„ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით“
პოლიტიკა

„ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით“

„ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით“
თამთა ქარჩავა

2018-11-08 09:00:01

„ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განცხადებით, ახლა მთავარია, ხელისუფლების დასჯის სურვილით, ქვეყანა არ დავსაჯოთ.

შეგახსნებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოგების შემდეგ, შეიწყალებს ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები.

აქედან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

„ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაში რომ დესტაბილიზაცია შედის, ამაზე საუბრობენ ექსპერტები. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. პოლიტოლოგის განცხადებით, ვაშაძის და მის უკან მდგარი პარტიის გეგმაში რომ რევანშია, ეს არაერთხელ მოგვისმენია.

„თუ გავიხსენებთ სულ ცოტა ხნის წინ რას ამბობდა იგივე ვაშაძე, რომელმაც ახლა მოხსნა ეს რიტორიკა, იქ რევანში პირდაპირ იყო აფიშირებული. ჩვენ გავიმარჯვებთ და შევცვლით ხელისუფლებასო, მართალია სიტყვა რევანში არ უხსენებია, მაგრამ მეტი რა არის რევანში? ვაშაძის და მის უკან მდგარი პარტიის გეგმაში რომ რევანშია, ეს არაერთხელ მოგვისმენია.

რევანიში რომ აგრესიული იქნება და ეს არ იქნება უბრალოდ პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა, არამედ ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით, ეს არის ფაქტი. ეს იქნება ხელისუფლების ფორმაში ჩაცმული სადამსჯელო გუნდი. ეს ჩანს იმ აგრესიაში, რაც აქვთ რიგით, თუ ლიდერ ნაციონალებს. აგრესიის მატარებელი ყოველთვის არის სახიფათო, ის სულ აგრესიისკენ იქნება მიმართული“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, განვლილმა 30 წელმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციას არასდროს არ ჰქონია პროცესების არევის საშუალება, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა.

„თუ ამას არ აკეთებს ხელისუფლება, მაშინ ეს სხვა თემაა. ძალიან საინტერესოა, რა იგულისხმება დესტაბილიზაციაში, ის, რომ რუსთაველზე მიტინგები იქნება? ყველაზე ტრაგიკული ისტორიაც რომ გავიხსენოთ, 1991 წლის ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები რომ დანიშნულიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ამიტომ, ხელისუფლებამ დესტაბილიზაციაზე კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ იმაზე, რას გააკეთებს თვითონ. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რა დესტაბილიზაცია უნდა მოაწყოს?“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუ ხელისუფლების მიზანია შეწყვიტოს საპროტესტო ტალღა, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მე ვლაპარაკობ პროტესტზე და არა დესტაბილიზაციაზე. რა თქმა უნდა, არასტაბილური პოლიტიკური გარემო იქნება, ეს უკვე არის, მაგრამ არ არის დესტაბილიზაცია. დღეს 800 ათასი კაცი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, იმაზე იფიქრონ ეს 800 ათასი როგორ ჩამოიყვანონ 500 ათასზე. რუსთაველზე სააკაშვილმა ორჯერ დაარბია 2–ჯერ მიტინგი, მაგრამ რა მიიღო? ამიტომ, ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ დესტაბილიზაციით ვინმეს შეაშინებს, ძალიან ცდება. აღარ მუშაობს ნაციონალების შიში და ფაქტორი. ამიტომ, ივანიშვილი იქ უნდა დაბრძანდეს, საიდანაც იმართება სახელმწიფო და არა პარტია.

მეორე – საჭიროა ითქვას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე და რომ იქნება პროპორციული სისტემა. ეს იქნება სიმშვიდე.

ივანიშვილი ხომ ითხოვს ერთ წელს, დაახლოებით ეს დრო სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ასეთ შემთხვევაში 800 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციაში გადაბრგდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ვერ ხედავს პერსპექტივას, ისევ აქეთ გადმობრაგდება. ხელისუფლება არჩევნებში გაიმარჯვებს და ყველაფერი იქნება კარგად. მოქმედების ძალიან მარტივი გეგმაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ნანახი?- 2642

ფარაონი

2018-11-08 09:13:54

ბიძო შენი დედას შე.ვ.ეცი შე პიტალო ყ/ლ,ე.ო

natali

2018-11-08 10:59:59

"ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში." - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
--------------

ამხანაგი ანგელა რომ პარტიის თავმჯდომარე აღარაა და შემდეგ არჩევნებში კენჭს აღარ იყრის, ამას ჯერ არ გაუგია? ანუუ...მოასრიალეს!
წავიდა ჰეეეე...........

tngh

2018-11-08 11:35:47

ნუთუ ესეთი ძნელია კლიპის დამზადება, სადაც გაოჩნდება თუ რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 6 წლის განმავლობაში საყოველთაო დაზღვევაზე, უფასო ხვნა-თესვაზე, უფასო სახელმძღვანელოებზე, უფასო ფაკულტეტებზე, უფასო ბაგა-ბაღებზე... სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე, სოფლის მეურნეობის იარაღების "ვაუჩერებზე"... და რამდენმა ათასმა ოჯახმა ისარგებლა ამ სიკეთით... ვინც წაიკითხავთ, იქნებ მიაწვდინოთ ხმა მათ, ვინც პიარზეა პასუხისმგებელი!!!

