ბიზნესი მოსალოდნელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ დააფრთხო
ეკონომიკა

ბიზნესი მოსალოდნელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ დააფრთხო

ბიზნესი მოსალოდნელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ დააფრთხო
ბექა დანელია

2018-10-30 00:01:01

როგორ შეხვდა ბიზნესი ბოლო წლები ყველაზე დაძაბულ არჩევნებს? ვითარება ამ კუთხით სახარბიელო არ არის. დაძაბულობა იგრძნობა ყველგან და ინვესტორები მაქსიმალური ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს. ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესმენები ვითარების კარდინალურ ცვლილებას უფრთხიან.

„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებლის ირაკლი იაშვილის შეფასებით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით რთულია საუბარი, თუმცა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა, მაშინ მეხსიერებაში ის პრობლემები ამოიწევს, რაც ბიზნესს მათი მმართველობის პერიოდში ჰქონდა.

„თუ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება უდრის იმ პრობლემების უკან დაბრუნებას, რაც მაშინ იყო, ეს საშინელებაა. განცხადებების დონეზე რასაც მე ვისმენდი, ტოლობის ნიშანი არ არის. ამბობენ, გავითვალისწინეთ ის შეცდომებიო. თუმცა, მნიშვნელოვანი რა არის იცით? ის შეცდომა კი არა, ბოროტება იყო“, - განმარტავს იაშვილი.

თუ გაგრძელდება დემოკრატიული პროცესი და მოვლენები კონსტრუქციულად განვითარდა, არაფერი პრობელმა არც ბიზნესისთვის, არც ეკონომიკისთვის და არც ქვეყნისთვის არ იქნება.

„დავით უსუფაშვილს რომ გაემარჯვა, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ რყევები არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა გაიზარდა. თუ მათი მობრუნება უდრის იმას, რასაც აკეთებდნენ თავისი მმართველობის პერიოდში, ეს კატასტროფა იქნება, ქვეყანა ჩამოიშლება. კეზერაშვილები და მსგავსი ხალხი თუ დაბრუნდა უკან და ბიზნესების გადაფორმებების სერია ისევ დაიწყო, ამის წარმოდგენაც არ მინდა“, - აცხადებს იაშვილი.

ბიზნესმენი მომავალ პრეზიდენტს რჩევასაც აძლევს და მოუწოდეს არ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომები, რომედსაც ბიზნესი არანორმალურ წნეხში იყო.

„ბოლო 6 წლის შეცდომების გათვალისწინებას და განსაკუთრებით, წინა ხელისფულების 9 წლიანი პერიოდის დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას ვურჩევ. თავში არ გაივლოს ის, რომ ძალადობა დაიწყოს ეკონომიკაზე და ბიზნესზე. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, თავში არ გაივლონ რეანიმაცია გაუკეთონ იმ ბოროტებას, რაც მაშინ ხდებოდა. ეს არ იფიქრონ, თორემ ქვეყანა ჩამოიშლება“, - აცხადებს „კომერსანტთან“ იაშვილი.

შეცდომების აღიარება უწევს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების განწყობა ვერ აღიქვა და უნდა გამოფხიზლდეს.

„ჩვენ ეს 6 წელი გავიარეთ ისე, როგორც გავიარეთ, ყველა შეცდომა, რომელიც დაშვებული იყო ამას ადამიანები ხედავენ, მაგრამ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომელსაც ვერავინ გადალახავდა და არსებობს ის, რაც შენი უმოქმედობით არის გამოწვეული ან შენი არა კვალიფიციურობით. თუ მკაფიო სურათს შევუქმნით საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, ჩვენი წვლილი სადაა, ჩვენი დანაშული სადაა და თუ დაგვიჯერებენ, რომ ამის სერიოზულ გაანალიზებას ვახდენთ, მაშინ შესაძლოა ისიც დაგვიჯერონ, რომ ჩვენ ამის გამოსწორების უნარი გვაქვს“ , - განაცხადა რომან კაკულიამ.

ექსპერტები ბიზნესისთვის არასახარბიელო ვითარებაზე ლაპარაკობენ. არჩევნების მეორე ტურმა ქვეყანაში დაძაბულობის შეგრძნება გააჩინა.

„თუ რამდენიმე კვირაში დასრულდება ეს პროცესი შემდგომი გართულებების გარეშე, მსხვილი ბიზნესისთვისაც საფრთხე გადაივლის. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უხმაუროდ ჩაცხრეს პოლიტიკური ვნებათაღელვა, პირიქით, ველოდები, რომ გართულებაც მოჰყვება ამ არჩევნებს, რაც სახარბიელო არ არის საინვესტიციო გარემოსთვის“, - აცხადებს პროფესორი ვახტანგ ჭარაია და დასძენს, რომ ასეთ ვითარებაში ინვესტიციების განხორციელება დროში დიდი ხნით გაჭიანურდება.

ნანახი?- 724

ფარაონი

2018-10-30 00:48:34

ოხ, ხიხო შე ხრიგინა.
გაფრთხილებდი, სულ წკეპლით და ეკლიანი ჯოხით გარბენინებენ-თქვა და არ დაიჯერე მეო, ხალხის ჭარბი ნდობა მააქვსო და ეხლა წკეპას არარ დაკმაყოფილდებიან, სეიფი უნდათ, სეიფი!
მოგეცა მადლობას მაინც გეტყოდი, ეხლა ჩაგხდიან და ბაც! შვლაპანსაც გაიგებ.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80