ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს

ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს
ipn

2017-01-12 14:03:37

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ სესხების გალარება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე საბანკო სექტორისთვის და ქვეყნისთვისაც.

როგორც გვასალიამ ”ინტერპრესნიუსს” საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გალარება კურსზე რაღაც კუთხით ზეწოლასაც მოხსნის.

”გალარების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს დაახლოებით 33 ათას ადამიანს ეხება, თუმცა რა რაოდენობის ადამიანი გააკეთებს ამას, ამის პროგნოზირება რთულია. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა მივმართო, საბანკო სეტორიდან შეტყობინებები ბუნებრივია, იქნება, თუმცა თუ ისინი ჩათვლიან, რომ ამ პროგრამის მონაწილეები არიან, მაგრამ შეტყობინება არ მიიღეს, შეუძლიათ თავად მიაკითხონ ბანკებს და იქ მიიღებენ ყველა ახსნა-განმარტებას. მე რომ მათ ადგილას ვიყო, ბუნებრივია, გავაკეთებდი გალარებას, რადგან სავალუტო რისკი ძალიან ძნელი და დიდია, ჩვენი ტიპის ქვეყანაში და შეიძლება ეს ლარიზაციის პროგრამის დიდი ნაწილი არ იყოს, მაგრამ რაღაც ნაწილი არის. ის, რომ სავალუტო რისკი იყოს მოხსნილი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, საბანკო სექტორისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ეს რაღაც ნაწილში კურსზე მოხსნის ზეწოლას. მე მაქვს მოლოდინი, რომ შედეგი მოსახლეობისთვის უნდა იყოს კარგი”, - განაცხადა გვასალიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა პრეზიდენმა კანონპროექტს ვეტო დაადოს, გვასალიამ აღნიშნა, რომ ასე არ არის და პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

”იქ არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს, თუმცა ეს შეიძლება ეროვნული ბანკის მიერ გასწორდეს, ამას არ სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები, ეს შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებითაც გასწორდეს. ვეტოზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა გვასალიამ.
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს უპეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს უპეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს

ჩვენი გულწრფელი გზავნილი დღეს ასეთია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მხარდაჭერა ურყევია და ასე გაგრძელდება

ჩვენი გულწრფელი გზავნილი დღეს ასეთია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მხარდაჭერა ურყევია და ასე გაგრძელდება

რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა

რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა

აშშ-ის მხარდაჭერას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

აშშ-ის მხარდაჭერას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში ვართ, აშშ-საც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში წვლილით

ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში ვართ, აშშ-საც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში წვლილით

ვაშინგტონში გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულდა

ვაშინგტონში გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვდება

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა SGS-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - განხორციელების მექანიზმები ისევ საინტერესოა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა SGS-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - განხორციელების მექანიზმები ისევ საინტერესოა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80