იუსტიციის საბჭო: ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლედ დანიშვნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა
მთავარი

ipn

2013-02-27 18:30:49

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ გარემოებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მოსამართლედ მათი დანიშვნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით "სამართლისმცოდნეობა" და ჩაბარებული აქვს იურდიული განათლებისათვის აუცილებელი იურიდიული დისციპლინები.

"მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლესი იურიდიული განათლება დასტურდება შემდეგი გარემოებებით - მათ ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ იურიდიული სწავლების კურსი გაიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას მათ გავლილი აქვთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. ამასთან, მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათზე გაცემულია შესაბამისი დიპლომი, რომლითაც დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა, რაც წარმოადგენს იურისტის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ წინაპირობას; სადავო იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, საბჭოს განმარტებით, მოსამართლეების კვალიფიკაცია იურდიული პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, ორივე მოსამართლეს წარმატებით აქვს ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნია იურისტად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. "შესაბამისად, მათი მოსამართლედ დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით", - აღნიშნულია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის შესახებ 14 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მოსამართლის თანამდებობაზე იურიდიული განათლების გარეშე მუშაობს. ანალოგიური დავა აქვს პროკურატურას მოსამართლე მაია გიგაურთანაც.
ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტთან ვეტოზე საუბარი არ ყოფილა

ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტთან ვეტოზე საუბარი არ ყოფილა

ვასილ მაღლაფერიძე - მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება

ვასილ მაღლაფერიძე - მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება

თბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში საერთო ჯამში 97 ჟურნალისტი დაიღუპა

2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში საერთო ჯამში 97 ჟურნალისტი დაიღუპა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5453 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5453 ლარი გახდა

სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80