„ბურბონების“ არ იყოს, „ნაცმოძრაობას“ არც არაფერი დავიწყებია და არც არაფერი უსწავლია“
პოლიტიკა

„ბურბონების“ არ იყოს, „ნაცმოძრაობას“ არც არაფერი დავიწყებია და არც არაფერი უსწავლია“

„ბურბონების“ არ იყოს, „ნაცმოძრაობას“ არც არაფერი დავიწყებია და არც არაფერი უსწავლია“
მანანა ნოზაძე

2018-11-09 16:46:31

ჰელსინკში სააკაშვილ-უგულავას შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაცები“ ყოველთვის იპოვნიან საერთო ენას და მითი მათი დაშლის შესახებ გადაჭარბებულია.

თავის დროზე „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ გარკვეული სენტიმენტები „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა. იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებაში“ ფუნქციური ადამიანების დეფიციტი იყო, „ოცნება“ სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა „ევროპული საქართველოთი“. ზოგიერთები უფრო შორსაც მიოდიოდნენ და „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთის გაერთიანებასაც არ გამორიცხავდნენ.

არც კახა კალაძე იყო გულგრილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ის ამბობდა, ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია „ნაცმოძრაობა“, ხოლო მეორეა „ევროპული საქართველო“ რომელთანაც ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები.

დღეს კი კახა კალაძის შეფასება განსხვავებულია. მისი აზრით, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი.

რა საფრთხე შეიძლება შექმნას ერთი გამხმარი ხის ორი ტოტის კვლავაც გაერთიანებამ?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ ივანიშვილის მარცხის შემდეგევროპული საქართველოდანაცმოძრაობაოპონენტები გახდებიან და მათი ეროვნული ამოცანაა დროებითი გაერთიანება. რა საფრთხეს შექმნისნაცმოძრაობისადაევროპული საქართველოსმორიგი დაზავება? ეს არის დაბრუნება იმ წიაღში, საიდანაცევროპული საქართველოარც არასდროს გამოსულა?

- მე მაინც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის მაინც დროებითი კავშირი საარჩევნოდ, რათა საერთო მეტოქეობა გაუწიონ ქალბატონ სალომეს და შემდგომ, სავარაუდოდ, ისინი ერთმენეთთან ურთიერთობის ძველ რეჟიმში გადავლენ. მათ ერთმანეთი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, თუმცა ეს ჩვენთვის რა ბედენაა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის ერთი მოძრაობის ორი სხვადასხვა ფრთა. თუ შევადარებთ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც „სოციალ-დემოკრატია“ იყო რუსეთისთვის. მათი რადიკალური ფრთაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო შედარებით რბილი ფრთა არის ბოკერიას ფრთა, მაგრამ, როცა საჭირო ხდება, ორივე მათგანი მკვეთრ პოზიციას იჭერს ხოლმე. აშკარაა, მათ აქვთ მკვეთრი პოზიცია ქალბატონ სალომესთან დამოკიდებულებაში. ერთნიც და მეორენიც სიმართლის თქმისთვის სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს ეძახიან. სინამდვილეში, სალომე კი არ ამხელს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, არამედ სიმართლე ამხელს ამ დანაშაულს. მათ კი ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ამ სიმართლის მიმართ. თუნდაც იმავე 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის გამოსვლა იყო ხისტი, სრულიად შეუსაბამო, „ევროპულმა საქართველომ“ კი აღიარა, რომ 7 ნოემბერი შეცდომა იყო. მართალია, ეს თვალთმაქცური, ფარისევლური აღიარება იყო, მაგრამ მაინც შეცდომას უწოდებენ. სინამდვილეში, 7 ნოემბერი შეცდომა კი არა, მძიმე დანაშაული იყო. რაც შეეხება აგვისტოს ომს, 7 ნოემბრის დანაშაული და ყველაფერი, ამასთან შედარებით ფერმკრთალდება.

თავის დროზე მსჯელობდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმაიყიდა“ „ევროპული საქართველო“. სააკაშვილიც ირწმუნებოდა, ვიდრე უგულავამ არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვესო. როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოზედაიმედება მხოლოდ გულუბრყვილოთა ოცნება იყო.

