უძღები შვილების დაბრუნება
პოლიტიკა

უძღები შვილების დაბრუნება

უძღები შვილების დაბრუნება
თამთა ქარჩავა

2018-11-09 08:30:58

„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება. ექს–პრეზიდენტმა ჰელსინკში გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

„გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საპირისპირო და განსხვავებული არგუმენტები აქვთ „ევროპულ საქართველოში“. გიგი უგულავა ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს.

„დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ახლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ,ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ამ გაერთიანებაზე განსხვავებულად ფიქრობს გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, ივანიშვილის მარცხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კვლავ ოპონირების რეჟიმში იქნებიან.

„ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით. დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას ერთი ამოცანა გვაქვს – სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ივანიშვილს.

ამის შემდგომ ევროპული საქართველო და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან. ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ვიცე–სპიკერის გია ვოლისკის შეფასებით, ეს ერთი ბნელი ძალის ორი გამოხატულებაა - ერთი მომღიმარი სახით, მეორე ბობოქარი მუქარებით. მისი თქმით, როგორც ჩანს, ამის უკან კიდევ გარკვეული სტრატეგია იდო, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოეზიდათ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, რომ წარმოექმნათ ილუზია, თითქოს არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რომელიც გაემიჯნა ყავარჯნებიან კაცს და ცოცხებს, რომლებიც მათ სიმბოლოდ იქცა.

„გარკვეულწილად, წარმატებითაც ჩაატარეს ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, პირველ ტურში ელოდებოდნენ უფრო კარგ შედეგს, თუმცა მეორე ტურისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც იწამა, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ კეთილი სახით (მხედველობაში მაქვს დავით ბაქრაძის სახე), საკმაოდ სერიოზულად დაფიქრდება რამდენად უღირთ მხარდაჭერა იმ ძალის, რომელიც ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვეუბნება, რომ არავითარი კონსტიტუცია არ იმუშავებს და იმუშავებს მხოლოდ ძალის მეთოდი, რომელიც ქვეყანას თავდაყირა დააყენებს“, –განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. დეპუტატი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ – ასე დავარქმევდი, არც გაყოფილან არასდროს რეალურად. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, როგორც მოიხსენიებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც მალე დადგება, ამაში ჩვენ ყველას ერთად დაგვარწმუნებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას. ამის დასტურად უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძეს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუ მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ ისურვებდა, ენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მოუწოდებს 50 ან 100 ათას  თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ მის პროტესტს – „ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, შინაარსი შეუცვალა, რის გამოც ის საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს. თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

„რაც შეეხება საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას, ისინი პოლიტიკური ტრიუკის ჩატარებას ცდილობენ და გაყოფაც და გაერთიანებაც მოჩვენებითია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. ამ პოლიტიკურ პარტიას უკვე დაანონსებული აქვს ქუჩის აქციები, მთავრობისა და პარლამენტის შეცვლა, ამ ყველაფერს საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გასცემს პასუხს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ნანახი?- 2613

natali

2018-11-09 09:46:13

http://exclusivenews.ge/post/25417

ეს იცოდით ვინმემ?

natali

2018-11-09 10:16:45

"ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო ჰქონდა ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება შეესრულებინა, თუმცა არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება - მიხეილ სააკაშვილი
-----------
მერე რა შუაშია აქ სალომე ზურაბიშვილი? მარგველაშვილი-მოქმედი პრეზიდენტი არაფერ შუაშია და სალომეა დამნაშავე? მერე რააა, რომ ქოცები მხარს უჭერენ? (თანაც ნაწილი). სხვათა შორის პატრიტთა ალიანსიც უწერს მხარს ახლა, თუ მაგათაც რამე შეშალათ,იმაზეც სალომეს უნდა მივთხოვოთ პასუხი?

