რატომ არ მიაქირავეს კესარიას ჩოხა: დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით...
სხვადასხვა

რატომ არ მიაქირავეს კესარიას ჩოხა: დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით...

რატომ არ მიაქირავეს კესარიას ჩოხა: დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით...
reitingi.ge

2018-11-08 15:38:37

რამდენიმე დღის წინ კესარია აბრამიძე მსოფლიოს საერტაშორისო სილამაზის კონკურსიდან დაბრუნდა. კონკურსზე ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

კესარიას გამოსვლას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში კესარიამ განაცხადა, რომ ის კონკურსზე შიშველი ხელებით გაემგზავრა და უფრო მეტიც, მას ჩოხაც კი არ მიაქირავეს.

კესარიას ბრალდებებს, "პრაიმტაიმთან" საუბარში გამოეხმაურა "ჩოხა.ჯის" წარმომადგენელი ვინმე ნუგზარი და უარის მიზეზები განმარტა.

ბატონო ნუგზარკესარია ამბობსრომ ის დაგიკავშირდათ და თქვენ ნაციონალური სამოსი არ მიაქირავეთ.

- არ ვიცი ვინ დამიკავშირდა, მაგრამ ამ კონკურსისთვის კი დამირეკეს. თავი არ წარუდგენიათ.

არ გითხრესრისთვის სჭირდებოდათ სამოსი?

- მთელი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მიკავშირდება, ყველას ტექსტს ვერ დავიმახსოვრებ. მახსოვს რომ დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით. მე მას ვუპასუხე, რომ ამ თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმები არ გვაქვს.

ანუის პასუხირომ არატრადიციული კონკურსისთვის ტრადიციულ სამოსს არ აქირავებთტყუილია?

- ეს კესარიას ინტერპრეტაციაა. წავიკითხე ინტერვიუ, ეს მისი ვერსიაა. მე ასე არ მითქვამს. ალბათ მიხვდა რატომაც არ ვაძლევდით და ამიტომ თქვა. სინამდვილეში მე სხვა მიზეზი ვუთხარი.

უბრალოდ დელიკატური გინდოდათ ყოფილიყავით და ამიტომ უთხარით სხვა მიზეზი თუ მართლა არ იყო იმ კონკრეტული თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმი?

- თავს უფლებას მივცემ ამ შეკითხვას არ ვუპასუხო. ეს ჩემი პირადი საქმეა.

 

 

ნანახი?- 340

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80