პროტესტი შახტებიდან - კომპანია კოტრდება, მუშებმა მიწისქვეშა გაფიცვა დაიწყეს
ეკონომიკა

პროტესტი შახტებიდან - კომპანია კოტრდება, მუშებმა მიწისქვეშა გაფიცვა დაიწყეს

პროტესტი შახტებიდან - კომპანია კოტრდება, მუშებმა მიწისქვეშა გაფიცვა დაიწყეს
ბექა დანელია

2018-11-02 23:04:37

ტყიბულში ვითარება იძაბება. კომპანია გაკოტრდა და ხელფასების გადახდას აღარ აპირებს, ხოლო მუშები კი უკან დახევას. მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და გაფიცვა პირდაპი შახტაში დაიწყეს. ისინი ზევით არ ამოდიან, ვიდრე თავიანთ მოთხოვნებზე გადაწყვეტილ პასუხებს არ მიიღებენ.

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების ნაწილი შახტშია და ნაწილი კი ქალაქის ცენტრში, მერიასთან შეიკრიბნენ. გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა. შახტის ხელმძღვანელმა ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ხელფასის გადახდას ვეღარ გააგრძელებს.

მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს გაიგო, პროტესტის ნიშნად შახტა აღარ დატოვა და გაფიცვას იქ აგრძელებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ დაიხუროს შახტა. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტა თუ დაიხურა ტყიბულიც დაიხურება“, - განუცადა „ლიბერალს“ ელდარ ჩაფიძემ.

ხელფასების გაზრდა, სამუშაოები პირობების გაუმჯობესება და შრომითი ხელშეკრულების შესრულება - ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც გაფიცულები ითხოვენ.

პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ მიწიქვეშ 15-მდე ადამიანი იმყოფება და პროტესტს იქ აგრძელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათიდან გერმანული კომპანია აპირებს ტყიბულში კვლევის ჩასატარებლად ჩასვლას, ვითარება სასიკეთოდ შეცვლის პირი არ უჩანს.

ამასობაში „საქნახშირის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ დღეს დილით მეშახტეებს კომპანიამ განუცხადა, რომ ფინანსების უქონლობის გამო ხელფასს თანამშრომლებს ვეღარ გადაუხდის.

„ამის დამალვა კომპანიას უკვე აღარ შეეძლო. ოთხი თვეა გაჩერებულია შახტა, მაგრამ ვიხდიდით ხელფასებს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და ამას ვეღარ დავმალავდით“, - აცხადებს ჯაყელი.

საქმეში სასწრაფოდ მთავროა ჩაერია. არჩევნების მეორე ტურის წინ რეგიონებში არეულობა, მათთვის სიკვდილის ტოლფასია. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია ახორციელებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით შემოწმება უკვე ჩაატარა.

„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დეკემბერში დასრულდება და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხდმით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

არ შეგვიწყვიტავს ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუაშობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.

ნანახი?- 276

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80