8 საუკეთესო დეტექტივი, რომლებსაც ბოლომდე უყურებთ
Yellow

8 საუკეთესო დეტექტივი, რომლებსაც ბოლომდე უყურებთ

8 საუკეთესო დეტექტივი, რომლებსაც ბოლომდე უყურებთ
marao.ge

2018-11-08 19:57:20

ამ ფილმების ყურებას შუა ნაწილში ნამდვილად არ შეწყვეტთ. სპეციალურად მკითხველისთვის, ყველაზე კარგი დეტექტიური სერიალების სია შევადგინეთ:

მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში

რეჟისორი: კენეტ ბრანა

როლებში: კენეტ ბრანა, პენელოპა კრუსი, ჯონი დეპი

ყველაზე ცნობილი დეტექტივი ერკიულ პუარო სტამბულიდან მდიდრული „აღმოსავლეთ ექსპრესით“ მიემგზავრება. მგზავრობის დროს ხდება მკვლელობა - მოკლულია ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე ედვარდ რეტჩეტი. ეჭვმიტანილია ყველა მგზავრი და პუარო საქმის გამოძიებას იწყებს.

გოგონა დრაკონის ტატუთი 

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი

როლებში: დენიელ კრეიგი, რუნი მარა

ლამაზი სკანდინავიური ნუარი. დიდი ოჯახის უფროსი, გენრიკ ვაგნერი მიიჩნევს, რომ მისი დისშვილი მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა მოკლა და საქმის გამოძიებას ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტსა და ჰაკერ ლისბეტ სალანდერს ავალებს. გამოძიებას ართულებს ის, რომ მკვლელობა 40 წლის წინ მოხდა.

შერლოკ ჰოლმსი

რეჟისორი: გაი რიჩი

როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, ჯუდ ლოუ

გაი რიჩის ეს ფილმი ახლებურად წარმოგიდგენთ შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ უოთსონის კლასიკურ ისტორიას.

წითელი ბეღურა

რეჟისორი: ფრენსის ლოურენსი

როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოელ ედგერტონი

ფილმში ჯენიფერ ლოურენსი რუსი ჯაშუშის როლს თამაშობს. დახურულ სკოლაში მას სხვადასხვა ჯაშუშური ხრიკი შეასწავლეს. მაგრამ მთავარ გმირს ამ ქსელისგან თავის დაღწევა სურს. სექსუალური სცენები აქ მართლაც ძალიან სექსუალურია.

ინფერნო 

რეჟისორი: რონ ჰოვარდი

როლებში: ტომ ჰენკსი, ფელისიტი ჯონსი

პროფესორი რობერტ ლენგდონი მსოფლიოს გადარჩენასა და საიდუმლოებების ამოხსნას აგრძელებს. ამჯერად სასიკვდილო ვირუსის გავრცელებას არავინ ცდილობს. დედამიწა დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ აღწერილ ჯოჯოხეთად უნდა იქცეს. სწორედ ამ მწერლის სახელთან იქნება დაკავშირებული საიდუმლო, რომელსაც ლენგდონი გახსნის.

გაუჩინარებული ქალი

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი

როლებში: ბენ აფლეკი, როზამუნდ პაიკი

ფილმი ბენ აფლეკისა და როზამუნდ პაიკის მონაწილებით მხოლოდ 4 წლის წინ გამოვიდა და უკვე კლასიკად იქცა. ისინი ერთმანეთს წვეულებაზე შეხვდნენ, შეუყვარდათ და შეუღლდნენ. ერთ დღესაც, ქორწინების წლისთავზე სახლში დაბრუნებული ნიკი აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი დაიკარგა.

სოლტი

რეჟისორი: ფილიპ ნოისი

როლებში: ანჯელინა ჯოლი

ფილმში ანჯელინა ჯოლი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის, ეველინ სოლტის როლს ასრულებს. მორიგი დაკითხვის დროს დაკავებული აცხადებს, რომ სოლტი რუსი ჯაშუშია. სააგენტო იძულებულია, მთავარი გმირი დააკავოს, მაგრამ ის გაქცევას ახერხებს. ახლა მისი მიზანია დაადგინოს, თუ ვის სურს სოლტის ღალატში დადანაშაულება და კარგი სახელის აღდგენა სურს.

ექსტრასენსი

რეჟისორი: აფონსო პოიარტი

როლებში: კოლინ ფარელი, ენტონი ჰოპკინსი

ექსტრასენს შონს წარსულის დანახვა შეუძლია. ამიტომ ის პოლიციასთან თანამშრომლობს და მათ რთული დანაშაულების გახსნაში ეხმარება. მკვლელობების ახალ სერიას სააგენტო მიჰყავს დასკვნამდე, რომ მანიაკს მომავლის დანახვა შეუძლია. ჯონისთვის კი ეს ნამდვილი გამოწვევა ხდება.

 

 

 

ნანახი?- 186

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80