- როდესაც „ნაცმოძრაობა“ გაიყო შედარებით უფრო ზომიერ და უფრო რადიკალურ ფრთად, თითქოს გამოჩნდა პერსპექტივა, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მოდიფიცირება შეიძლებოდა. ასეა თუ ისეა, პარლამენტში წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ მეტ-ნაკლებად ჯდება იმ სტანდარტში, რასაც ოპოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს და თითქოს იმდენად დიდი საფრთხე არ არის, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ არჩევნებში გამოჩნდა, რომ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, „ევროპული საქართველო“ უფრო „ნაცმოძრაობის“ მხარესაა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ცუდ საქმეს უკეთებს.

მეორე ტურისთვის რამდენად შეუქმნის საფრთხეს აწ უკვე ერთ სხეულად ქცეულინაცმოძრაობადაევროპული საქართველოსალომე ზურაბიშვილს?

- იცით, ახლა როგორი ვითარებაა? ზუსტი სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ მომხრეთა საგრძნობი ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს ხმას არ მისცემს იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის შეიძლება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უფრო მისაღები იყოს, ვიდრე რადიკალური პოზიცია და ის მუქარა, რაც ისმის „რუსთავი 2“-დან, რაც გვარამიას განცხადება იყო, რაც იყო სააკაშვილის განცხადებები. მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციის გამო „ევროპული საქართველოს“ მომხრეებმა შეიძლება უარი თქვან გრიგოლ ვაშაძეზე. ასეთი არითმეტიკული ჯამი ნამდვილად არ იქნება, რომ 40%- ვაშაძეს, 10%-„ევროპულ საქართველოს“ და, ჯამში, „ნაციონალების“ მომხრეები ვიგებთ. სინამდვილეში, აქ არითმეტიკული გათვლები კი არ წყვეტს საქმეს, არამედ უფრო ალგებრასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც მისცა ხმა „ევროპულ საქართველოს“, უნდა გამოფხიზლდეს და დაინახოს ის საფრთხე, რაც არის. მე არაფერს ვამბობ მათ პარტიულ აქტივზე, პარტიული აქტივი, რა თქმა უნდა, ცალსახად ვაშაძეს მისცემს ხმას.

ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის შეცდომა იყო, როცა მან თქვა, რომ ის მომხრეა, „ნაცმოძრაობაშენარჩუნდეს და არ ღირს მისი გაქრობა. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, ასევე, რომ საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს.

- „ნაცმოძრაობა“ უნდა გადარჩეს, თუ არ გადარჩეს?! „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ბოლომდე საშიშია. ეს არის რადიკალური ფრთა, რასაც ვაშაძე, სააკაშვილი, გვარამია წარმოადგენს. ისინი პირდაპირ იმუქრებიან, მათ არაფერი დავიწყებიათ, ბურბონებისა არ იყოს და არც არაფერი უსწავლიათ. ისინი დაახლოებით იმავეს აკეთებენ, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს.

ისე, დიდი მონანიება არცევროპულ საქართველოსეტყობა.

- კი ბატონო, მაგრამ შესაძლებლობა რომ მიეცეთ, „ნაციონალები“ 7 ნოემბერს გაიმეორებდნენ. თვითონ პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გარიყოს ეს ადამიანები, როგორც სააკაშვილი გაირიყა, უსამშობლოდ დარჩა და ეს მისი არჩევანი იყო. თვითონვე აირჩია ეს გზა, ვინმეს ხომ არ წაურთმევია მისთვის მოქალაქეობა? ეს შეუძლებელიცაა, საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია, სააკაშვილმა კი გააკეთა ეს არჩევანი, მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და წავიდა აქედან. ასე მოხდება „ნაციონალების“ მიმართაც და პოლიტიკური პროცესი მათ გარიყავს. აღარ დარჩება მათი ადგილი. თუმცა, საუბედუროდ, დღეს ეს არ ხდება, დღეს პირიქითაა საფრთხე, რომ ისინი მობრუნდნენ. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მათ გადარჩენის შანსი კიდევ აქვთ.

