მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა
პოლიტიკა

მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა

მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა
მარიამ თოდაძე

2018-11-03 16:00:16

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოპოზიციის შემოკრებას ცდილობს, რათა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციური ხმების მცირე ოდენობაც კი არ გაუშვას ხელიდან, „ქართული ოცნება“ შეძლებისდაგვარად, იმ დაპირებების შესრულებას შეუდგა, რაც ქართველი ამომრჩევლის მოლოდინით, ამ ექვსი წლის მანძილზე უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, ეს მისია მთავრობას აკისრია და მინისტრებიც ხელებდაკაპიწებული შრომობენ. როგორ დასუფასდებათ მცდელობა, რაც შეიძლება მეტი გაიღონ ხალხისთვის და შეუძლებელიც შეძლონ, ერთ თვეში გამოჩნდება, მანამდე კი როგორც ჩანს, სამთავრობო ინიციატივების უხვ მოსავალს უნდა ველოდოთ.

მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა მთავრობის ინიციატივების სიკეთეებით დროულად ვერ სარგებლობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს რეგიონებზე, გამოყოფს დიდ თანხებს, მაგრამ არაეფექტური მართვის გამო ინიციატივები მოსახლეობაზე გვიან აისახება.

„დაწყებული გვქონდა და ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტურობაა, რომელიც აფერხებს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ ხალხთან კონკრეტული სიკეთე“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონებს ფული საკმარისი აქვთ.

„თუ შეხედავთ სტატისტიკას და გამოყოფილ ბიუჯეტს, სოციალური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ადგილობრივ და ასევე, ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ცვლილებების აუცილებლობა რეგიონული მართვის სისტემაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა.

„ცვლილებები ისედაც გვქონდა გათვალისწინებული და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება ძალიან ნიშვნელოვანი ცვლილებები“, - განაცხადა პრემიერმა, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო და როდის გატარდება, როგორც ჩანს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ერთ თვეში ხელისუფლება სოციალური ფონის მიმართულებითაც გეგმავს ცვლილებებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება ერთი წლის, არამონეტარული კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.

გარდა ამისა, მთავრობა ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გეგმავს და 5-ჯერ მეტი დახმარების გაწევას პირდება. სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი იქნება, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი.

ბავშვების რაოდენობა, რომელიც ამ პარამეტრებს აკმაყოფილებს, 143 166-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია.

ჟურნალისტების კითხვაზე, ახლა რატომ განაცხადა ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა და ხომ არა ეს წინასაარჩევნო პიარ-სვლა, ბახტაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მთავრობა დიდი ხანია მსჯელობს, ბიუჯეტის დაზუსტების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და მას საარჩევნო პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც დადებით პროგნოზს გვთავაზობს, მისი ვარაუდით, ლარი წლის ბოლოსკენ კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება.

ქობულიას განცხადებით, ეკონომიკა იზრდება, ამიტომ მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს ამ მიმართულებით.

„ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა სექტემბერში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში. ჩვენ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტარტეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, ის აბსოლუტურად საღი და მართებულია“, - განაცხადა ქობულიამ.

 

ნანახი?- 2177

serapina

2018-11-03 17:49:23

სათაური წავიკითხე და გამეცინა.
6 წელი ამაზე ფიქრობდნენ?!

natali

2018-11-03 18:51:23

ხოო... 6 წლის მერე შეუდგნენ :))))

natali

2018-11-03 18:59:50

http://exclusivenews.ge/post/115106

natali

2018-11-03 19:00:44

აა ბატონო, ხომ ვამბობდი, ახლა ოქრუაშვილს გადაუსმევენ მეთქი თავზე ხელს:)))

natali

2018-11-03 19:02:16

ბიძოოოო... გემუდარები, ოღონდაც შენ არ გადაასმევინო თავზე ხელი რააა:))))

ვაიმე, გავიგუდე სიცილით:))))

natali

2018-11-03 19:07:40

ქართული საუბარი გვქონდაო:))) ქართული თუ კაგებეშნიკური?

serapina

2018-11-03 20:38:29

ქეთა გაბიანის,ტონი არ გვაკმარეს და ახლა,"კაცური საუბრები" იმართება?!