ცუგო

2018-11-09 10:58:41

natali, ეგ საიდან გამოაძვრე? საინტერესოა რას იტყვიან ჩემი საყვარელი მეგრელები, და არა მარტო მეგრელები, როცა ზვიად გამსახურდიაზე, სანდრა რულოვსის ამ პასკვილს წაიკითხავენ???

natali

2018-11-09 11:16:05

რამდენისთვის ექნება სამეგრელოში ეს წიგნი ნაჩუქარი. და არავინ წაიკითხა?:))))))))

serapina

2018-11-09 12:25:39

სალომე ზურაბიშვილს, ამ არჩევნებში მხარს უჭერს ყველა მოაზროვნე ქართველი!საქართველოში და მის გარეთ მყოფი...

რამდენი,სულელი ჟურნალისტიც არ უნდა დაიქირავონ ნაცებმა, რამდენი უსი/რცხვილო სისულელე არ უნდა გამოაცხონ (მაგ : ია მეტ/რეველზე... ქალმა ერთადერთი შვილის ლიკვიდაცია ტელეეკრანზე ნახა და ზაზა სარალიძის გულშემატკივრები,ახლა ამ ქალს, "მგლოვიარე მეძავს" ეძახიან! ეს არის სულ,ნაცების ზნეობა) ქალბატონ სალომეზე, მაინც არცერთი წესიერი ქართველი,ხმას არ მისცემს პირსისხლიან ნაციონალებს!

დიახ, კოორდინატორი ქალები, მოხუცების მომვლელი ქართველი დედების მცირე ნაწილი საბერძნეთსა და იტალიაში მომუშავე(ასეთი უვიცებიც გვყავს... შვილები 13-14 წელია არ უნახავთ და მიშა კარგიაო)...
ევროპის თავშესაფარში მოწუწუნე ნაციონალები(რომელთაც ევროპამ მშვენივრად "გააგებია ევროპის არსი"... ვინც იმსახურებდა)...
ასეთები, ვერ დადებენ ქართველი ერის სასურველ შედეგებს!
მიუხედავად იმისა,ივარგა ოცნებამ,თუ ვერა.

ასე რომ რამდენიც არ უნდა ზილოს ვინმემ ნეხვი,ნეხვად დარჩება მაინც!
ნაციონალ მოძრაობას,ქართველ ხალხთან ერთად უარი უთხრა საერთაშორისო პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ფიგურებმა...
შეხედეს რა, როგორ ბოროტად გამოიყენეს მმართველობის წლები.

ამ შედეგით რაც დადგა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხალხის მხარდაჭერა, ოცნებამ - სილა სახეში(რასაც იმსახურებდა) და ნაციონალებმა,კიდევ ერთხელ დაამტკიცეს,რომ არავითარი ცუდი და უკეთესი ნაციონალი,არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ, ბიუჯეტის ჭამით დაინტერესებული ბანდიტური დაჯგუფება, რომელმაც თავის დროზე, პოლიციური რეჟიმი იმიტომ დაამყარა, რომ ამ ბიუჯეტის ჭამაში,ხელი არ შეშლოდა...
რასაც,მაშინვე გაიმეორებენ,როგორც კი ძალაუფლება ექნებათ...
ამიტომ აღარ ექნებათ ძალაუფლებაც!

ყველაზე მთავარი,სააკაშვილი დასავლეთმა მოისროლა სანაგვეზე და ახლა,არავინ გადათქვამს ამას!
დასავლეთს პირდაპირი ტექ/სტებით საუბარი არ ჩვევია...



natali

2018-11-09 12:35:01

მეც ვიცი ერთი ქართველი, ევროპაში ცხოვრობს, ცოლი ევროპელი ჰყავს და შვილებმაც ერთი სიტ/ყვა ქართული არ იციან. ალბათ ისიც უწუნებს სალომეს ქართულს:))) გაქანებული მიშისტია.

natali

2018-11-09 12:37:41

ისე კი მაგარი ლუსტრაცია მოხდა. ყველა კაგებეშნიკი გაერთიანდა.

arichopra 2

2018-11-09 12:52:07

ვინც რუსული იცით, მიიცალეთ, ეს ნახეთ და ყველაფერი გაცხადდება - https://www.youtube.com/watch?v=eJX8DemwruM

qwas

2018-11-09 13:41:04

"რუსეთისთვის უფრო მისაღებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყოს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე, რადგან ზურაბიშვილის განცხადებები წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს."