ტორი

2018-11-08 11:40:18

"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი...
----------------------------------

"ჩვენ" არა!
ეს განსაცდელი შენ დაუშვი!
დაუშვი კი არა, ამ განსაცდელში ქვეყანა შენ ჩააგდე...
მიზეზებს კიდევ ერთხელ და კიდევ მეასედ აღარ ჩამოვთვლი...

qwas

2018-11-08 11:46:18


"მოხსენით კანდიდატურა ქლბატონე სალომე! ამით მართლა შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელმაც ბეწვის ხიდზე გაატარა ახალგაზრდა ქართული დემოკრატია!!! მოხსენით !!!

ვაშაძის გამარჯვება არ ნიშნავს ნაციონალების დაბრუნებას, არ ნიშნავს სამოქალაქო ომს, არ ნიშნავს ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას, ვაშაძის გამარჯვებით იქნება განსხვავებული აზრი პოლიტიკაში, ასევე იქნება მცდელობა ოცნებამ ხალხისთვის რამე ღირებული გააკეთოს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე სკამები არ დაკარგონ, მაგრამ როგორც ჩანს, ესენი ხალხისთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და უნდათ რომ, მხოლოდ თავიანთი მოაზროვნეები იყვნენ ყველა უწყებაში, რადგან ადვილად მართონ ქვეყანა და მიიღონ ის კანონპროექტები, რაც ხალხისთვის მიუღებელია ....ქალბატონო სალომე ,მოხსენით კანდიდატურა, ისედაც წაგებული გაქვთ არჩევნები!"

arichopra 2

2018-11-08 12:09:44

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, ვაშაძისთვის როგორც რუსეთის წარმომადგენლისათვის მინდოდა ხმის მიცემა იმიტომ, რომ თუ რუსეთს აქ თავისი კაცი ეყოლება პრეზიდენტად მეტი შანსია ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იქნებ რაღაც გზებიც გამოჩნდეს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თუნდაც შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში. ბოლოს და ბოლოს გათურქების და გაყიზილბაშების საფრთხეს მაინც გადავრჩებით. მაგრამ რად გინდა, აიტეხა ამ ვაშაძემ არ ვარ მე რუსეთის კაცი, ევროპა, ამერიკა აი ამათი ინტერესების გამტარებელი ვარო! ვფიქრობ რომ ევროპისკენ მისწრაფებებს ნამდვილი ევროპელი, სორბონაში ევროპულად განათლებული,ევროპის დიპლომატიურ წრეებში მიღებული, ამავე დროს წარმოშობით, სულით ხორცამდე ქართველი ქალბატონი ზურაბიშვილი გაცილებით უკეთესად გაართმევს თავს! ამიტომ ჩემი და ყველა საღად მოაზროვნის ხმა ქალბატონ სალომეს!

ფხიზელი

2018-11-08 14:09:50

arichopra 2,
არ წაიკითხე, რა მოგწერე "პირადი ხასიათის შეკითხვასთან" დაკავშირებით? (http://for.ge/view.php?for_id=57178&cat=2). მჭირდება ვინმეს ნომერი, სადაც დარეკავენ, რომ ჩამოვიდა და წაიღოსო.

arichopra 2

2018-11-08 14:14:23

ფხიზელი, ძმაო, რას ამბობ?! ეს ამბავი ასე სერიოზულად რატომ მიიღე?!

arichopra 2

2018-11-08 14:15:39

არ მქონდა წაკითხული. ახლა წავიკითხე.

arichopra 2

2018-11-08 14:21:34

მაგარია!

arichopra 2

2018-11-08 14:29:34

ar-gen-tum@mail.ru აგერ ფოსტაზე მომწერე და მერე გავარკვევთ ყველაფერს

ბაბაია

2018-11-08 15:15:22

აბა აყმუვლდით ახლა ,მოუსავლეთიდან მოუხმეთ სულებს,ნაფტალინიდან ამოღებულ პუტჩისტებს, ედიკისტებს,საქართველოს ყველა გარე და შინაურ მტერს, მოღალატეებს. თქვენთვის ხომ მთავარია საკუთარი გამორჩენა და პატივმოყვარება, თანამდებობა და სარგო ! რაც არ უნდა ეცადოთ მაინც ვერ შემოატრიალებთ ისტორიის ბორბალს და ერთპიროვნული ტირანია უნდა დასრულდეს და ამ სამარცხვინო მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვა გამარჯვებული ერი ! ეს არ იქნება სააკაშვილის ბენეფისი, არც ძველი მოტრიალდება სიგლახე, ეს იქნება ახალი ნიშნული, ნიშანი იმისა რომ თავისუფალი ხალხი ბრძენია და არავის მისცემს დამონების უფლებას , ამოდის ნათდება ! ამოდის ნათდება ! გეშინოდეთ ბნელეთის მოციქულნო ! ეს ყველაფერი თქვენი დასასრულის დასაწყისია.

