სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის
მთავარი

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის
ipn

2013-09-26 18:52:24

სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. საკითხის ინიცირებას, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მომზადდა, განათლების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მხოლოდ პროექტის სამუშაო ვარიანტია და ის ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. 

"საუბარია იმის შესახებ, რომ შეიქმნას ბიუჯეტით დაფინანსებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც სახელმწიფო ენის დაცვას გაუწევს კონტროლს. ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტაცია, ბილბორდები, რეკლამები, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და თუ ასეთ დროს იქნება დარღვევები, იქნება გარკვეული სანქციები. ის, თუ რა სანქციები იქნება და რამდენი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იდეა ჯერ მხოლოდ პრინციპის დონეზეა მზად. მთავარია, პასუხიმგებლობა იგრძნონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებმა, რომ მათი ოფიციალური დოკუმენტაცია გამართული ქართულით გამოდიოდეს. ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ პირებმა, ვინც საჯარო სამსახურში თანამდებობაზეა, სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ.

ინიციატივის ფარგლებში საუბარია "სახელმწიფო ენის შესახებ" სრულიად ახალი კანონის მიღებაზე და ასევე "საჯარო სამსახურის შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ" კანონებში და "ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსში" ცვლილებების განხორციელებაზე.

 
გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით

აუცილებლად მიგვაჩნია, სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი

აუცილებლად მიგვაჩნია, სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს სათანადო შეფასება მისცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს სათანადო შეფასება მისცეს

დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს

დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს

საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80