ამ წინადადების აზრს რომ "ჩაუღრმავდე", სიმართლეს აღმოაჩენ გამოთქმულ მოსაზრებაში!

მას ისეთ რამ აქვს ნათქვამი, მაგალითად ის რომ, 2008 წელს დავბომბეთ ჩვენი ტერიტორია, როცა ეუთო-ს აქვს ნათქვამი, რომ რუსები შემოფრინდნენ და დაბომბეს."

natali

2018-11-09 13:51:53

რუსეთი რასაც ამბობს, არ იცით რომ ყველაფერი უკუღმა უნდა გაგიგო?

natali

2018-11-09 14:03:23

ოცნება თუ ცუდია, იქნება საპარლამენტო არჩევნები და ხალხი ხმას არ მისცემს, მისცემს ხმას ნაცებს, რომლებიც 400 ლარს მისცემენ პენსიონერებს. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია. ვინც სალომეს არ უჭერს მხარს იმიტომ, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით მის გამონათქვამს არ ეთანხმება,(მართალია მან შემდეგ გასაგებად ახსნა, თუ რა თქვა), არ მისცემს სალომეს ხმას და მისცემს კაგებეშნიკ ვაშაძეს, რომელიც ვადამდელი საპარლემენტო არჩევნებით იმუქრება და რომელიც დააბრუნებს ხელისუფლებაში იმ ხალხს, ვის მშვიდობიანად გასტუმრებასაც ხალხი ივანიშვილს უმადლის. მაგრამ იგივე ივანიშვილზე გაბრაზებულია, რომ თურმე ვერ მოუშორებია ისე კარგად, რომ ვეღარ დაბრუნდნენ. ამიტომ პროტესტის ნიშნად არჩევნებზე არ მიდიან, ისევ ივანიშვილს ელოდებიან როდის მოაშორებთ მათ ბოლომდე ისე, რომ ვეღარ დაბრუნდნენ.

:)))))) ვწერ და თვითონვე მეცინება.:)) ცხვრის ფარა ვართ აბა არა???? პრეზიდენტი კი არა, კომბლე გვჭირდება ჩვენ.:))))))))

arichopra 2

2018-11-09 14:25:51

არა-არა, ჩვენ ქართველები მაგარი ხალხი ვართ! ისტრიაში ყველა ეტაპზე დავამტკიცეთ!

natali

2018-11-09 14:28:28

arichopra 2

არ გეცინება? მე გიჟივით ვხარხარებ:)))))))) ზრდილობიან გაბუნიას თუ იცნობთ ვინმე, მიაწოდეთ ეს პოსტი:))))))

arichopra 2

2018-11-09 14:36:51

მგონი 4 საუკუნე იყვნენ არაბები თბილისში. 4 თუ არა 3 ხომ იყვნენ. ამდენი ხანია აშშ-ს ისტორია, მეტი კი არა! და ამ დროს არაბის გენი ვერ შეერია ქართულ გენს (გენეტიკა). სად არიან ახლა ის არაბები?! მიწაში იმათმა სისხლმა და ხორცმა გაანაყოფიერა ქართული მიწა! ჩვენც გავწყდით, მაგრამ სახელმწიფოც შევინარჩუნეთ, ენაც, კულტურაც და ძალიან მაგარი ერი ვართ, ძალიან მაგარი! ახლა ეს ბატონი ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური "პარავოზი" რომ არ იყოს და რომელიმე ლეგალურად - გაცხადებულად პრორუსულ პოლიტიკურ ძალას წარმომადგენდეს რომ, როგორც არის სინამდვილეში და ამას არ მალავდეს, ანუ არ გვატყუებდეს, აუცილებლად მივცემდი ხმას! დღეს საქართველოსათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მთავარი, პირველი, მეორე... მეათე არის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება! უნდა აღდგეს ის წარსული მეგობრობა და კულტურული ერთობა! ამისათვის ვაშაძისნაირი პრეზიდენტი ზედგამოჭრილია, მგიმო აქვს დამთავრებული, კგბ-ს მაღალჩინოსანია, ესმის რუსეთის ინტერესები და რუსი ხალხის მენტალობა!