arichopra 2

2018-11-08 16:09:18

))))))))) ეს ახალი ნიშნული რატომ ან როგორ უნდა მოგვინიშნოთ თქვენ მიშამ, უგულავამ, ბოკერიამ, გვარამიამ, ვაშძემ ... რატომ ივალებთ ასეთ სარისკო საქმეებს?! ხომ ხედავთ არ აგდით ხელზე სიკეთის კეთება?! ბათუმში გემთმშენებელი ქარხანა რომ დაანგრიეთ და ბულვარი გააგრძელეთ ეს გინდათ ნიშნულად დაგვისახოთ?! ))))))))))

ბაბაია

2018-11-08 17:04:11

ეს იქნება პასუხი გაცუდებულ დაპირებებზე, "არნახულ დემოკრატიაზე",, აღზევებულ კორუფციაზე და კრიმინალზე , ნეპოტიზმზე,უსამართლო სასამართლოზე, თავად დაუცველ და თავდაბნეულ სამართალდამცველებზე, ერის დამღუპველ ნარკოპოლიტიკაზე , ახალგაზრდობის გადაგვარებაზე, განუვითარებელ ეკონომიკაზე და ხალხის კეთილდღეობის უკანსვლაზე, "გაქცეულ ფასებზე,ლარზე და დაქცეულ საზოგადოებაზე ,ბანკების და საფინანსოების პარპაშზე, შემცირებულ შემოსავლებზე და გაზრდილ გადასახადებზე, დაპირებულ და არშესრულებულ "საოცნებო ცხოვრებაზე"! და ვაშაძის პრეზიდენტობა არ არის მიზანი ! ეს ჯერ მხოლოდ წკიპურტია გამოსაფხიზლებლად და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, დამთავრდება ნაცქოცური ტაშფანდური და გაეხსნება ბიძინას მიერ დაბლოკილ ახალ პოლიტიკურ ძალებს გზა . ერთპიროვნული, არაფორმალური ტირანია უნდა დასრულდეს !

ცუგო

2018-11-08 18:16:16

ბაბაია, ოღონდ ეგ ახალი პოლიტიკურ ძალები რომელია დაგვანახე და თქვენ გადმოგცემთ "ელიოზის" (კ/ფ ნატვრისხე) სახელობის ორდენს.

serapina

2018-11-08 20:45:06

ჰოჰ, მიშას დროს სულ რძე და ღვინო მოდიოდა ონკანებში!

საბერძნეთსა და იტალიაში,ყველაზე მეტი ქალი მაშინ წავიდა სამუშაოდ.
ავღანეთიდან ჩამოსვენებულ ჯარისკაცებს რომ "უხმოდ" მარხავდნენ,ტელევიზორში არ გამოჩნდესო,არ გვახსოვს გგონიათ?
რეადმისიით ხალხი ჯერ საქართველოში ჩაიყვანა,მერე ციხეებში შეყარა... ისე,როგორც აგვისტოს ომს გადარჩენილი ჯარისკაცები,მფრინავები. ..


რა,დაპირებები შეასრულა მიშამ?!
რამდენი ადამიანი შეიწირა მიშამ და მისმა ბანდამ, არა უშავს?!

მართლა ივანიშვილს რა ვუთ/ხარი,
სახლებიდან რომ ვერ გამოდიოდით ნაცები,გახსოვთ?

ჩემი მოსაწონი(და ევროპელების გასაკვირი) დემოკრატია რომ ვერ დაამყარა ივანიშვილმა,ეს ცხადია...

...მაგრამ ხალხმა,ქართველმა ხალხმა, ნაცების სისხლის გუბეები რომ არ დააყენა, იცით ვისი დამსახურებაა?
-ჰო,ივანიშვილის.