ნანახი?- 2209

qwas

2018-11-09 17:17:35

აქ, ერთმა დაწერა და ვეთანხმები ,... თუმცა ხალხი ქალბატონ სალომეს ეტყვის არას!

"...პრეზიდენტის სავარძელი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას მატყუარა პარტიას..."

არ იქნა, ვერ დაუბრუნდა ბიძინა რეალობას და ვგონებ, დიდად არც უნდა ცდილობდეს...
გააგრძელეთ თქვენ ქართველი ერის დაცინვა და აბუჩად აგდება...ხალხი დაიღალა გაჭირვებით, უმუშევრობით, უსამართლობით , ვალებით, გაძვირებული პროდუქტით, გაუფასურებული ლარით, სიღატაკით და რაც მთავარია, მომავლის რწმენით ,...რადგან მთავრობაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობს როგორ იშოვოს ფული, რომ მის კეთილდღეობას არ მოაკლდეს არაფერი, აი რისგან დაიღალა ხალხი ....

serapina

2018-11-09 18:19:11

qwas,
რაიზა იღ/ლი ახლა, შენ აქ თავს?!

გგონია ვინმეს გადაარწმუნებ,ან იმაში დაარწმუნებ, რომ სააკაშვილის პარტია პატიოსანი, დაპირების შემსრულებელი და საერთოდ, პ/როგრესის პარტია იყო ქართულ რეალობაში?
ან ახლა, ნებისმიერი ფორმით, საქართველოსთვის რამეს წარმოადგენენ ზიანის(საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც) მოტანის გარდა?!

მაგ: სალომე სამადაშვილს ის არ მოსწონს,უკეთესი თანამდებობა რომ დაკარგა და ამისთვის კვნესის...
ზოგიერთების ქმრებს(და მსგავსებს) ბიზნესები ვეღარ უყვავით,როგორც ადრე და ა.შ.

უბრალოდ,ერთ შეკითხვაზე გამეცი პირდაპირი პასუხი:
რა იდეოლოგიის მატარებელი იყო სააკაშვილი ნაცმოძრაობასთან ერთად და რა შექმნეს,ეროვნული თვალსაზრისით ღირებული?

(არ დაიწყო ახლა,გზები რომ დააგო ზოგი ვალებით,ზოგი დახმარებებით...
...და დენი და წყალი კიდევ. ეგ სისტემები,საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა და მერე რომ მიყიდ-მოყიდა სააკაშვილმა, სერვისის გაუმჯობესების მიზნით,ამაში არც საგმიროა რამე და არც გადასარევი).

ხალხი კიდევ,სულდგმულობს სააკაშვილის დროს, სამუშაოდ წასული(უმეტესად ქალები)ოჯახის წევრებისაგან გამოგზავნილი ფულით.
...ახლა რომ სულ შემოელიათ ჭკუა და მიშა კარგი იყოო გაიძახიან.
თუ კარგი იყო, მაგის ხელისუფლებაში ყოფნისას რატომ გაიქცნენ და დატოვეს პატარა შვილები, დღეს უკვე უდედოდ გაზრდილები,ამას ვერ პასუხობენ...
ერთის მხრივ მეცოდებიან...
მეორეს მხრივ,იმდენს აფუჭებენ უგნურობით, უკვე პატიებაც აღარ შეიძლება.დაწერს ვინმე პუბლიცისტი(თაკოსნაირი არა), ერთხელ სიმართლეს და მერე, ჩვენ ვარჩენთ საქართველოს და ასე ნუ გველაპარაკებითო...

natali

2018-11-09 18:33:20

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/84794/saakashvili-chven-davitsket-samkhedro-moqmedebebi-tskhinvalis-regio

serapina

2018-11-09 18:44:10

ჯერ არ მინახავს ეს ვიდეო...
სათაური ვნახე მარტო.
მე 2008 წელს დავდევი აქ ვიდეო(ახლაც მოვიძებნი) მაიბრიტ ილნერის ტოქშოუში(გერმანია), როგორ თქვა სააკაშვილმა: საქართველოს ტერიტორია იყო და როცა მინდოდა,მაშინ შევიდოდიო.
აუცილებლად დავდებ ვიდეოს.

arichopra 2

2018-11-09 19:14:01

გია ხუხაშვილი პოლიტიკაში მიდის...!!! აბა ეს ყოფილა თუ ყოფილა და ამას ყოლია ოფოფები?! )))

serapina

2018-11-09 23:07:54

რატომ არის ნაცმოძრაობა სიმსივნე, ქართულ საზოგადოებაში და რატომ უნდა ამოიკვეთოს მახინჯი მეტასტაზები, ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან?

