქოცებშიც ბევრი სალომეს წინააღმდეგია, მაგრამ ივანიშვილს ვერ გადაუხტნენ წინ. აუცილებლად სალომე უნდა გახდეს პრეზიდენტი.რაც უფრო აქტიურად ებრძვიან, მით მეტად ვრწმუნდები ამაში.

ანდრიაძე ძალიან გონიერი პიროვნებაა, ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ამჯერად სალომეს პრეზიდენტობა ძალიან საჭიროა. ასე მგონია მე.

tinia

2018-10-13 22:43:20

მეგობრებო თემას არ ეხება,მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს--ბუღაძეს ფრანკფურტში დაუწუწუნია:საქართველოში მწერლებს ავიწროვებენ და ქვეყნის დატოვება უწევთო.ხომ ვერ გამანათლებთ ვიზეა საუბარი? უიიი ერთი გამახსენდა-დიდი დეფი დავითი წამებული და სამშობლოდან გადახვეწილი კიდოოოოოოოოო?

arichopra 2

2018-10-13 23:06:29

სად ყიდულობს ეს ს-ი-რ-იკო პლანს, ან რა პლანია ასეთი?! ჯაფარიძე -20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.
ჰაი დედასა, 92-93 რა ბიჭები ჩაწვენ სამარეში თუ არა ამ ბ/ო/ზ/ის ტრიკოს ამდენს ვინ აბლატავებდა?!

arichopra 2

2018-10-13 23:08:45

იმ ავტომობილს ცეცხლი კი არ გაუჩნდა, ნაღდად ნაცებმა დაწვეს! მე ასე ვფიქრობ!

ფხიზელი

2018-10-13 23:20:50

tinia: - კიდოოოოოოოოო?
--------------
კიდო - გრიგოლ რობაქიძე! :)

ფხიზელი

2018-10-14 00:12:03

რატომაც არა? - თუკი ვახტანგ მაისაია კალტენბრუნერმა გადაიბირა, რატომ არ შეიძლება, რომ გრიგოლ რობაქიძე ბიძინას გამო წასულიყო ემიგრაციაში?

serapina

2018-10-14 01:40:13

tinia,
ეგ,კიდევ არაფერი, გერმანულ-ფრანგულმა არხმა(ARTE),დოკუმენტაცია აჩვენა საქართველოზე და დაიწუწუნეს,ჰომოსექსუალ მწერალს არ ულხინს საქართველოშიო...
საქართველოში,პოლიტიკოსების გარდა არავის ულხინს და...
ესენი,რა კრიტერიუმით ეძებდნენ ამ,არ დალხინებულს,ამაზე კი გამეცინა...

ერთი, ლინკი მოვიძებნო და აქაც დავდებ.
კიდევ კარგი,გვყავდა მწერლები და ორი-სამი ახლაც შემოგვრჩა თორემ... ვინც წინადადება გროვა დაწერა,თავი ყველას მწერალი ჰგონია!

ფხიზელი

2018-10-14 04:55:28

აი, ეს ვიდეო უნდა ტრიალებდეს ყველა ნორმალურ არხზე, რომ შევახსენოთ იმათ, ვისაც ნაცების დრო ენატრებათ, რა იყო ის დრო ათასობით ადამიანისთვის...

ნაცებისა მესმის, მაგრამ ვისაც თავისი არაინფორმირებულობის ან სირეგვენის გამო უნდა მათი დაბრუნება... არ ვუსურვებ, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი რამე მათ შვილებსაც ჰქონდეთ მერე მოსაყოლი!..

http://for.ge/view.php?for_id=56327&cat=6

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80