"ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი" - გიორგი მასხულია მწერალთა კავშირის წევრი გახდა
სხვადასხვა

"ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი" - გიორგი მასხულია მწერალთა კავშირის წევრი გახდა

"ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი" - გიორგი მასხულია მწერალთა კავშირის წევრი გახდა
reitingi.ge

2018-11-06 13:55:14

"გოლდენ ბრენდის" დამფუძნებელი, გიორგი მასხულია, საზოგადოებას ხშირად აოცებს და გამონაკლისი დღესაც არ დაუშვა. მისი თქმით, ის მწერალთა კავშირის წევრი გახდა.

"მივიღე შეტყობინება საქართველოს მწერალთა კავშირმა მიიღო ერთ ხმად გადაწყვეტილება, რომ მე 22- წლის ასაკში გავხდი მწერალთა კავშირის წევრი, ოფიციალურ მოწმობას მოგვიანებით დავდებ.

მადლობა ყველას და მადლობა მწერალთა კავშირის თავჯდომარეს ასეთი დიდი სიუპრიზისთვის, უზომოდ გახარებული ვარ და ბედნიერი რომ ჩემს დოსიეს შეემატა ერთი ბუმბერაზი ტიტული საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრის წოდება." - წერს მასხულია სოციალურ ქსელში.

"რეიტინგი" გიორგი მასხულიას დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, რატომ მიენიჭა მას ეს ტიტული.

- მე დიდი ხანია ვწერ. დედაჩემიც ჟურნალისტი და მწერალთა კავშირის წევრია. სწორედ დედამ მირჩია, მოდი, მოვსინჯოთ სამწერლო წარმატების საფეხურიო და ასე გავხდი მწერალთა კავშირის წევრი. ორი წიგნი გამოვუშვი, "მიყვარხარ დედა" და "გადავარჩინოთ ერთმანეთი", ორივეში წარმოდგენილია ლექსები და ჩანახატები.

გიორგიბევრი ადამიანი წერს საქართველოში და თქვენ რატომ მოგენიჭათ ეს ტიტული?

- ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი, ორივე მუყაოს ყდაზეა აწყობილი. ყველა დეტალს აკმაყოფილებს, მწერალთა კავშირის ასპარეზზე მისაღებად. ერთი კვირის წინ მივმართე მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბაღათერ არაბულს, ჩემი დოსიე მივუტანე და ისე მესაუბრა, ყველანაირი იმედი გადამეწურა.

თვითონ დამირეკა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და ძალიან ემოციებში ვარ. მინდა, ახალგაზრდა მწერალთა კავშირი გაიხსნას ქვეყანაში და ყველას ჰქონდეს გაწევრიანების საშუალება.

კრიტიკაც იქნება ჩემზე, მაგრამ მე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვარ და ვერ ავყვები ვერანაირ კრიტიკას.

თავად თუ კითხულობ წიგნებს?

- რა თქმა უნდა, ახალი პოეტებიდან მიყვარს ნიკო გომელაური, რომელსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ასე იყო გალაქტიონის შემთხვევაშიც. საქართველოში ადამიანი როცა მოკვდება, შემდეგ უხსნიან ვარსკვლავსაც, მთვარესაც და მზესაც.

 

 

 

ნანახი?- 184

ფხიზელი

2018-11-06 22:37:17

"- გიორგი, ბევრი ადამიანი წერს საქართველოში და თქვენ რატომ მოგენიჭათ ეს ტიტული?

- ძალიან დახვეწილია ჩემი წიგნის დიზაინი, ორივე მუყაოს ყდაზეა აწყობილი. ყველა დეტალს აკმაყოფილებს, მწერალთა კავშირის ასპარეზზე მისაღებად."
------------------
:)))))))

ოჰ, მუყაოს ყდიანი თუა შენი წიგნი, მიგიღებდნენ მწერალთა კავშირში, აბა რა იქნებოდა!..

(კომუნისტების დროს, მაინცდამაინც ნაწარმოებების მხატვრულ დონეს უკირკიტებდნენ ის უნამუსო კრიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ წიგნის ყდისა და მუყაოს ხარისხით დაინტერესებულიყვნენ!).

კატრინაა

2018-11-07 11:16:46

დავმუნჯდი!რას ბოდიალობს ეს ბავშვი?! რა ყდაო,რა მუყაოო?!ეს თუ გახდა მწერლად გამწესების მიზეზი,მაშინ რა მეთქმის?!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80