ჰოდა,უმადურობა დიდი ცოდვაა!
ვინ ვინ და ნაცებს,მართლა გაქვთ ივანიშვილისთვის მადლობა სათქმელი.

serapina

2018-11-08 20:53:34

ეს არის, ნაციონალების ნამდვილი სახე: https://m.youtube.com/watch?v=OGiH9iu9jIM

ფხიზელი

2018-11-08 21:05:56


tngh:
"ნუთუ ესეთი ძნელია კლიპის დამზადება, სადაც გამოჩნდება თუ რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 6 წლის განმავლობაში საყოველთაო დაზღვევაზე, უფასო ხვნა-თესვაზე, უფასო სახელმძღვანელოებზე, უფასო ფაკულტეტებზე, უფასო ბაგა-ბაღებზე... სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე, სოფლის მეურნეობის იარაღების "ვაუჩერებზე"... და რამდენმა ათასმა ოჯახმა ისარგებლა ამ სიკეთით... ვინც წაიკითხავთ, იქნებ მიაწვდინოთ ხმა მათ, ვინც პიარზეა პასუხისმგებელი!!!"
---------------------
მეორედ შემხვდა ეს შენი პოსტი და ამიტომ უნდა შეგეხმიანო.
აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ აშკარაა, რომ ამაზე არავის უფიქრია!
რატომ არ უფიქრიათ? - ალბათ ეგონათ, რომ ხალხი ისეთი კმაყოფილი იყო მათი საქმიანობით, ხოლო ნაცები ისეთი "მიმარგინალებული" ჰყავდათ უკვე, რომ არავითარი პიარი არ დასჭირდებოდათ ამ არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად!
გამოკვლევებიც ხომ მაგარი ჩაატარეს ამ გამოკვლევებულებმა! - ამაზე დიდი მცდარობა სამარცხვინო "ენდიაისაც" კი არ მოსვლია!..
რაც შეეხება შენს ბოლო ფრაზას, მეეჭვება მაგათ საერთოდ ჰყოლოდათ ასეთი ვინმე. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერაფერს შევატჸვე მისი არსებობა.

ფხიზელი

2018-11-08 22:14:10


serapina,
სააკაშვილი არ იცნობს თურმე მეგის ქარდავას და რა ქნას ახლა?! მერე რა, ორჯერ თუ დაჰკიდა ორდენი! - ეგ არაფერს ამტკიცებს.
(მიშა არც დათა ახალაიას იცნობდა, ხომ გახსოვს?)
ველოდები, როდის იტჸვის, სანდრა რულოვსსაც არ ვიცნობო! - მე რა ვიცი, ვინ არის ეს ჰოლანდილი ქალი!.. ზუგდიდში მყავს ნანახი, რაღაც მეგრულ სიმღერას მღეროდა... მეტი არაფერი ვიცი მის შესახებო! :)

serapina

2018-11-08 23:47:59

ფხიზელი,
დააკვირდით უბრალოდ, ამ ნაცების აზროვნების ტ/რაექტორიას...

ირაკლი ოქრუაშვილმა,რაც იყო დაამტკიცა მაგრამ...

ბოკერიამ(ვიღაცამ რომ ჭკვიანის სახელი გაუგდო), ესაო-ისაო და ახლა "პირსისხლიან ნაცებს რომ გავემიჯნეთ" დაივიწყეთო...
რაც გვარამიამ თამარა შეამკო,ბოკერიას თამარა,ჩვენ იმასაც კი დავივიწყებთ...
გიგიმ რომ სააკაშვილს ჯართი უძახა იმასაც მაგრამ...

საწყალი საქართვდლოს ბიუჯეტი!
მისი სიყვარულით,რა არ იკადრეს ნაცებმა!
...და ახლა ამას,პოლიტიკური კულტურა დაარქვეს!

ბაბაია

2018-11-09 03:27:34

რომ არა ის გაკვეთილი რაც უკვე ჩაუტარა თავისუფლებისმოყვარულმა ხალხმა მანქურთებს, გაგრძელდებოდა პრივილეგირებული კასტის გულარხეინი, საამური ცხოვრება , ბელადის წინამძღოლობით , უაზრო, მავნებლური საკადრო პოლიტიკა, ხალხის მასხარად აგდება ,ბელადის საკუთარი ახირებებით კანონმდებლობის და სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღება წაქე-უკუ ჯექობა, ხეგლეჯიობა და ბიუჯეტთქვლეფიობა და ა.შ. ყოველივე ის რაც მოაქვს ტირანიას და ხალხის არად ჩაგდებას, იცით ეს, განა არ იცით, მაგრამ მრავალისათვის ძნელია ძუძუს გოჭივით მარჩენალ ღრუტუნასთან განშორება, აქედანვე უნდა ზრუნვა რომ სახელმწიფო მმართველობამ ისევ მახინჯი ფორმები არ მიიღოს,პრეზიდენტის სავარძელი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას მატყუარა პარტიას, ეს იქნება პატარა, მაგრამ მაინც შედარებით თავისუფალი სივრცე, მერე დიდი დაფიქრებით, სიფრთხილით გვმართებს საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა და არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, არცერთი კორუფციაში, უკანონო ქმედებაში გასვრილი არ უნდა შევიდეს პარლამენტში, დაე, ყველაფერი გადაწყვიტოს ხალხმა .

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80