natali

2018-11-09 14:47:28

მსოფლიო გაყოფილია ორად. ცალ მხარეს განვითარებული ქვეყნებია, მეორე მხარეს ფეოდალური ვერლური რუსეთი. რომელი მხარე უნდა ავირჩიოთ?
ჟირინოვსკიც კი აღიარებს, რომ საქართველო წინ წავიდა, ხოლო რუსეთი -უკან. ვისი წყალობით წავედით წინ? ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას კი საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს. და სჯობს ცოტა მოგვიანებით დასავლეთის დახმარებით მოხდეს ეგ, ვიდრე ახლავე, სასწრაფოდ რუსეთმა ერთიანად მიგვიერთონ აფხაზეთთან ერთად.

arichopra 2

2018-11-09 14:48:05

ხალხი იმ დაპირებულ 400 ლარიან ხიბლშია, უმეტესობას კალკულიატორიც არ აქვს და ვერ ითვლის ნაცმოძრაობის კბეს წარმომადგენლის ბლეფს, მაგრამ ოცნება უკვე მოეგო გონს. გავიგე სოფლად მცხოვრებ ოჯახებისათვის უკვე დაუწყიათ პირუტყვის (ძროხა, ღოორი, თხა) უფასოდ დარიგება....

arichopra 2

2018-11-09 14:50:13

ხო მაგრამ წინ რომელია და უკან რომელი, ვინ რას გულისხმობს საკითხავი აი ეს არის! მე პირადად უნამუსო დასავლეთთან საერთო არაფერი მაქვს!

arichopra 2

2018-11-09 14:52:27

თუ სახლში სამი ტელევიზორი და 2 მაცივარი მედგება ეს არ მიმაჩნია წინ წასვლად. ეს არის წასვლა ეროვნული იდენტობიდან სიმაძღრეში, ანუ ღორობაში.

arichopra 2

2018-11-09 14:56:02

მირჩევნია პური და ყველი ვჭამო და ჩემი შვილები ჭოლიპას ტალახს ზელდნენ, ჩემს ეზოში ჩემი ლოყააწითლებული შვილიშვილები ფეხშიშველა დარბოდნენ, ვიდრე გერმანიაში მერსედესის საამქროში კომპიუტერებს ემსახურებოდნენ!

ფხიზელი

2018-11-09 15:04:07

"ყოფილი კაგებეშნიკი არ არსებობს!" - ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა, ოღონდ არა მაშინ, თუ საუბარია გრიგოლ ვაშაძეზე.

"ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­არ­ხე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე თა­მაშს, რომ თით­ქოს­და მე „კგბ“-ს აგენ­ტი ვარ. ეს არ მუ­შა­ობს“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

არც ფაქტები?

"საბჭოთა კავშირის მთავარი ბანკირის სიძემ, 1981 წელს, გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა
და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა."

ვისაც საბჭოთა პერიოდში ფეხი გაუდგამს საზღვარგარეთ (ტურისტად თუ რაიმე დელეგაციის შემადგენლობაში), კარგად იცის, რასაც ნიშნავს "დელეგაციის თანმხლები" და რა ევალებოდა მას!..

ბედის ირონიაა, რომ გრიგოლ ვაშაძეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამსახურეობრივი საზრუნავი ის იყო, მუდმივად ედევნებინა თვალი დელეგაციის წევრებისათვის, რათა უცხოეთში არ დარჩენილიყო რომელიმე მათგანი, ცოლი - ნატაშა ალხიმოვა - ლონდონში გაექცა საყვარელთან ერთად :))

როგორც წერენ, სწორედ ამ ფაქტმა შეაფერხა ვაშაძის კარიერული წინსვლა და ის "გაასპირანტდა", ხოლო სიმამრს პოსტის (და რა პოსტის!) დატოვება მოუხდა.

