სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ipn.ge

2017-03-20 17:49:27

თბილისის საქალაქო სასამართლო დეპუტატ ეკა ბესელიას სარჩელზე, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, მოსამართლემ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სამოქალაქო სარჩელი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, მედიაში გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას შეგებებული სარჩელით უპასუხა ალექსანდრე ელისაშვილმა და თავის მხრივ, მოითხოვა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

”საქმე ეხება, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც: „ ეკა ბესელია, მასზე როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და როგორც პოლიტიკოსი, პატიმრების ციხიდან გამოშვებისთვის იღებდა ფულს”. ალექსანდრე ელისაშვილი კი ეკა ბესელიას ედავება იმ განცხადებების გამო, რომლითაც ელისაშვილს მოიხსენიებს თაღლითად, კორუფციული გარიგების მონაწილედ და ბრალს სდებს სიცრუეში.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და ეკა ბესელიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ეკა ბესელიას მოთხოვნა სარჩელით სადავო განცხადებების იმ ნაწილის უარყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებითი ფორმით დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელე ეკა ბესელიამ შეძლო მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის დამტკიცება, იმავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების სასამართლოში წარმოდგენის გზით. სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული დანიშნულებისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელს, მასში მითითებული სადავო განცხადებები სასამართლომ მიიჩნია შეფასებით მსჯელობად, რიგ შემთხვევებში კომენტარად და პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვად. ვინაიდან, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80