ახლა ყრუსთავი-2 ავრცელებს ვიღაცის წერილს(დიდი ამბავი,ფულსაც გადაუხდიდნენ და დაწერითაც თავად დაუწერდნენ)ვიღაც პატიმრის რომ თურმე საკნებია,სადაც ივანიშვილის ცოლის(ყვავი ჩხიკვის მამიდა... თუ საერთოდ სიმართლესთან ოდნავ ახლოსაა) ნათესავი პატიმრებს აწამებს.

( სადაც, 20 წლის წინ დანგრეული შენობის კადრები აჩვენა ამ ტელევიზიამ და მაყურებელს ამცნო, ოცნების დეპუტატს აქ ბიზნესი აქვსო... ამათგან არაფერი გამიკვირდება).

მთავარი ის არის რომ ამ უაზრო სიუჟეტს აფრიალებენ ეხლა,ევროპის თავშესაფრებში,ევროპული ცხოვრების მომლოდინე ნაციონალები...
აი, მიშას დროს რომ ამბობდითო,ახლაო?
ამ სიუჟეტის არსიც ხომ ცხადია.
"სამაგიეროს" უხდიან ვითომ ქართულ ოცნებას.

ცოდვაა ასეთი ადამიანი, ვისაც ადამიანების ტკივილი და სიცოცხლე, პოლიტიკური ქულებისთვის ჭირდება,ან იყენებს!
ძალიან ცოდვაა!

არ შემიძლია ეს არ დავწერო...

ჯერ ერთი, ბოლო რამდენიმე წელია გერმანიის საკონსულო,ჩემდაგასაოცრად დაუჯერებელი კეთილსინდისიერებით და პასუხისმგებლობით ეპყრობა საქართველოს მოქალაქეებს... ცოცხალს და გარდაცვლილსაც!
ამაზე,სააკაშვილის დროს ვერც ვიოცნებებდით.

კონსული რომ თავად რეკავს,არკვევს,მაილებს წერს...
დიდი ფუფუნებაა და ადამიანს იმის შეგრძნებას აძლევს რომ სამშობლო აქვს(2 კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავი თანამონაწილე... სხვის ნათქვამს არ ვიშველიებ)!

მეორე,რამდენიმე წლის წინ მივწერე სასჯელაღსრულებაში ვიღაც მოდერატორს...
ესა და ეს გადაეცით მინისტ/რს კახი კახიშვილსთქო.
2-3 დღეში გადავეციო,მომწერა.
ხოლო მეხუთე დღეს(არ ვაჭარბებ) ადამიანურად,კაცურად,მოქალაქეობრივად, ისე მოაგვარა... მე,არაფერი მჭირდებოდა მაგრამ იმ სხვების მაგივრად გამიხარდა!
უზომოდ გამიხარდა.

თუ,ყველა მოვინდომებთ...
პასუხისმგებლობით, პ/როფესიონალიზმითა და ადამიანურობით...
ერთ დღეს,ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ნორმალური,მშვიდი სახელმწიფო. სხვა, მსუბუქი
პ/რობლემებით და აუცილებლად ნაციონალური მოძრაობის გარეშე!

...ამათთან,არც განსხვავებულ აზრზე,არც ჯანსაღ კონკურენციაზე,არც არგუმენტებზე და ოპონენტების პატივისცემაზე საუბარი,არ შეიძლება!
ამათ,აღარაფერი ეშველებათ,თორემ ჯანსაღი ოპოზიცია ძალიან სასარგებლო იქნებოდა.




