ჩვენ, რა თქმა უნდა, ე.წ. მოსმენების კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ
მთავარი

ipn.ge

2017-03-20 16:22:02

რაც არ უნდა ეწეროს პრეზიდენტის შენიშვნებში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დისკუსიის დროც აღარ დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის ეს ვეტო მოულოდნელი არ იყო.

”პირველი, რაც მაწუხებს, ის არის ვადები, რომელიც შეზღუდულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს ვადა 31 მარტს იწურება. პრეზიდენტმა ბოლომდე გამოიყენა ვადა, რაც მგონია, რომ ამ პროცესს უქმნის საფრთხეს. აქ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას და სისტემას, რომლითაც ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს ამ შენიშვნებში, დისკუსიის დროც აღარ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ კვირაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო უბრალოდ აღარ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ”, - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს დღეს ვეტო დაადო. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.  
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა

ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს

დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80