რაც მე ივანიშვილი მყავს ნაკრიტიკები,ვინც იცით(აწიც გავაგრძელებ, თუ ოცნება აზრზე არ მოვა!)...
...გადაწყობა-გადმოწყობის დიდოსტატია! ეს,უნდა ვაღიარო.
იფ, არ ჩააწიკიკა ეს "შტაბკვარწირას" ხალხი?!

ამაზე კარგად, ამათი წვლილი რუსეთის ყმობაში,სად გამოჩნდებოდა?!
აქ გატ/რუნული ნაციონალები რომ რუსეთუმეებს გვეძახდნენ,ახლა რა "დასტოინად" არ იმჩნევენ რუსეთის როლს(მიზნებს) ამ არჩევნებში!

ამათი გნიასი მაშინ გვენახა,სალომეს რომ პიარჩიკები ჩამოეყვანა რუსეთიდან.


arichopra 2

2018-11-03 20:49:59

natali2018-11-02 19:17:25
ახლა ველოდები ოქრუაშვილი როდის შეურიგდება მიშას.
ნეტავ ბიძოც არ შეურიგდეს:)))))))))

ოსანაააა.....!

natali

2018-11-03 20:55:59

arichopra 2

ერთი დღეც არ მალოდინეს ხო?:)))))

თვითონაც არ მჯერა:))))

arichopra 2

2018-11-03 21:03:00

მაგარი სასტავი ყოლია პუტინს!

arichopra 2

2018-11-03 21:05:21

საქართველოში.)) შევიდეთ დსთ-ში (ევრაზიულ კავშირში) და მოვრჩეთ თვალების ბრეცვას დეიდა ნატოსკენ! პირობას გაძლევ 3 თვეში ხალხის კეთილდღეობა მკვეთრად გაიზრდება! )))

arichopra 2

2018-11-03 21:06:29

ახლა თინას ქმარი გამოდის ტელევიზორში იმედზე! ვაიმე რა დღეშია, ეს ვინ ყოფილა?! სუფთა დეგენერატია!

arichopra 2

2018-11-03 21:11:50

ნატალი შენ რას ფიქრობ სარალიძის პარლამენტის წინ სამუდამოდ დამკვიდრების თაობაზე?!

natali

2018-11-03 21:44:52

ძალიან მძიმე თემაა. რა უნდა ვიფიქრო, უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


ნეტავ სარალიძე რომ ჩართონ პირადად გამოძიებაში არ შეიძლება? მით უმეტეს, რომ წარსულში პოლიციელი ყოფილა. ალბათ არც თვითონ არ იქნება დაინტერესებული იმაში, უდანაშაულო რომ დაისაჯოს.

serapina

2018-11-04 00:50:58

აგერ ნავთლუღის სპეცოპერაცია... რომელიც, ახლახან იქნა გამოძიებული და დადგინდა რომ "დადგმული სპექტაკლი" იყო!
ვისაც პირადი შეხება გვქონდა, ისედაც ვიცოდით "ვანო ფუქჩერმა" რა გადაიღო.

გამოიძიონ, კაცს შვილი დაეღუპა!

მაგრამ ჩაურთეთ ზაზა სარალიძეს დიდი ეკრანი და მასაც და სხვებსაც აყურებიეთ, როგორ ექცეოდა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს!
ამ ბიჭების მამებს არ ტკიოდათ?!
https://m.youtube.com/watch?v=r3scpDPbrv0

11 -ე წუთიდან იწყება სპეცოპერაცია.

...და სირცხვილია რომ სარალიძის მკვლელობასა და ამ(და სხვა) მკვლელობებს შორის განსხვავების გაფერმკრთალებაზე რომ მუშაობენ, თავად ზაზა სარალიძე და ნაციონალები.
პოლიტიკის გარეშე იზრუნოს გამოძიებაზე,არ შეიძლება?!