qwas

2018-11-09 23:53:37

"შემჩნეულია, რომ პატარა ტყუილების აღმოჩენა უფრო ადვილია, ვიდრე დიდი ტყუილებისა, რადგან არავის უნდა დაიჯეროს, რომ ვიღაცეებს ძალუძთ ამ დონეზე მოტყუება. სხვა სიტყვებით, - ტყუილი სიმართლედ რომ მიიღონ, დიდი ტყუილები უნდა თქვა, და არა პატარა...აი, ასე მოიქცა ბიძინა არჩევნების დროს დაპირებებით ...და მივიღეთ მე-4 წელი უკეთესი, მე-6 კიდევ საუკეთესო და ახლა კიდევ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონი სალომეო!"
...არაუშავს შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, შევცდით როცა ბიძინას დიდი ტყუილი დავიჯერეთ, მთავარია ახლა (6 წლის შემდეგ) მოვიდეთ გონს, და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ...ცივილურად, ...უემოციოდ, ...გონივრულად. და რაც მთვარია არის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია უკვე საღად აზროვნება, შეცდომების აღიარება და გამოსწორება."


arichopra 2

2018-11-10 00:02:28

ვამაყობ ჩემი ქართVელობით, საქართველოს ყოველი კუთხე კუნჭული ძალიან მიყვარს, ისტორია, გამარჯვება, დამარცხებაც.. ყველა ბალახი, ხე, პატარა თაგუნაც კი. ახლა ვუყურებდი იმედზე თაკო ჩარკვიანს, დიდი ქრთველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილს... ვერ ვუყურე ბოლომდე, ვერ გავრისკე იმიტომ, რომ ჩემ თავს დავატყვე სიძულვილი მიპყრობდა, ლამის იყო შემძულებოდა ქალი საერთოდ, დედა, სამშობლო, ადამიანობა ... ყველაფერი რაც კი ძვირფასი იყო ჩემთვის. ეს საშინელება იყო...

serapina

2018-11-10 00:13:59


qwas,
ტ/ყუილების დიდოსტატია შენი ბელადი.
დაიწყება 5 ამბავს ერთად...
პირველს და მეორეს სიმართლეს(ყურადღების მისაქცევი ხრიკია) მესამე და მეოთხეს,ისეთ ტ/ყუილს იტ/ყოდა,ყოვლად დაუჯერებელს...
ბოლოს,ისევ სიმართლეს მიაყოლებდა რომ ზოგადი სურათი, სერიოზულად შემოესაღებია...
ს/ტ/რატეგიული ბუმბერაზია შენი ბელადი!
ეს უნდა ითქვას.
(ნუმერაცია,ხანდახან იცვლებოდა... თუმცა,ეს მნიშვნელოვანი არ არის).

იცი,რამდენ ფულს იხდიდა და იხდის პიარში?
რა ენაღვლება,დღესაც საქართველოს ბიუჯეტს არ თქვლეფს?!
უი,ბოდიში...
დედაჩემი,საქართველოდან მიგზავნის პენსიასო ასე უთქვამს...
ყოჩაღ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას,ასეთი რა პენსია დაუნიშნეს სააკაშვილის დედას... ევროპაში რომ არჩენს შვილს ჰა?!

ისე,დაპირებებსაც ასრულებდა მიშა.
-ყველანი ციხეში!-ო იმდენი იძახა,სანამ პატიმრების რაოდენობით(მოსახლეობაზე გასნგარიშებით)მოწინავე ადგილზე არ აღმოვჩნდით...
მიღწევების დაკარგვა არ მიყვარს...

serapina

2018-11-10 00:20:37

https://m.youtube.com/watch?v=KuwVDEtJqqE

ფხიზელი

2018-11-10 19:12:08


arichopra 2:
გია ხუხაშვილი პოლიტიკაში მიდის...!!! აბა ეს ყოფილა თუ ყოფილა და ამას ყოლია ოფოფები?! )))
-----------------
ამაზე იტყვიან: არიჩოპრა იცინოდა, ლაგაზიძე კი საქართველოს გადარჩენის ერთადერთ იმედს ხუხას ახალ პარტიაზე ამყარებდაო!

ფხიზელი

2018-11-13 04:43:56

arichopra 2,
შემეხმიანე, საქმე მაქვს!

ფხიზელი

2018-11-13 19:36:24

თუ თბილისის მისამართს ეტჸვი, თვითონ მოგიტანენ შინ.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80