გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"
მთავარი

გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"

გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"

2017-03-21 08:23:56

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატზე ალეკო ელისაშვილზე აცხადებს, რომ "მისი ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება".

მისი თქმით, ელისაშვილს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ძალიან მკაცრი პასუხი მოეთხოვება.

"ეს არის არა ეკა ბესელიას წინააღდეგ გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის ღირსების, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, იმ საზოგადეობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ქალების მიმართ პატივისცემა კაცის ღირსებად ითვლებოდა. ეს არის ერთი ქარაფშუტა, ცრუპენტელა, ღირსებააყრილი არსების განცხადება,  რომელიც გარდა იმისა რომ, ყველაფერი ის არის რაც დავასახელე, თავხედია და ჰგონია, რომ იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ქალების შეურაცხყოფა მარტივად დასაშვებია. და ასე ნუ ჰგონია, იმიტომ რომ მოეთხოვება ძალიან მკაცრი პასუხი. პასუხი მოეთხოვება იმ ადამიანებისგან, ვინც არასოდეს უშვებდა და არც ახლა დაუშვებს ქალების შეურაცხყოფას ამ საზოგადოებაში, მით უმეტეს - ღირსეული ქალების, რომელსაც წარმოადგენს ეკა ბესელია, უღირსი კაცების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს ალეკო ელისაშვილი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ "ეკა ბესელიას ღირსება სასამართლომ 1000 ლარად შეაფასა" იმის დასტურია, რომ ელისაშვილს ღირსება არ გააჩნია.

"ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ამიტომ ხურდავდება. დახურდავებულ ადამიანებთან მე საუბარს არ ვაპირებ, ისე კი არ ვურჩევ სადმე ქუჩაში ჩემთან შეხვედრას",- აღნიშნა ხაინდრავამ.

მისი შეფასებით, ელისაშვილი ამგვარი განცხადებებით იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც ტრადიციები არაფერს ნიშნავს.

"ალეკო ელისაშვილი ფარჩაკების და უღირსი ადამიანების ინტერესებს ატარებს, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც არაფერი ტრადიციული საქართველოში ფასეული არ არის. აი, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს და ემსახურება როგორც ჩანს მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ხაინდრავამ.
გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას  დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე  მოსახლეობას შეხვდა

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80