"შვილი შვილია, ვერ დავუშლი გოგო თუ შეუყვარდება" - ქეთი ჟღენტის სკანდალური განცხადება
სხვადასხვა

"შვილი შვილია, ვერ დავუშლი გოგო თუ შეუყვარდება" - ქეთი ჟღენტის სკანდალური განცხადება

"შვილი შვილია, ვერ დავუშლი გოგო თუ შეუყვარდება" - ქეთი ჟღენტის სკანდალური განცხადება
reitingi.ge

2018-11-06 14:00:17

მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი, მოდელი ქეთი ჟღენტი რამდენიმე წუთის წინ ინსტაგრამის ლაივში ჩაერთო და თაყვანისმცემლების შეკითხვებს პასუხს სცემს.

ქეთის ძირითადად კითხვები ქორწილთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც მოდელმა განმარტა, "ელ სააბის" კაბა მან ქორწილისთვის გაადიდა, რადგან მოულოდნელად დარჩა ორსულად.

რაც შეეხება კაბის ფასს, ქეთიმ თქვა, რომ კაბის შესახებ გავრცელებული ხმები, თითქოს ის 70 000 დოლარი დაჯდა, ტყუილია, მაგრამ რა თანხა გადაიხადა, არ დააკონკრეტა.

მოდელს ერთ-ერთი კითხვა შვილთან დაკავშირებით დაუსვეს.

შენი შვილი რომ ლიბერალი გაიზარდოს და ქალი შეუყვარდეს, რას იზამ?

რაზეც მოდელმა შემდეგი პასუხი გასცა: "რა უნდა ვქნა? ვერ დავუშლი გოგო თუ შეუყვარდება. შვილი შვილია".

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს ქალიშვილი კატერინა 27 სექტემბერს შეეძინა.

 

 

 

ნანახი?- 471

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80