LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა
მთავარი

ipn

2017-01-12 12:43:43

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართება.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
ე. წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს

როცა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დამთავრდება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი

კახა კალაძე:   ხუდონჰესი აშენდება

კახა კალაძე: ხუდონჰესი აშენდება

დღეს ლარი აღარ არის მერყევ ამპლიტუდაში, პირიქით, მყარდება, შესაბამისად, მოიმატა გაალარების მსურველების რიცხვმა

თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ

ნიკა რურუა:  აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა გახსნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე საუბარი არ ყოფილა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80