არჩევნების წინ ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს
ეკონომიკა

არჩევნების წინ ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს

არჩევნების წინ ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს
ბექა დანელია

2018-11-03 20:00:30

ლარი დოლართან მიმართებაში 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმზეა. კურსი უკვე 2.72-ზე ავიდა, რაც წლის რეკორდული მაჩვენებელია. ლარმა გაუფასურება 10 აგვისტოდან დაიწყო, როცა დოლარი 2.46 ლარი ღირდა. დღეს კი უკვე 26 პუნქტით არის გაუფასურებული.

არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ეროვნული ვალუტა 2018 წელს ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა. ექსპერტები უკვე აანონსებენ, რომ ლარის გაუფასურებას უახლოეს მომავალში ფასების ზრდის ახალი ტალღა მოჰყვება. გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის.

„მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებისა, არის ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა, ასევე რეფინანსირების სესხების უკონტროლოდ გამოშვება ეროვნული ბანკის მხრიდან. ახლა არჩევნების მეორე ტურში გადავედით და ლარი უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. ცდილობენ რაღაცნაირად მაქსიმალურად დაიჭირონ კურსი.

მთავრობა აპირებს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, მაგრამ ეს ხარჯების შემცირება მოსახლეობაში ფულის არასაკმარის რაოდენობას გამოიწვევს და ისევ გაჭირვებული ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება“, - აცხადებს „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია.

ლარს რომ სწორედ არჩევნების ციებ-ცხელება სჭირს, ამას ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა კურსის ვარდნის მიზეზად სწორედ საარჩევნო ვნებათაღელვა დაასახელა.

„ლარის კურსი კომპლექსური საკითხია და დაკავშირებულია განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობასთან, ახლა კი - არჩევნებთან. დაძაბულობა როგორც ფინანსურ ბარებზე, ისე საზოგადოებაში იწვევს ვნებათაღელვას“, - განაცხადა ნაცლიშვილმა.

მისივე თქმით, ამჯერად მთავრობის მხრიდან ექსპანსიურ პოლიტიკას და ხარჯვას ადგილი არ აქვს.

გაცილებით მკაცრია თავის შეფასებაში უმრავლესობის ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, სიტუაცია ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადია. მას არ სჯერა, რომ რუსეთსა და თურქეთში რუბლისა და ლირას გაუფასურებამ გამოიწვია საქართველოში ლარის ვარდნა.

„მიმაჩნია, რომ ეს უფრო არჩევნებთან დაკავშირებული მანიპულაციაა. თუ იმას იტყვიან, რომ ტურისტების რაოდენობის შემცირებამ და ტურსიტული სეზონის დამთვრებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, აგვისტოში, სეზონი პიკზე როცა იყო, მაშინ რა ხდებოდა? ამიტომ ამათი არგუმენტები, რასაც ამბობენ ლარის კურსზე, არც ერთი არ არის სარწმუნო. ეს არის მარტივი სპეკულაციები, რომელსაც მიმართავენ კომერციული ბანკები, დიდი მოგების მისაღებად. საზოგადოებას ამით აჭრიან თანხებს. შეხედეთ მათ არასაპროცენტო შემოსავლებს. ეს აზარალებს ჩვენს ეკონომიკას და ამას ვერ ხვდება, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა. ბანკებთან მიმართებაში არ შეიძლება ასეთი ლოიალური პოლიტიკის გატარება“, - აცხადებს ჭიჭნაძე.

ფინანსისტი, აკაკი ცომაია კი ლარის მკვეთრ გაფასურებას რამდენიმე ფაქტორის უკავშირებს. პირველ რიგში საზოგადოების მოლოდინს აქვს გავლენა.

„საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ლარი უნდა უფასურდებდეს იმ პერიოდში, რომელიც არ არის ტურისტულად აქტიური და ასევე მოლოდინი საზოგადოებისა, რომ ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძალაუფლება და არ შეუძლიათ შექმნან პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის, არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. ეს მოლოდინი აიძულებს ხალხს კონკრეტული მოქმედებებისკენ, რაც შესაბამისად ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას.

მეორე ფაქტორი გახლავთ სავაჭრო ბალანსი. როგორც კი სტატისტიკა გაუარესდა და შემოსავლები ვერ აბალანსებს იმპორტის გაზრდილ სიდიდეს, რომელიც მივიღეთ და ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც ძალიან უმნიშნელოდ იზრდება, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს.

როცა ვსაუბრობთ მოლოდნებზე ეს არის ფაქტორი, სადაც ხელუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს ჩნდება, როცა ნდობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის მიმართ დაბალი. ეს ქმნის გაურკვევლობას, საზოგადოებას არ აქვს სტაბილურობის განცდა“ - აცხადებს „ბიემთან“ ცომაია.

მისი თქმით, ლარზე მოქმედებს ასევე სახელმწიფო შესყიდვებიც. ამ ფორმით ქართული კაპიტალი გაედინება უცხოურ კომპანიებში. ცომაია ხელისუფლებას ურჩევს კლასტერების ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი ქართულ ბიზნესს, რათა სახელმწიფო შესყიდვებში, ძირითადად, ადგილობრივი კომპანიები ფიგურირებდნენ და ეს ფული დარჩეს ქვეყანაში.

ნანახი?- 778

მეგრელი

2018-11-03 21:28:10

მეორე ფაქტორი გახლავთ სავაჭრო ბალანსი
---------------------------------------

პირველი ფაქტორია საგამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო და არა მეორე.

serapina

2018-11-04 16:16:41

ეკონომიკაზე, ზოგადად არაფერს ვამბობ. რაც არ ვიცი,არ ვიცი!

გადავწყვიტავ რომ...
ვინ იცის,თავად ივანიშვილის დირექტორებს რა უნდათ და...
იქნებ, იძულებულია... იქნებ,ხალხის ძალა არგუმენტად ჭირდება და ა.შ.
მეორე დღესვე, ისეთ კადრს დანიშნავს(არ თქვათ,ივანიშვილი არ ნიშნავსო!), რომ ცხადი ხდება, ვის უნდა მიშას დაბრუნება.

აი, ამას ეკონომიკის ცოდნა აღარ ჭირდება:

serapina

2018-11-04 16:17:20

http://alia.ge/news/20964?fbclid=IwAR03-R72Dgt_Xa3mDFc6JzhfumNLOUbrMxjF-cCA93livc4UeUa03TzTSJY

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80