საქართველოში აივ ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სხვადასხვა

საქართველოში აივ ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში აივ ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
alia.ge

2018-11-07 15:12:02

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცენტრის ცნობით, რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 კაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) .

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 კაცია, 24 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგო. 27 ინფიცირებული გარდაიცვალა. 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

 

 

 

ნანახი?- 105

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80