"მიკროტალღური ჩუსტების" წყალობით, ზამთარში ფეხები აღარ გაგეყინებათ
Yellow

"მიკროტალღური ჩუსტების" წყალობით, ზამთარში ფეხები აღარ გაგეყინებათ

"მიკროტალღური ჩუსტების" წყალობით, ზამთარში ფეხები აღარ გაგეყინებათ
on.ge

2018-11-08 17:55:33

ფანჯრიდან წვიმის ყურება და ცხელი შოკოლადის დალევა ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს სიცივე, რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ ვერ უმკლავდებით, ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც არც პლედი გათბობთ, არც სქელი სვიტრი და ფეხებიც გაყინული გაქვთ.

Warmies მიკროტალღური ჩუსტებია, რომელიც თქვენს გაყინულ ფეხებს სწრაფადვე გაათბობს.

ეს პროდუქტი შეხედვით ჩვეულებრივ ჩუსტებს ჰგავს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ ის 90 წამის განმავლობაში მიკროტალღოვან ღუმელში შეაცხელოთ, რის შემდეგაც ცივი და მოწყენილი ჩუსტების ნაცვლად, ფუმფულა გამთბარ ჩუსტებს ჩაიცვამთ.

ჩუსტები რბილი და ფაფუკი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც სითბოს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. მისი ძირში კი სელის ფენაა განთავსებული, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში ცხელდება.

თუმცა, სანამ ახალი ჩუსტების საყიდლად გაიქცევით, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ აღნიშნული ჩუსტები სასიარულოდ შექმნილი არ არის, რადგან ის მძიმეა და ცოტათი მოუხერხებელიც, მისი მიზანი უფრო მეტად ფეხების გათბობაა, ვიდრე სეირნობა.

 

 

 

ნანახი?- 157

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80