ნოე სულაბერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა
სხვადასხვა

ნოე სულაბერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა

ნოე სულაბერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა
reitingi.ge

2018-11-07 15:05:43

"ცეკვავენ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება: ჯერ ლალი მოროშკინამ საკუთარი ნებით დატოვა პროექტი და "ლაივმა" მის გარეშე ჩაიარა, ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაშლის პირასააო...

პროექტის გარშემო არსებულ მოვლენებზე ჟურნალ "გზას" ნოე სულაბერიძე ესაუბრა.

ადასტურებთ ინფორმაციასრომ უკრაინელი ქორეოგრაფების ნაწილს გოჩა ჩერტკოევის შეფასებების მიმართ გაუჩნდა პროტესტი და პროექტის დატოვება ამიტომ გადაწყვიტეს?

- არა, ჩერტკოევი არაფერ შუაშია. უბრალოდ ქორეოგრაფებს შემოქმედებითი უთანხმოება მოუვიდათ.

გოჩას შეფასებებთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ?

- ვიცი, რომ წლების განმავლობაში გოჩა ყველაზე კომპტენეტური და ამ პროექტის უცვლელი ნაწილი გახლავთ. ასე რომ, გოჩა ამ პროექტის ნაწილია და იმედი მაქვს, ასე იქნება.

ნოესაერთოდ უკრაინელი ქორეოგრაფების ჩამოყვანა რატომ გახდა საჭიროსაქართველოში პროფესიონალები არ არიან?

- საქართველოში ძალიან ბევრი და კარგი ქორეოგრაფი გვყავს, ბუნებრივია. უბრალოდ პროექტი ასეთ "რელსებზე" აეწყო, რომ ქორეოგრაფები ყოველთვის ჩამოგვყავდა: თავდაპირველად, როცა პროექტის კეთებას ვიწყებდით, ამ ფორმატზე მუშაობაში გამოცდილ გუნდს შესაძლებლობა მივეცით, დაგვხმარებოდა, შესაბამისად, მერე ასე გაგრძელდა...

ლალი მოროშკინას მიერ პროექტის დატოვებას რაც შეეხებამისი პროტესტი სამართლიანად მიგაჩნიათ?

- იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ლალიმ პროექტი დატოვა, რადგან ის ღირებულებას წარმოადგენდა პროექტისთვის ისევე, როგორც პროექტი ლალისთვის.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ცერიაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდატოვა?

- კი, ლაშამ პროექტი თავისი ნებით დატოვა. ის თავის საქმის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი შესაძლებლობების რეალიზება კიდევ არაერთხელ მოხდება.

 

 

 

ნანახი?- 406

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80