ნოემბრიდან ბინებისა და მანქანების ფასიც დაეცემა და რეალიზაციაც
ეკონომიკა

ნოემბრიდან ბინებისა და მანქანების ფასიც დაეცემა და რეალიზაციაც

 ნოემბრიდან ბინებისა და მანქანების ფასიც დაეცემა და რეალიზაციაც
ბექა დანელია

2018-10-25 18:30:26

ეროვნული ბანკის რეგულაცია გარდა იმისა, რომ „შავ ბაზარს“ განავითარებს, უძრავ-მოძრავი ქონების ბაზარს დიდ პრობლემებს შეუქმნის. მოსალოდნელია, ბინების, მიწების, ავტომობილებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების რეალიზაციის კლება.

შეზღუდვა, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიაზე აისახება და შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე ახალ ვითარებას წარმოშობს. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები, ავტოიმპორტიორები და ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კლიენტები შემოაკლდებათ. მანქანების რეალიზაცია, შესაძლოა, 50%-ით შემცირდეს, უძრავი ქონების ბაზრისთვის კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აღნიშნავს, რომ საბანკო რეგულაციები დროული იყო, თუმცა, ის ძალიან ბევრი მიმართულებით ცვლილებებს გამოიწვევს. საუბარია, სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოუწევს ერთვარი გადაწყობა. წაქაძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე გაყიდვების მაჩვენებელი 10-15 პროცენტით შემცირდება. შემდეგ შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, ეს რეგულაცია ბინებზე ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.

კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ვარაუდობს, რომ ავტომობილების რეალიზაცია განახევრდება.

„ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგი არ ჰყოფნით მანქანის შესაცვლელად ან ახალი მანქანის საყიდლად, ამიტომ ძირითადად განვადებით სარგებლობენ. საქართველოში მანქანა ისეთი ნივთია, რის ყიდვასაც მოქალაქეები ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. შესაძლოა, ლომბარდების მომსახურებით ისარგებლონ ან მევახშეებისგან აიღონ ფული, როცა ალტერნატივაზე დაიწყებენ ფიქრს და ამან ხალხი შეიძლება უარეს ვითარებაში ჩააგდოს, ვიდრე დღეს არის.

ცხადია, შეზღუდვა მომხმარებლებზე ცუდად აისახება, მაგრამ არც ავტომობილების ბაზარს დაადგება სიკეთე. ეს რეგულაცია ძალიან დაგვაზარალებს. ფაქტობრივად, გაყიდვა განახევრდება“, - ამბობს ჯამაგიძე.

საბანკო რეგულაცია სავაჭრო ცენტრებს უკვე შეეხო და მათი პროდუქციის რეალიზაციაც შემცირებულია. როგორც ტექნიკის მაღაზიებში ამბობენ, ვითარება კვლავ არასახარბიელოა. ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციული დირექტორის გიორგი ჭედიას ვარაუდით, ნოემბრიდან ახალი რეგულაციის ამოქმედებით ტექნიკის გაყიდვა კიდევ უფრო დაიკლებს.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა. განვადებების გაცემაზე უფრო მკაცრი რეგულაციების მიღების შემთხვევაში რეალიზაცია შესაბამისადვე შემცირდება. ეს ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს არა მხოლოდ ტექნიკის ბაზარს, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიებს. გაყიდვების უმეტესი ნაწილი განვადებაზე მოდის და თავის მხრივ, ბუნებრივია, ეს თითოეული კომპანიის შემოსავალს ამცირებს“, - აღნიშნა ჭედიამ „კომერსანტთან“.

ეროვნულ ბანკში არ უარყოფენ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე გავლენა მართლაც მოსალოდნელია. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, დაზუსტებით შესაძლებელია მხოლოდ იმის თქმა, რომ ტემპი, რაც სამომხმარებლო სესხების ზრდის მიმართულებით გვაქვს, მომავალში ვერ იქნება მდგრადი, ამიტომ ცვლილებები ამ მიმართულებით საჭიროა.

„ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმ ბოლო ინფორმაციას, რომელიც ბაზარზე გვაქვს. ცალსახად რთულია იმის თქმა, რა იქნება გავლენა, მაგრამ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ის ტემპი, რაც სამომხმარებლო სესხების ზრდის მიმართულებით გვაქვს, მომავალში ვერ იქნება მდგრადი. გვინდა, რომ აუცილებლად გაგრძელდეს პორტფელის ზრდა, თუმცა და ეს იყოს ჯანსაღი პროცესი, რათა მომხმარებელმა შეძლოს სესხების თავისუფლად მომსახურება და მომავალში არ შეექმნას საფრთხე ფინანსურ სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში ის დადებითი, რასაც მოიტანს ეს რეგულაცია ნამდვილად გადაწონის იმას, რაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში უარყოფითი ჰქონდეს“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

ნანახი?- 855

arichopra 2

2018-10-25 20:14:39

ძალიან კარგი რეგულიაციებია, კიდევ მეტია საჭირო!

arichopra 2

2018-10-25 20:15:06

შავი ბაზარი არა რიჟა ბაზარი არ გინდათ?!

Maverick

2018-10-25 20:19:44

ამდენ მიეთ-მოეთს აჯობებს ხელისუფლებამ ხელოვნება შეუწყოს მცირე ბიზნესს, სამუშაო ადვილების შექმნას, ბანკებმა კი გაყ.ვლეფის ნაცვლად დააფინანსონ კერძო ბიზნესი

Maverick

2018-10-25 20:26:07

უკაცრავად ხელოვნების ნაცვლად ხელი უნდა იყოს

arichopra 2

2018-10-25 20:38:18

გილოცავთ, კიდევ ერთხელ ჩაირთო გრიგოლიას სალაყბო! ))) ახლა 2-3 საათი სიძულვილის ღვლეფი წაგვლეკავს ტვ-1! დან! ასეთი უსინდისო და ტენდენციური ტელეარხი ვერც კი წარმომედგინა! რ2 გასაგებია მიშას და გვარამიას ტელევიზაა, მაგრამ ეს დეგენერატები ვინ არიან ამ ტვ-1 ზე? ნუთუ ლიბერტანიზმი - ლიბერასტიაყველგან (სხვაგანაც) ასე კლავს ადამიანში ადამიანობას?!

arichopra 2

2018-10-25 21:16:40

მას შემდეგ რაც "იბერიამ" გააკეთა წარწერა "მთავრობამ დახურა იბერია" დავისვენე - ყოველ საღამოს იბერიაზე რაღაც შესანიშნავ ფილმს ვუყურებ! ჩემი ნატვრაა მალე ასეთივე წარწერები გამოჩნდეს ტვ-1 ზე. რ2 - იყოს, იმაუწყებლოს, გაბოროტებულებმა სადღაც ხომ უნდა ანთხიონ შხამი?!

natali

2018-10-25 21:37:44

arichopra 2
ფუუუ... გამოვთიშე. სოფლის დედაკაცების ბირჟა...გულის ამრევია. სამარცხვინო დღეშია ჟურნალისტიკა.

natali

2018-10-25 22:30:48

ეს ჯანგირაშვილი რომ ზეიმობდა და ნიშნის მოგებით რომ ეუბნებოდა იმ ჟურნალისტს ააა, ბოტანიკურ ბაღში მუშაობ, ე.ი. ივანიშვილი გიხდის ხელფასს და მიტომ ხარ მხარდამჭერიო, რატომ არავინ უთხრა, ხოდა მადლობის მაგიერია შენგან, ქალაქის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს ივანიშვილი რომ უხდის ხელფასებს? და ანანიშვილსაც ის რომ უხდის ხელფასს, ეს რატომ არ შეახსენა არავინ?

serapina

2018-10-25 23:45:38

ეს ჯანგირაშვილი,ფულს ელოდა ალბათ ივანიშვილისაგან და რომ ვერ მიიღო, ამაზე გადაირია...
ბოკერია დაჰპირდებოდა და ამიტომ არის ასეთ დღეში.

მეც,ბევრი პ/რეტენზია მაქვს ივანიშვილის მიმართ,განსაკუთრებით ამ არასამთავრობოებს რომ ლაგამი არ ამოსდო "ქართულმა ოცნებამ"...
...და საერთოდ, ხელთარსებული მექანიზმები რომ ვერ გამოიყენეს...

ისე,ტელევიზორი მაინც მინდა რომ ვუყიდო!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80