ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული
მთავარი

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული
ipn

2017-01-12 14:00:06

განსაზღვრავს თუ არა გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის ბედ-იღბალს? საქართველოს ამოცანა, განსაზღვროს თავისი მდებარეობა და ისტორია, - ამ სათაურით საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე Neweurope-ში სტატიას აქვეყნებს.

ბაქრაძე წერს, რომ 2016 წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

„გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგი, ის ხელს უწყობს ქვეყანას, დააკავშიროს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონი და გახდეს ენერგეტიკის, მონაცემების, საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ტალანტის ჰაბი. ეს არის დიდი როლი პატარა ქვეყნისა და ახალგაზრდა დემოკრატიისათვის, თუმცა საქართველო თავისი მოვალეობების შესრულებას იწყებს. საქართველომ ყურადღება ახალ გამოწვევას უნდა მიაქციოს - მან პოლიტიკურად უნდა განსაზღვროს საკუთარი მნიშვნელობა და იმის საფრთხე, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკის განვითარებაზე. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მოვლენების ასეთი განვითარება აღარასდროს დაუშვას. სწორედ ამიტომაა ვაშინგტონთან ჩვენი ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - ნათქვამია სტატიაში.

დავით ბაქრაძე სტატიაში საუბრობს სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტული დერეფნის როლზე.

„არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ივიწყებენ „ნაბუკოს“ პროექტის ჩავარდნას. თუმცა, ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი იმეორებს „ნაბუკოს“ მარშრუტს და კასპიის რესურსებს ევროპას (ძირითადად, სამხრეთ ევროპას) აწვდის. ამ რეგიონისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტის მიმწოდებელი ამჟამად რუსეთია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვაშინგტონში გაჩნდა იდეა, გაზრდილიყო ჩვენი რეგიონის როლი ევროპაში. ვაშინგტონში გულდასმით მოუსმინეს ადგილობრივ იდეებს და ხელი შეუწყვეს რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო ლიდერებს ეთანამშრომლათ იმ მომავლის შესაქმნელად, რომელიც დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციისა და განვითარების პროცესებს გააძლიერებდა. მილსადენების შენებასთან ერთად, ვაშინგტონში ურთიერთობების გაღრმავების იმედი ჰქონდათ. ეს ხედვა განხორციელდა. რეგიონსა და ენერგეტიკულ რესურსებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ. ევროპის ინსტიტუტების ინვესტიციების წყალობით შექმნილ ქსელზე დაყრდნობით, სამმა ქვეყანამ განაგრძო ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრის მშენებლობა. სამხრეთ კავკასია ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი გზის ბოლო გაჩერებაა. სწრაფმა მატარებლებმა გამოაცოცხლეს უძველესი აბრეშუმის გზა და რეგიონი დღეს იაფი ელექტროენერგიის, მცირე რეგულაციების, კონკურენტუნარიანი კორპორაციული გადასახადების, განათლებული სამუშაო ძალისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მქონე მსოფლიო ინდუსტრიულ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზეა“, - წერს დიპლომატი.

სტატიაში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშნელობაზე, რაც ქმნის პირდაპირ საზღვაო კავშირს ცენტრალურ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის. აღნიშნულია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პორტს შეეძლება დასავლეთთან დააკავშიროს სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, საშუალოვადიან პერსპექტივაში ანაკლიის პორტი მოსახერხებელი იქნება მინიმუმ 146 მილიონი ადამიანისათვის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ანაკლია დააკავშირებს განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკებს.

„ერთობლივი პროექტების გარდა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის განვითარების გზაზე შესამჩნევია ვაშინგტონის ჩართულობის შედეგი და ორ ქვეყანას საერთო მსოფლმხედველობა აქვს. ამჟამად საქართველო ცდილობს განვითარებადი ეკონომიკური ლანდშაფტის ფარგლებში ადგილის დამკვიდრებას. საქართველო ეყრდნობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და EFTA-ს წევრ-ქვეყნებთან, არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთსა და თურქეთთან, რათა დაჩქარდეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი. ბაზარზე წვდომას ამარტივებს დაბალი გადასახადები და რეგულაციათა სიმცირე, მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად აქცევს. ხედვა, რომელიც რეალობად აქცევს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს, ქმნის უსაფრთხო და მშვიდობიან რეგიონს. ბიზნესზე მორგებული და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ასეთი მიდგომა - „ჩვენ შევძლებთ“, რომლის ფარგლებშიც რეგულაციები პროგრამის ნაწილია და მეწარმეთა კრეატიული სულისკვეთება მაქსიმალურადაა წახალისებული, საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ პერიოდში შემუშავდა და უკანასკნელ წლებში განვითარდა. სამომავლო გეგმების შემუშავებისას საქართველო სავაჭრო კავშირებს ამყარებს არა მხოლოდ 3.8 მილიონი მოქალაქის მიერ წარმოებული ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილის გასაყიდად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული და გლობალურ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, სადაც ის ვითარდება თავისი მდებარეობის პოლიტიკურად განსაზღვრის შედეგად“, - ნათქვამია დავით ბაქრაძის სტატიაში.
როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის

როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის

ადვოკატებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს

ადვოკატებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს

ქეთევან ბოჭორიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია მოხდეს“

ქეთევან ბოჭორიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია მოხდეს“

გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

გიორგი ჩერქეზიშვილი MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა

გიორგი ჩერქეზიშვილი MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა

კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრის მობრძანება ევროპაში უვიზოდ

კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრის მობრძანება ევროპაში უვიზოდ

დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა

დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა

ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტოკონფერენციაში მონაწილეობენ

ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო საპარლამენტოკონფერენციაში მონაწილეობენ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80