ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა
მთავარი

ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა
interpressnews.ge

2017-03-21 08:56:11

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა სახურავები დააზიანა კოსტავას გამზირზე, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, მესხიშვილის და დავით გარეჯის ქუჩებზე. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი. 



ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია. 



მაიაკოვსკის ქუჩაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. აღნიშნულ მისამართზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლინად გადახადა და ეზოში მდგარი ავტომანქანები დაზიანდა. „ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა. ქარმა რამდენიმე მისამართზე მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძი. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. 
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

თბილისსა  და  ტალინს შორის  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და ტალინს შორის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

 რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს

დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ

საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80