ყველაზე მეტი საფრთხე გაზის ტარიფს ემუქრება
ეკონომიკა

ყველაზე მეტი საფრთხე გაზის ტარიფს ემუქრება

ყველაზე მეტი საფრთხე გაზის ტარიფს ემუქრება
ბექა დანელია

2018-10-25 22:00:54

გაზის კომპანიებმა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართეს თხოვნით, გადაიხედოს გაზის ტარიფი. სემეკში გადაწყვეტილების ზუსტი თარიღი არ იციან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბუნებრივი აირის საფასური მათრლაც შეიცვალოს. ზამთრის წინ გაზის გადასახადის ზრდა მოთმინებადაკარგულ მოსახლეობას საერთოდ წყობიდან გამოიყვანს. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ ასეთი ეკონომიკური პროცესები გაგრძელდება, „ქართული ოცნება“ ნამდვილად აღარ იქნება ხელისუფლებაში.

ოპოზიცია ტარიფების ზრდის გარდაუვალობაზე საუბრობს. ამის წინაპირობა ეკონომიკურმა გუნდმა ჯერ კიდევ ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ჩადო, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი დოლარის 2 ლარსა და 63 თეთრიან კურსზე გათვალა. უმცირესობა, ლარის გაუფასურებასთან ერთად, ტარიფების ზრდას ელოდება.

სემეკში დენის ტარიფის გადახედვაზე განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ, თუმცა, ენერგეტიკოსები ფასების ზრდას არც აქ გამორიცხავენ. ეს გარდაუვალი იქნება, თუ ლარი კიდევ გაუფასურდა და ის დოლართან მიმართებაში, 2,80-ს ასცდება.

ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა გასულ წელს 3 წლის ვადით დაადგინა, თუმცა 2,50-იან ნიშნულზე. ახლა უკვე სხვა რეალობაა და გამანაწილებელ კომპანიებს ვერავინ დაუშლის ტარიფების ზრდის შესახებ ახალი განაცხადის წარდგენას.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, დამოკიდებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ კომპანიების ტარიფების დადგენაზე, რომელიც 2018 წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

შარშან სემეკმა ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის ტარიფები 2020 წლის ჩათვლით დაადგინა. მილორავას თქმით, თუკი კომპანიები ჩათვლიან, რომ გარკვეული არსებითი ცვლილებები შევიდა იმ მოცემულობაში, რომელიც სემეკმა საფუძვლად დაუდო ტარიფის დათვლას, მათ უფლება აქვთ, სატარიფო განაცხადით მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ თუ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას, ენერგოკომპანიებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ისინი დოლარში ყიდულობენ გაზს და საქართველოს მოსახლეობისთვის ლარში ყიდიან:

„ასევე, გარკვეული პრობლემები შეიქმნება უკვე შემოტანილ ელექტროენერგიაზე, რომელსაც ახლა საკმაოდ ნორმალურ ფასად ვყიდულობთ (ამერიკულ ცენტებში), თუმცა მოსახლეობა მასაც ლარებში იღებს. ამ შემთხვევშიც, თუ სერიოზული კატასტროფა მოხდა ლართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შემოტანილ ელექტროენერგიაზეც გარკვეული პრობლემები შეიქმნება“, - განაცხადა არაბიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ გარდაუვალია ტარიფების გადახედვა და გაზრდა, რადგან ლარი განაგრძობს ყოველდღიურად გაუფასურებას. ზოგადად კი ენერგეტიკა ხდება ქვეყნის ტვირთი და პირველ რიგში, ეს ეხება გაჭირვებულ მოქალაქეებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უფრო გლობალურად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებას. მისი აზრით, თუკი ლარის კურსმა განაგრძო ვარდნა, ინფლაციამაც მოიმატა და სამომხმარებლო ტარიფებიც გაიზარდება, „ქართული ოცნება“ ნამდვილად აღარ იქნება ხელისუფლებაში.

ნანახი?- 389

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80