შეიხ ულ ისლამი ილია მეორეს: მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ
მთავარი

შეიხ ულ ისლამი ილია მეორეს: მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ

შეიხ ულ ისლამი ილია მეორეს:  მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ
ipn.ge

2017-04-21 15:48:46

მთელ მსოფლიოში შესაძლოა, ანალოგი არ მოიძებნოს იმას, რომ - მუსლიმური რელიგიის შეიხი პატრიარქს ეწვევა, ხელზე კოცნის მას, აღიარებს მას თავის უხუცესად. მე მსურს ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი, - ამის შესახებ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც იგი დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში იგი პატრიარქის მოსანახულებლად ჩამოვიდა. როდესაც შეიტყო, რომ მისი უწმინდესობა შეუძლოდ იყო, გადაწყვიტა გერმანიაში მოენახულებინა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, ამიტომ უწმინდესს დღეს თბილისში ეწვია.

შეიხ ულ ისლამის თქმით, მისი უწმინდესობა თავის კეთილ გავლენას ახდენს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე. შუქურ ფაშა-ზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობას, მუსლიმ მრევლს პატრიარქი ძალიან უყვარს. მან უწმინდესს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მოკითხვა გადასცა, ასევე პატრიარქს აღდგომის ბრწინაველ დღესასწაული მიულოცა. შეიხმა მადლობა გადაუხადა ყველას, დარბაზში მყოფთ და აღნიშნა, რომ „ეს ჩვენი ტოლერანტობის მაჩვენებელია“.

„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო გახლავთ თქვენი სახით კავკასიის უხუცესთან შეხვედრა და პირადად ჩემი უხუცესი ბრძანდებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს მე შეიხ ულ ისლამის ტიტული მივიღე, თქვენ პატრიარქობამდე ამაღლდით. ჩვენ გავხდით მოწმე იმ რთულ პერიოდში როგორ საჭირო იყო ეს. თქვენი მეთაურობით სწორედ იღვაწეთ ამისთვის. მაგრამ, ჩვენ გამოვიარეთ ის რთული დღეები, გამოვიარეთ ძმობით, მეგობრობით, თანადგომით. დღეს შევიქენით ღირსი იმისა, რომ ვცხოვრობდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ნება მიბოძეთ აღვნიშნო ისიც, რომ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმას, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი, შეიხ ულ ისლამი ეწვევა პატრიარქს, ხელზე კოცნის მას, აღიარებს მას თავის უხუცესად. მე მსურს ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი. მე 40 წელია რაც მაქვს შეიხ ულ ისლამის ტიტული და ჩემი მსახურების პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი პატრიარქის მხარდაჭერას. იმ ცუდ პერიოდში, როდესაც საშიში იყო სასულიერო პირად ყოფნა, პატრიარქი ყოველთვის მხარში მედგა“, - განაცხადა შუქურ ფაშა-ზადემ.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ იგი დღეს შეხვედრაზე თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის სურვილი მისმა ვაჟმა, შვილიშვილმა, ქალიშვილმა და რძალმა გამოთქვა.

„მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ. ამიტომ დღეს აქ ოჯახთან ერთად მოვედი. მათაც სურვილი გამოთქვეს, რომ ეამბორათ თქვენ ხელზე. მე გეახელით ვაჟით, შვილიშვილით, რომელიც ჩემი სეხნია გახლავთ, ასულითა და რძლით“, - განაცხადა შუქურ ფაშა ზადემ.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოში სტუმრად მიიწვია, რათა ერთად აღნიშნონ უწმინდესის მოღვაწეობის 40 წლის საიბულეო თარიღი.  
ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

La Vanguardia:  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

La Vanguardia: ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

დონალდ ტუსკი:  ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80