ასე რომ, გრიგოლ ვაშაძის მიერ აპლომბით გაკეთებული განცხადებები - მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ვამაყობ ამითი!" და "მე, როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვარ დაქორწინებული!" - ერთობ სასაცილოდ ჟღერს...

natali

2018-11-09 15:10:21

თავისუფალ ქვეყანას თავისუფლი ხალხი ქმნის. თავისუფლება ზუსტად მაგიტომაა კარგი, რომ ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს, გინდა ტალახს მოზელ და გინდა კომპიუტერს მიაკვდები. მაგრამ შენ არ გაქვს უფლება ვინმეს, გინდაც შვილიშვილს გადაუწყვიტო როგორ იცხოვროს. და მით უმეტეს სხვის შვილიშვილს.
და დამიჯერე რააა....რუსეთმა თუ მიგვიერთა, მაშინ მართლა გაიქცევა ყველა გერმანიაში და იმის იქით და მერსედესის საამქროში კი არა, მოსამსახურედაც არავინ დაიყენებს. რუსები თვითონ გარბიან რუსეთიდან.

natali

2018-11-09 17:15:55

arichopra 2
"უნდა აღდგეს ის წარსული მეგობრობა და კულტურული ერთობა!


რა მეგობრობაზე და კულტურულ ერთობაზე ლაპარაკობ? ეკლესიებში გადაღებილ ფრესკებზე თუ ქართული ენის ძაღლის ენად გამოცხადებაზე? კომუნისტების დროს კი საერთოდ სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებაზე? დაბერდა იმ დროინდელი ხალხი საქართველოში ისე, რომ ბევრმა ქართული არ იცის (არ სჭირდებოდა და იმიტომ) და საფრანგეთში გაზრდილ სალომეს უკირკიტებენ ყოველ ბგერაზე შეეშალა გამოთქმაო.

arichopra 2

2018-11-09 18:36:27

ჭკვიანი და კარგი გოო კი ხარ ჩემო ორო, მაგრამ რაღაც მიმართულებით განათლებაში გამოტოვებები გაქვს! არცაა გასაკვირი. 30 წლის წინ ალბათ 4-5 წლის ინებოდი. მერე კი ამ გათახსირებულებმა (ლიბერალებმა) ყველაფერს ქაქი გადაუსვეს! ახლა ამას ნუ მიწყენ ძალიან გთხოვ.

arichopra 2

2018-11-09 18:37:12

ჭკვიანი და კარგი გოგო ხარ ჩემო ოქრო

serapina

2018-11-09 18:39:18

არჩევანის ამბავზე გახსენდა...

ერთ,ღ/რმა სოფელში სარძლოს არჩევდნენ...ბაბუაჩემი ცოტას ამბობდა მაგრამ ისეთს,სულ რომ უნდა გვეწერა შვილიშვილებს...

ბაბუას ჰკითხეს აზრი.
თქვენ რანაირს ეძებთო,იკითხა ბაბუამ.
-ჩვენ, ყანაში რომ კარგად თოხნიდეს,ასეთი გვინდაო...
ბაბუამ გაიცინა. ჯერ სხვა კრიტერიუმებით(ნეტა თუ გაიგეს?) ეძებეთ და ყანის თოხნა,სულ ბოლოში მოიკითხეთ...
მაგ საქმეს სულ ეშველება..
მას და მის შვილებს რომ მოშივდება, სულ სიმღერით წავა ყანაშიო.


კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ არ ღირს იმის ახსნა,რატომ უნდა იყოს ქართველი ბავშვი,მისი თანატოლი ევროპელი ბავშვის მიმართ კონკურენტუნარიანი.
ზეციურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ ჯერ...
...და მიწიერ სამყაროში,არ მინდა ევროპელები ქართველ ბავშვებს ზემოდან გადმოჰყურებდნენ და ამას, თუ ევროპასთან დაახლოებული სასკოლო პ/როგრამის გარეშე მოახერხებთ და ევროპასაც გააკვირვებთ...
კეთილი,ტაშს და ქებას არ დაგამადლით!

arichopra 2

2018-11-09 18:50:25

სერაფინა, ვერავინ ვერ გადმოჰყურებს ქართველ ბავშვებს ზემოდან, ვერცერთი ევროპელი თუ ინდოელი. საერთაშორისო ოლიმპიადებიდან, გინდა მათემატიკაში, გინდა პროგრამირებაში, ფიზიკაში... სულ გამარჯვებულები და პრიზიორები გვიბრუნდებიან! თვენ ვერაფრით ვერ გაიგებთ იმას რასაც მე ვწერ. იმიტომ, რომ რაც მინდა გითხრათ ამის დაწერა რომ შემეძლოს ან ჯონ გოლსუორსი უნდა ვიყო, ან თომას მანი, ან უილიამ ფოლკნერი ანდაც ლევან გოთუა! თქვენი ბრალი არ არის ეს. თქვენ ჯერ ვერ მიაღწიეთ განათლების იმ დონეს, რომ ეს იგრძნოთ. ყველაზე უფრო ადექვატური იქნება თუ გურამ დოჩანაშვილს გადაიკითხავთ! კიდევ ვიმეორებ, საწყენად არაფერს გეუბნებით. დასაფიქრებლად გიხმობთ!

natali

2018-11-09 18:53:12

და რას ამბობთ საწყენს, ჩვენ ხომ უბრალოდ ჩვენს შეხედულებებს ვაფიქსირებთ და მეტი არაფერი.

arichopra 2

2018-11-09 19:09:01

მე რომ რაღაც მისამართი დავდე იმის ნახვა ვერ მოასწარი?!

serapina

2018-11-09 19:34:49

ჰე ახლა, გამაგებინე მე გაუნათლებელს:

ევროპული განათლება არ გვინდაო, ხომ ამბობ.

ქართული სკოლა კარგია და ამ პედაგოგებს,ტ/ყუილად ატ/რენინგებენ ყოველ წელს?

თუ,მე ოდესმე ვთქვი რომ ქართველი ბავშვი უნიჭოათქო?

თუ,ახლა რომ პედაგოგს ხელფასს გაუზრდიან, მერტი პრიზები გვექნება?

სიმართლე რა არის იცი?
ევროპულ განათლებასთან,უცებ გახსენდებათ ცისარტ/ყელას დროშები და რაღაც სისულელეები...
ამის წამალი მე არ ვიცი.
..და საერთოდ,ვის რაში აინტერსსებს,ვინ რამდენი წიგნი წაიკითხა?
კიდევ საბჭოთა კავშირში ვართ?


...და ასეთი კარგი სკოლა და უმაღ/ლესი სკოლა თუ გვაქვს,რატომ დამკვიდრდა მაშინ საქართველოში ნორმად,ევროპაში მიღებული კვალიფიკაცია?

განათლება და კვალიგიკაცია,სხვადასხვაა და თავის მხრივ განმარტებებს ითხოვს...


ფხიზელი

2018-11-09 21:08:36

ვნახე, მაგრამ არ შევდივარ არსად, სადაც ჩემს იმეილ-მისამართს ითხოვენ. უმაგისოდ მოვაგვარებ ორშაბათს.

arichopra 2

2018-11-09 21:54:47

არა, მე ნატალის მივწერე - მე რომ რაღაც მისამართი დავდე იმის ნახვა ვერ მოასწარი?! იუთუბ მისამართი დავდე დილას იქ სადაც ბანკზეა ლაპარაკი. შენც თუ ნახავ ძალიან მაგარი რამეა. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრ რამეზე ეჭვი მონდა და იმ კაცმა "მაგრად გააიასნა! - ვინც რუსული იცით, მიიცალეთ, ეს ნახეთ და ყველაფერი გაცხადდება - https://www.youtube.com/watch?v=eJX8DemwruM.

natali

2018-11-10 01:14:01

ვუყურე, საინტერესო იყო. მადლობა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80