arichopra 2

2018-11-04 12:04:02

არ გიკვირთ სარალიძეს არც სააპელაციო, არც რამე სხვა ინსტანცია აღარ აინტერესებს?! ხელისუფლებამ მთავარი პროკურორი გადააყენა. ამ დანაშაულზე გასამართლებულია და დაპატიმრებულია დამნაშავეები. ადამიანები. სარალიძეს უნდა მიხეილ კალანდიაც დაპატიმრებული იყოს! გასაგებია. ვერ გამოტესეს გამომძიებლებმა კალანდია (იქნებ არ დაუკრავს დანა და თავი როგორ უნდა დაიდანაშაულოს) იმიტომ, რომ პატიმრის წამებას არ მიმართავენ. მოწმეები ჩვენებებს არ აძლევენ! სთხოვოს ან როგორმე სხვაგვარად მიაცემინოს მოწმეებს ჩვენება თითონ სარალიძემ. ვერ შვება ამას ხომ?! აბა ჩვენ რა ვქნათ საზოგადოებამ, მხარი რაში დავუჭიროთ?! მესმის მისი ბიჭის მკვლელობის მერე გამწარებულია, თავგზააბნეულია, სახლში შესვლაც არ უნდა, ვერ ბრუნდება იმ სახლში სადაც მისი შვილის სუნთვა ესმოდა, ყველგან ის ელანდება, მაგრამ რუსთაველზე პარლამენტის წინ კარავში რა უნდა?! ან სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!

antoni

2018-11-04 12:07:39

ჯერ ოქრუაშვილზე ვიტყვი: ფილმი "გაქცევა შოუკშენდიდან" ნანახი გექნებათ; პატიმრების ახალი პარტია რომ მოიყვანეს, ერთი სქელუა ააგდეს ძველებმა, იმასაც ნერვებმა უმტყუნა და "სახლში მინდა, დედა მინდა" მორთო ღამით და მიიღო კიდევაც თავისი; სწორედ ასე დაემართა ოქრუაშვილს როცა მიშა დორბლიანმა დაიჭირა - პირველსავე ღამეს მორთო ოქროსფერმა ღრიალი, დაწერა რაც იცოდა და არ იცოდა /ჯართი გამოდგა/ და გამოუშვეს მეორე დილით :-) ახლა დაპირებაზე: ოცნებამ ბევრი რამ გააკეთა დაპირებულიც და არდაპირებულიც, მაგარამ არ გააკეთა მთავარი - არ გადაჭიმა ნაცები და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ნაკლებად იფიქრა

serapina

2018-11-04 16:19:42

გადავწყვიტავ რომ...
ვინ იცის,თავად ივანიშვილის დირექტორებს რა უნდათ და...
იქნებ, იძულებულია... იქნებ,ხალხის ძალა არგუმენტად ჭირდება და ა.შ.
მეორე დღესვე, ისეთ კადრს დანიშნავს(არ თქვათ,ივანიშვილი არ ნიშნავსო!), რომ ცხადი ხდება, ვის უნდა მიშას დაბრუნება.

აი, ამას ეკონომიკის ცოდნა აღარ ჭირდება:

serapina2018-11-04 16:17:20

http://alia.ge/news/20964?fbclid=IwAR03-R72Dgt_Xa3mDFc6JzhfumNLOUbrMxjF-cCA93livc4UeUa03TzTSJY

slava

2018-11-05 00:40:23

(მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა).
6 წელი ველოდეთ და ამ 1-თ თვეში გააკეთებენ?? თუ არ გაიცინებთ გაიღიმეთ მაინც??

slava

2018-11-05 01:10:35


დააფასეთ მეგობრებო.მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა !!!!
კრიმინალმა იკლო, 100 ქარხანა აგუგუნდა, ინვესტიციები გაორმაგდა, მშენებლობები გასამმაგდა, ბიზნესი თავისუფალი აყვავებულია. ამას გარდა ხალხი დასაქმდა, პენსიები გაოთხმაგდა, გადასახადები განახევრდა და სესხები გადავადდა.
რაც ყველაზე მთავარია- სამართალმა იზეიმა! ვაშა!
ფაქტობრივად ამერიკაზე მაგარ ქვეყანაში გვაცხოვრებენ და ვერ გაგვიგია! დააფასეთ .

serapina

2018-11-05 10:14:15

slava,
სამაგიეროდ არავინ "კრასკავს" ნახევრადგამოშიგნული შენობების ფასადებს და არ დარბის ტ/რიბუნით ბაღ-ბოსტანში, რომ აღმშენებლობა გვაცნობოს!
...და რაც ყველაზე მთავარია,ხელისუფლების წარმომადგენლები ავტომატებით არ ცხრილავენ ქუჩაში ხალხს!

რა ტიპის სახელმწიფოს აშენებდა შენი მიშა, სადაც სასამართლო მარტო შენობა იყო?!

ფრთხილად იოცნებეთ,რომ ოცნების უსუსურობამ, ამდენი დანაშაული ჩამოგრეცხოთ!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80