საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
მთავარი

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
ipn

2017-03-20 22:22:00

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს. 

ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ნიორაძის თქმით, ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

”ბოლო ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ძლიერი ქარი შენარჩუნდება მთელი ღამის განმავლობაში. ქარი იქნება ხვალ დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 

”დღის პირველ ნახევარში გამოძახებები ფიქსირდებოდა გარე უბნებში, დღის მეორე ნახევრიდან კი თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა გამოძახება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას  დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე  მოსახლეობას შეხვდა

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80