ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად
მთავარი

ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად

ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად
ipn

2017-01-12 13:23:07

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) მიერ ხმათა უმრავლესობით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მხარდაჭერას მიესალმება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.

”მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ერთიანობის შენარჩუნების სურვილის გარდა ვანო მერაბიშვილს კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია

ერთიანობის შენარჩუნების სურვილის გარდა ვანო მერაბიშვილს კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია

დონალდ ტრამპი:   ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს

დონალდ ტრამპი: ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული

საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ მოსმენების გასაღები ხელისუფლების ხელში არ უნდა იყოს

საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ მოსმენების გასაღები ხელისუფლების ხელში არ უნდა იყოს

მე დღეს ინაუგურაციაზე ვარ, რათა პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას და მის ისტორიულ ღირებულებებს

მე დღეს ინაუგურაციაზე ვარ, რათა პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას და მის ისტორიულ ღირებულებებს

ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მასთან შეხვედრას გეგმავს

ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მასთან შეხვედრას გეგმავს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80